მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სერგეი ლავროვი: რუსეთი აშშ-ის აგრესიულ გამოხდომებს უპასუხებს

© ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აშშ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ენერგეტიკული სფეროს პოლიტიზების აშკარა მაგალითს აჩვენებს.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა თავის მოლოდინზე მომავალ წელს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო ვითარების განმსაზღვრელ ფაქტორებზე, მოსკოვის გეგმებზე „დიდი რვიანის“ ფორმატთან დაკავშირებით, ასევე „თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების“ გაგრძელების ზღვრულ ვადებზე (შეთანხმება ბოლო ინსტრუმენტია, რომელიც ზღუდავს ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს სარაკეტო-ბირთვულ პოტენციალს), მკითხველს გაუზიარა თავისი ხედვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და ამ პროექტის საწინააღმდეგო ამერიკული სანქციების თაობაზე.

— რამდენად რეალურია მომდევნო წელს რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება? დონალდ ტრამპთან თქვენი ამასწინანდელი შეხვედრისას თუ განიხილეთ ეს საკითხი, გადმოგცათ თუ არა მან პრეზიდენტ პუტინისთვის მოსაწვევი აშშ-ში დაგეგმილ სამიტზე? რას ელით მომავალ წელს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ამერიკის მიმართულებით?

— მოდით, კორექტული ტერმინები გამოვიყენოთ. რუსეთს არ დაუტოვებია „რვიანის ჯგუფი“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჯგუფის დანარჩენმა შვიდმა წევრმა უარი განაცხადა რუსეთის თავმჯდომარეობით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ „შვიდიანმა“ დატოვა ეს ფორმატი. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, „თუ ჩვენს პარტნიორებს უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა, მოხარული ვიქნებით“. დავძენ, რომ შეგვიძლია მათი მიღება მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სოჭში ან, მაგალითად, იალტაში. 

 გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი აშშ-ის სანქციებს პასუხს გასცემს

ზოგადად, რუსეთს არ გააჩნია ამ ფორმატის რესტავრაციის არც სტიმული, არც სურვილი. აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს ეს საკითხი არ განხილულა და რუსეთ-ამერიკის დღის წესრიგში ის ამჟამად არ ფიგურირებს. ჯერ კიდევ ცივი ომის დროს შექმნილი „შვიდიანის ჯგუფი“ აღარ პასუხობს დღევანდელ რეალობებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მის საქმიანობაში არ მონაწილეობენ ახალი მსოფლიო ცენტრები. მათი წვლილის გარეშე კი მრავალრიცხოვან საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავება უბრალოდ შეუძლებელია.

შემთხვევითი არ არის, რომ დღეს არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკის, არამედ პოლიტიკის მრავალი საკვანძო საკითხი წარმატებით იხილება სწორედ „ოციანის ჯგუფის“ ფარგლებში. „ოციანის“ გარდა, რუსეთი ენერგიულად მონაწილეობს ისეთი ახალი ტიპის გაერთიანებების მუშაობაში, როგორებიცაა, მაგალითად, BRICS და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომელთა გადაწყვეტილებები მიღებულია დაბალანსებული კონსენსუსის საფუძველზე და ისინი არ არის თავს მოხვეული. ეს მრავალმხრივი სტრუქტურები უკვე ჩამოყალიბდნენ მნიშვნელოვან საყრდენებად ფორმირების პროცესში მყოფი მსოფლიოს მოწყობის უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მრავალპოლარული არქიტექტურისთვის.

მომავალი წლის პროგნოზის გაკეთება იოლი არ არის. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით, ვაშინგტონის მზადყოფნაზე, უარი თქვან შანტაჟის, ზეწოლის, ცალმხრივი სანქციების მავნე მეთოდებზე და დაიწყონ საერთაშორისო სამართლის დაცვა, დაადგნენ ურთიერთპატივსაცემი დიალოგის გზას თანამედროვეობის მრავალრიცხოვანი კვანძების ეფექტურად გასახსნელად. რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს მსოფლიო საქმეებში გამაერთიანებელი საწყისების განმტკიცების ხელშეწყობას, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების დაცვას, პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მრავალრიცხოვანი კრიზისებისა და კონფლიქტების გადალახვას (იქნება ეს სირიისა თუ მეზობელი უკრაინის კონფლიქტები). ამ მიზნით გამოვიყენებთ ჩვენს წევრობას გლობალური მმართველობის ისეთ სტრუქტურებში, როგორებიცაა გაერო და „ოციანის ჯგუფი“, ასევე BRICS-სა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ჩვენს წარმომადგენლობებს. 

Pioneering Spirit-ს გაზსადენი გაჰყავს შვედეთის წყლებში - Sputnik საქართველო
გერმანია აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციებზე

რუსეთ-ამერიკის დიალოგის პერსპექტივებს რეალისტურად ვუდგებით, განსაკუთრებით, აშშ-ის რთული შიდაპოლიტიკური ვითარებისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. ვაშინგტონის ბოლო არამეგობრული ნაბიჯები – ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენი მხრივ, მომავალშიც მივიღებთ ყველა ზომას საკუთარი უსაფრთხოების, რუსეთის მოქალაქეთა და ბიზნესის ინტერესების დასაცავად, ადეკვატურად ვუპასუხებთ აგრესიულ გამოხდომებს. ამასთან, ჩვენ არ ვისწრაფვით კონფრონტაციისკენ. გახსნილები ვართ იმისათვის, რომ ერთად მოვძებნოთ ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები.

ჩვენი წინადადებები სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ქმედების შესახებ ძალაში რჩება. მრავალი მათგანის რეალიზება უკვე ახლო მომავალშია შესაძლებელი, მაგალითად, როგორც პრეზიდენტები შეთანხმდნენ, საქმიანი საკონსულტაციო და საექსპერტო საბჭოების ამუშავება. სხვა დანარჩენთან ერთად ჩვენი წინადადებაა – ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის საგარანტიო წერილების გაცვლა, აშშ-სთვის საინტერესო კიბერუსაფრთხოების თემაზე დიალოგის დაწყება, ბირთვული ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთება, სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელება და სხვ. ვაშინგტონის განწყობაზე, რასაკვირველია, მხოლოდ საქმეებით ვიმსჯელებთ.

— არსებობს თუ არა რაიმე ზღვრული ვადები „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღება-3“-ის გასაგრძელებლად? თუ მისი გაგრძელება ვერ მოხერხდება, შეუდგება თუ არა რუსეთი დამატებითი სტრატეგიული შეიარაღების შემუშავებასა და დანერგვას, თუ იხილება მორატორიუმი, როგორც ეს მოხდა „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

— რუსეთის მიდგომა „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღება-3“-ის შეთანხმების პერსპექტივების მიმართ მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსეთის პრეზიდენტმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის გაგრძელებას წინაპირობების გარეშე. რაც შეეხება ვადებს, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს ხელშეკრულება „დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება სწრაფად, მიმდინარე წლის ბოლომდე“. 

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
კრემლში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც დასრულდება

შეთანხმების გაგრძელების ზღვრული ვადები არ არის დადგენილი, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა დასრულდეს შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე – 2021 წლის 5 თებერვლამდე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ აშშ-თან მოლაპარაკებას, არამედ ფედერალური კრების გარკვეულ პროცედურებს, ვინაიდან საუბარია ფედერალურ კანონში ცვლილებების შეტანაზე. ასე რომ, დრო არც ისე ბევრია.

რუსეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს შეთანხმების რეჟიმის შენარჩუნებას, ვინაიდან ეს არის უკანასკნელი საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ზღუდავს ორი უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოს სარაკეტო-ბირთვულ პოტენციალს. გარდა ამისა, გაგრძელება მიზანშეწონილია დროის მოგების მიზნით, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი ფორმატებისადმი მიდგომების საკითხის განსახილველად.

აშშ-ს ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ“ შეთანხმების გაგრძელების საკითხზე. ამის მიუხედავად, რაიმე სხვა სცენარებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.

— წლის ბოლოს გააქტიურდნენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის მოწინააღმდეგეები. არსებობს თუ არა ამ პროექტის ჩაშლის საფრთხე? დასავლელი პარტნიორების მერყევი პოზიციის გათვალისწინებით, ხომ არ არის დრო, რუსეთმა დივერსიფიკაცია განახორციელოს - რადიკალურად შეცვალოს ნახშირწყალბადის ექსპორტის მიმართულება? ევროპის პერსპექტიულ შემცვლელად ჩინეთი თუ განიხილება?

—  „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობა მალე დასრულდება. სწორედ ამიტომ გაააქტიურეს მისმა მოწინააღმდეგეებმა მცდელობები, რომლებიც მისი ჩაშლისკენაა მიმართული. ამერიკულ კანონში 2020 წლის თავდაცვის ხარჯების შესახებ სასანქციო დებულებების შეტანა – არის ევროპული ბიზნესის საქმეებში ჩარევის თავხედური, ცინიკური აქტი. მიზანი, რასაკვირველია, არის არა ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნვა, რომელიც ამყარებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პოზიციას, არამედ ამერიკული ბუნებრივი აირის გატანა ევროპის ბაზარზე. ეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ენერგეტიკული სფეროს პოლიტიზების კარგი მაგალითია.

დარწმუნებული ვართ, რომ ზეწოლის მიუხედავად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულდება. ევროპაში აცნობიერებენ დამატებითი საექსპორტო მარშრუტის შექმნის სარგებელს, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ ოკეანის მიღმა კურატორების სასარგებლოდ საკუთარი ენერგოუსაფრთხოებისა და მოქალაქეების საზიანოდ.

ევროპის გაზის ბაზარი ჩვენთვის ჯერ ძირითადია – ექსპორტის ყოველწლიური მოცულობა შეადგენს 200 მილიარდ კუბურ მეტრს. ამასთან, ჩვენ წარმატებით ვაფართოებთ ენერგეტიკულ თანამშრომლობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოებთან, სადაც ნახშირწყალბადების რესურსებზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა გაზსადენი „ციმბირის ძალა“, რომელიც მომავალში ჩინეთში ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვითვისებთ არქტიკის რესურსების ბაზას. აზია-წყარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით რუსული ენერგომატარებლების ექსპორტის უზრუნველსაყოფად ვავითარებთ ჩრდილოეთის საზღვაო გზის სატრანსპორტო ლოგისტიკას. რუსეთი მომავალშიც იმუშავებს საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციაზე.

ყველა ახალი ამბავი
0