რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში საკუთარ დამარცხებას ვერ ურიგდება - ბაქრაძე

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარები გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართებაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარის შეფასებას წარმოადგენს.

 

Давид Бакрадзе

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარები გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართებაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარის შეფასებას წარმოადგენს.

”ამ რეზოლუციის მიღება რუსული დიპლომატიის მარცხი იყო და ახლა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც არ უნდა აფასებდეს ამ ფაქტს, ის დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ცუდია, რომ რუსეთი ადამიანების მშობლიურ სახლებში ღირსეულად დაბრუნების წინააღმდეგ გამოდის”, - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციის მიღებას რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც განიხილავენ, როგორც კრემლის პოლიტიკის დამარცხებას.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „სუამის სივრცეში გახანგრძლივებული კონფლიქტების და საერთაშორისო მსოფლიოსთვის მათი შედეგების, უსაფრთხოებისა და განვითარების“ დღის წესრიგის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“. რეზოლუციას მხარი 50-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86–მა – თავი შეიკავა.

მოსკოვი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში შემდგარი კენჭისყრა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების საკითხზე ართულებს ვითარებას რეგიონში და, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჟენევის მოლაპარაკებებს.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „ამჟამინდელი ქართული რეჟიმი, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ცდილობს ჰუმანიტარული სიუჟეტის გაბუქებას და საერთოდ არ ზრუნავს ათასობით ქართველის, აფხაზის, ოსის და ხვა ეროვნების მოქალაქეებზე, რომლებიც მისი ბეცი და აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარლდნენ“.

ყველა ახალი ამბავი
0