500-წლოვანი ჭადრის მოტეხილი ტოტის გამო 19 ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარება აზერბაიჯანში
სასწრაფო დახმარება აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, უზარმაზარი ხის ტოტი ძლიერმა ქარმა მოტეხა, რომელიც აზერბაიჯანში პარასკევიდან ამოვარდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანში შეკინელი ხანების რეზიდენციის ტერიტორიაზე 500 წლოვან ჭადარს ძლიერმა ქარმა დიდი ტოტი მოსტეხა, ინციდენტის შედეგად დაშავდა 19 ტურისტი, რომლებიც ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად მივიდნენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი.

მოტეხილი ტოტი რამდენიმე ადამიანს დაეცა, რომლებიც შეკინის რაიონის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმები მიიღეს როგორც უცხოელმა ტურისტებმა, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეებმა.

დაშავებულებს შორის ორი რუსი და ხუთი სირიელი ტურისტია.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამედიცინო დახმარებისთვის 19-მა ადამიანმა მიმართა, ზოგიერთი მათგანი მკურნალობას აგრძელებს.

სამართალდამცავი ორგანოები ადგილზე გამოძიებას აწარმოებენ.

არსებული მონაცემებით, ე.წ. ხანის ჭადარი 1530 წელს არის დარგული და 489-წლოვანი ხე 232 წლით უფროსია ისტორიულ შენობაზე, რომელსაც ის დღემდე მზის, ქარის, წვიმისა და თოვლისგან იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0