თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა - ბაშკირეთში ავტობუსი ავარიაში მოყვა, იუწყება რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციაში.
„ავტოავარიის შედეგად 6 მგზავრი დაიღუპა, კიდევ 10 მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.
ინსპექციაში იუწყებიან, რომ ავტობუსს 39 მგზავრი გადაჰყავდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.
ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.