07:01 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
სერგეი ლავროვი

აშშ–რუსეთის დიალოგში პროგრესი არ შეინიშნება – სერგეი ლავროვი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (246)
36 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პროგრესი ასევე არ შეინიშნება კიდევ ერთ სისტემურ ინიციატივაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას წამოაყენა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ჯერჯერობით პროგრესი არ შეინიშნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ამის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ინიციატივები, რომლებიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს პატივისცემასა და თანაბარუფლებიან დიალოგში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა, ჩვენი მხრიდან საკმარისადაა დაყენებული. მაგრამ ამ ინიციატივებზე რეაქცია ჯერჯერობით არაფრის იმედს არ იძლევა. ასე რომ, რუსულ−ამერიკულ დიალოგში სტრატეგიული სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს საკითხში პროგრესი ჯერ არ შეინიშნება“, — განუცხადა სერგეი ლავროვმა მედიას. 

მისი თქმით, პროგრესი ასევე არ შეინიშნება კიდევ ერთ სისტემურ ინიციატივაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას წამოაყენა.

აღნიშნული ინიციატივა საქმიანი საბჭოს შექმნას შეეხებოდა, რომელშიც კერძო კომპანიების 5−6 პირველი პირი შევიდოდა თითოეული მხრიდან.

„თითქმის სამი წელია ამისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჯერ არაფერი გამოდის“, — აღნიშნა ლავროვმა.

ორი ქვეყნის ბიზნეს−საზოგადოების საქმიანი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ჰელსინკიში შეხვედრაზე მოილაპარაკეს.

 

თემები:
რუსეთი დღეს (246)

მთავარი თემები