07:42 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ტყის ხანძრის ქრობა

რუსეთში ტყის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

photo: Ministry of Emergencies of the Russian Federation
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (183)
65 0 0

ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ტაიგა მიმდინარე წლის ზაფხულში ძლიერმა ხანძრებმა მოიცვა, რის გამოც ქვეყნის ოთხ რეგიონში საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში ამჟამად ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новоси ტყის ავიადაცვის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.  

მანამდე, ერთი დღით ადრე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა ტყის ერთი ხანძრის აქტიური ქრობა. 

ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ტაიგა მიმდინარე წლის ზაფხულში ძლიერმა ხანძრებმა მოიცვა, რის გამოც რამდენიმე რაიონში დასახლებული პუნქტები კვამლში გაეხვა. ქვეყნის ოთხ რეგიონში – ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიასა და იაკუტიაში საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული. 

ტყის ხანძრების ქრობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით თავდაცვის სამინისტროს ძალები იყო ჩართული. 

საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრების ძირითადი მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა. გამოვლინდა ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენის რამდენიმე ფაქტიც, რათა დამნაშავეებს უკანონო ჭრის შემთხვევები დაეფარათ.  

თემები:
რუსეთი დღეს (183)

მთავარი თემები