ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

Dota და FIFA: რუსეთის სკოლებში შესაძლოა კიბერსპორტის გაკვეთილები შემოიღონ

© Pixabay / Pexelsკომპიუტერის კლავიატურა
კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, ეს თამაშები ხელს უწყობს გუნდური თამაშის უნარების, სტრატეგიული და აბსტრაქტული აზროვნების, ლოგიკის, რეაქციის სისწრაფისა და კრეატიულობის განვითარებას.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputik. „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტმა“ რუსეთის განათლების სამინისტროს შესთავაზა, სასკოლო ფაკულტატივების ჩამონათვალში კიბერსპორტული დისციპლინები ჩართოს, იუწყება РБК.

ჩამონათვალში მოხვდა ისეთი კომპიუტერული თამაშები, როგორებიცაა: Dota 2, Hearthstone, Dota Underlords, FIFA 19, World of Tanks და ასევე Minecraft და CodinGame.

სპეციალისტების თქმით, ეს თამაშები ხელს უწყობს გუნდური თამაშის უნარების, სტრატეგიული და აბსტრაქტული აზროვნების, ლოგიკის, რეაქციის სისწრაფისა და კრეატიულობის განვითარებას. ექსპერტებმა გაითვალისწინეს ჩამოთვლილი თამაშების პოპულარობა და მათი ასაკობრივი მარკირება — „14+“.

აღინიშნება, რომ შერჩეული თამაშების უმეტესობა საყოველთაოდაა აღიარებული კიბერსპორტულ დისციპლინებად, რომლებშიც დიდი ტურნირები და ჩემპიონატები ტარდება.

მანამდე „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტმა“ განათლების სამინისტროს შესთავაზა, ყველა რეგიონის სკოლებში ექსპერიმენტის სახით დაენერგა ფაკულტატური გაკვეთილები კიბერსპორტში. ინსტიტუტში განმარტავენ, რომ პროგრამის განხორციელება 2020-2025 წლებში იქნება შესაძლებელი ფედერალური პროექტების „თანამედროვე სკოლა“ და „ციფრული საგანმანათლებლო გარემო“ შესაბამისად.

„ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტების აზრით, აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებს „დესტრუქციული სუბკულტურებიდან“ სასარგებლო საქმიანობაზე გადართავს.

ყველა ახალი ამბავი
0