Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ მიშუსტინი
მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ონლაინ-შეხვედრაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა, რომ კორონავირუსი აქვს, იუწყება РИА Новости.

„პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ახლახან შევიტყე, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამასთან დაკავშირებით და „როსპოტრებნადზორის“ მოთხოვნების შესაბამისად მე უნდა დავიცვა თვითიზოლაცია და ექიმების რეკომენდაციები. ეს აუცილებელია ჩემი კოლეგების უსაფრთხოებისთვის“, - განუცხადა მიშუსტინმა პუტინს.

საკარანტინე ცენტრი რუსეთში - Sputnik საქართველო
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა

მიშუსტინმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, თავად კი კავშირზე დარჩება, მათ შორის პრეზიდენტთან.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდონ კორონავირუსის ინფექციას და მის გავრცელებას. წინ მაისის დღესასწაულებია და ყველას ვთხოვ დარჩნენ სახლში და ყველა აუცილებელი შეზღუდვა დაიცვან“, - განაცხადა მიშუსტინმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა კორონავირუსის ინფექციას დაამარცხებს.

„მთავრობა ამისათვის ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს და მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა მიშუსტინმა.

მან დასძინა, რომ თითოეული მოქალაქის დისციპლინაზე დამოკიდებულია იმ დღის თარიღი, როდესაც ქვეყანა სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0