03:41 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)
84 0 0

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 134 687 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 280 ლეტალური შემთხვევა მოხდა

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 134 687 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 280 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 16 639 პაციენტი.

ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ჩინეთს, ირანსა და თურქეთს.

ინფიცირების ტემპის ზრდა ოპერატიულ შტაბში განმარტეს იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე.

რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 4,1 მილიონი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 3 497 047 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 244 876 აღწევს. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ რჩება, იქ დიდი უბედურების რეჟიმი კვლავ მოქმედებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)

მთავარი თემები