გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „სუამის სივრცეში გახანგრძლივებული
კონფლიქტების და საერთაშორისო მსოფლიოსთვის მათი შედეგების, უსაფრთხოებისა
და განვითარების“ დღის წესრიგის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან,
საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა
და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“. რეზოლუციას მხარი 50-მა
სახელმწიფომ დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86–მა – თავი შეიკავა.