22:32 19 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთის დახმარება მსოფლიოს: ბრძოლა COVID-19-თან (28)
102 0 0

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროებით წყვეტს ჯანმოსთვის ფინანსების გამოყოფას, ვინაიდან ორგანიზაციამ კორონავირუსზე ინფორმაცია დროულად არ წარმოადგინა და არ მიიტანა სიმართლე მსოფლიო საზოგადოებამდე.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტზე ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას COVID-19-თან ბრძოლაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების კომენტარის დროს, რომელიც ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.  

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დროებით წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების გამოყოფას, ვინაიდან ორგანიზაციამ კორონავირუსზე ინფორმაცია დროულად არ წარმოადგინა და ამასთან არ მიიტანა სიმართლე მსოფლიო საზოგადოებამდე.

„ამ შემთხვევაში მიმდინარე წლის 26 მარტს შეიძლება დავუბრუნდეთ — G20-ის ლიდერთა სამიტს. „ოცეულის“ ქვეყნების პრეზიდენტებმა სამიტზე მიიღეს შეთანხმებული განცხადება, რომელსაც „ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის შესახებ განცხადება“ ეწოდა. მასში ნათქვამია, რომ „ოცეულის“ ჯგუფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, აპირებს ყველაფერი გააკეთოს პანდემიის დასაძლევად“, — განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „ოცეულის“ ყველა პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტის ჩათვლით, დიდ იმედს ამყარებს ჯანმოსთან შემდგომ მუშაობაზე და მხარს უჭერს მას პანდემიასთან ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ გააკრიტიკა ჯანმო იმის გამო, რომ ის „ზედმეტადაა კონცენტრირებული ჩინეთზე“ მაშინ, როცა დაფინანსების ლომის წილს აშშ-სგან იღებს.

 

თემები:
რუსეთის დახმარება მსოფლიოს: ბრძოლა COVID-19-თან (28)

მთავარი თემები