მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლაპარაკება არ იქნება: ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას გროშის ფასი აქვს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი
ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დაწყება ნიშნავს ამერიკული პოლიტიკის წარმატებას, რომელიც ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გულისხმობს სანქციებისა და მუქარების სახით.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თეირანი არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ვაშინგტონთან არც ერთ დონეზე, აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი.

„ირანელ ერზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას გროშის ფასი აქვს და ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირები ერთსულოვანი არიან გადაწყვეტილებაში, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები არც ერთ დონეზე არ შედგება“, — ნათქვამია აიათოლა ჰამენეის ოფიციალურ საიტზე.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დაწყება ნიშნავს ამერიკული პოლიტიკის წარმატებას, რომელიც ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას გულისხმობს სანქციებისა და მუქარების სახით. ამასთან, ეს ასევე იქნება ნიშანი იმისა, რომ აშშ-ს შეუძლია თავს მოახვიოს ირანს საკუთარი მოთხოვნები. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი: აშშ საუდის არაბეთს დაცვას არ დაპირებია

„სწორედ ამიტომ ოფიციალურმა პირებმა, დაწყებული პრეზიდენტითა და საგარეო საქმეთა მინისტრით, ერთხმად განაცხადეს, რომ ჩვენ აშშ-თან მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ — არც ორმხრივსა და არც მრავალმხრივს“, — ამატებს ალი ჰამენეი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ წინასწარი პირობების გარეშე ირანთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის. ამასთან, სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყებოდა, რომ თეთრ სახლს უკვე დაწყებული ჰქონდა სამზადისი აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. თუმცა თეირანში უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი როუჰანი გაეროში დონალდ ტრამპთან შეხვედრას არ გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0