01:53 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
ფეხბურთელი ზლატან იბრაგიმოვიჩი

მიუღებელი ვარცხნილობა: მეოთხეკლასელი იბრაჰიმოვიჩის მიბაძვისთვის დაისაჯა

© photo: Sputnik / Vasiliy Ponomariov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (246)
83 0 0

სკოლის დირექტორს არ მოეწონა მეოთხეკლასელი მოსწავლის ვარცხნილობა, რომელსაც საფეთქლები აეპარსა, თმა გაეღიავებინა და კეფაზე შეეკრა, რათა ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დამსგავსებოდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სკოლის ხელმძღვანელობამ მოსწავლეს თმის ვარცხნილობის შეცვლა მოსთხოვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო.

შემთხვევა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორს არ მოეწონა მეოთხეკლასელი მოსწავლის ვარცხნილობა, რომელსაც საფეთქლები აეპარსა, თმა გაეღიავებინა და კეფაზე შეეკრა, რათა ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დამსგავსებოდა.

აღსანიშნავია, რომ „დამნაშავე“ ბიჭუნა ფეხბურთზე დადის, აქტიურად ვარჯიშობს და იბრაჰიმოვიჩი კერპად მიაჩნია.  

სკოლის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ცოტა ხნის წინ სკოლაში ძალაში შევიდა ნორმა მოსწავლეთა გარეგნული იერსახის შესახებ, რომელიც კრძალავს უჩვეულო ვარცხნილობების ტარებას.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მათი მოსწავლის ვარცხნილობა „ჰიტლერიუგენდელების“ ვარცხნილობას ჰგავს.

„წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის 5 სექტემბერს სკოლაში მისულ მეოთხე კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა შენიშვნა მისცა ვარცხნილობის გამო. ამის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლის მშობლებს შესთავაზა, გადაეყვანათ შვილი შინ სწავლების რეჟიმზე, თუ ისინი მზად არ არიან შეასრულონ პედაგოგის მოთხოვნა“, — ნათქვამია უწყების საიტზე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მომხდარი მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, სკოლის ხელმძღვანელობამ კომენტარების კეთება შეწყვიტა. 

ამ დროისთვის გამომძიებლებს უკვე დაწყებული აქვთ მოსწავლისა და მისი მშობლების, ასევე სკოლის დირექტორისა და პედაგოგის გამოკითხვა. საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას.  

თემები:
რუსეთი დღეს (246)

მთავარი თემები