Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში ერთ დღე-ღამეში 10,6 ათასით გაიზარდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი. სიტუაცია რუსეთში
კორონავირუსი. სიტუაცია რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 134 687 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 280 ლეტალური შემთხვევა მოხდა

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 134 687 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 280 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 16 639 პაციენტი.

მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო
რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს

ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ჩინეთს, ირანსა და თურქეთს.

ინფიცირების ტემპის ზრდა ოპერატიულ შტაბში განმარტეს იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე.

რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 4,1 მილიონი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 3 497 047 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 244 876 აღწევს. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ რჩება, იქ დიდი უბედურების რეჟიმი კვლავ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0