ბაშკირეთში ავტობუსი გადაბრუნდა - ექვსი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსს 39 მგზავრი გადაჰყავდა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა - ბაშკირეთში ავტობუსი ავარიაში მოყვა, იუწყება რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციაში.

სასწრაფო დახმარება აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
500-წლოვანი ჭადრის მოტეხილი ტოტის გამო 19 ადამიანი დაშავდა

„ავტოავარიის შედეგად 6 მგზავრი დაიღუპა, კიდევ 10 მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.

ინსპექციაში იუწყებიან, რომ ავტობუსს 39 მგზავრი გადაჰყავდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.

ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0