07:03 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400

ისრაელის ხათრით: რუსეთმა ირანის შეიარაღებაზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (721)
38 0 0

ექსპერტთა ნაწილი რუსეთის ახალ ხელმძღვანელ როლში ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას ხედავს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთმა უარი თქვა ირანისთვის გარკვეული ტიპის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ისრაელის თხოვნით, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არიელ ბულშტეინმა გამოცემა Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ბულშტეინის თქმით, ისრაელმა მანამდე ორჯერ თქვა უარი იარაღის მიწოდებაზე, მაგალითად, უკრაინისთვის, რუსეთის „მგრძნობელობის“ გამო. ამის პასუხად მოსკოვმა ასევე უარი განაცხადა ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების, კერძოდ, ირანის შეიარაღებაზე, რომლის მიზანიც „ისრაელის მიწის პირისგან აღგვაა“.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 30 მაისს სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს უარი უთხრა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის მიყიდვაზე, ვინაიდან ეს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას გაზრდიდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში ბევრი ოფიციალური პირი შეშფოთებული იყო იმით, რომ აშშ-მა რეგიონი მიატოვა, რაც ისრაელის მტრებს ირანში, ლიბიაში, სირიასა და ღაზის სექტორში სიმამაცეს შემატებდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ნაწილი რუსეთის ახალ ხელმძღვანელ როლში ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას ხედავს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (721)

მთავარი თემები