ტექნოლოგიური რევოლუცია: რაში სჭირდება რუსეთს რაკეტა „ბურევესტნიკი“

© Ministry of Defence (Russia) / გადასვლა მედიაბანკში„ბურევესტნიკის“ გამოცდა
„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბირთვული ძრავის, შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ მორიგი გამოცდებისთვის მზადაა. ანალოგები მსოფლიოში არ არსებობს.

ახალ მიწაზე გამოცდების ფარგლებში გაშვება შესაძლოა 2021 წლის პირველ ნახევარში შედგეს. გეოგრაფიული წერტილი რაკეტის შორ მანძილზე გამოცდას ხდის შესაძლებელს. რუსეთის რაკეტსამშენებლო დარგში არსებული წყაროს ინფორმაციით, ბირთვული დანადგარის საპოლიგონე გამოცდები 2019 წლის იანვარში დასრულდა. დამტკიცდა რეაქტორის სამუშაო მახასიათებლები, რომლებიც ფრენის შუზღუდავ სიშორეს უზრუმველყოფს. „ბურევესტნიკის“ მაღალაქტიურობას ახალი მიწის არქიპელაგის გამოცდების წერტილში 2020 წლის აგვისტოდან აფიქსირებს თანამგზავრული ფოტოებიც, რომლებიც CNN-მა გამოაქვეყნა.

ამერიკული Patriot-ი პოლონეთში   - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რატომ ვერ შენიშნა Patriot-მა ჰუსიტების რაკეტა

უახლესი რაკეტის პირველი წარმატებული გაშვების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს განაცხადა. იაპონური გამოცემა The Diplomat-ი ამერიკის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ „ბურევესტნიკი“ „კაპუსტინ იარის“ პოლიგონზე 2016 წლის ივნისიდან იცდებოდა. შესრულდა ათზე მეტი გაშვება და ეს ტექნოლოგიური რევოლუციაა.

რადარებისთვის უხილავი „ბურევესტნიკის“ დაფიქსირება მხოლოდ თანამგზავრებიდანაა შესაძლებელი და მხოლოდ სტარტის მომენტში. 50-100 მეტრ სიმაღლეზე ფრენის დროს ფრთოსანი რაკეტის აღმოჩენა და ჩაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუზღუდავი სიშორე და ზედაბალი სიმაღლეები „ბურევესტნიკს“ ყველა არსებული და პერსპექტიული რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის „გამჭვირვალეს“ ხდის.

ოკეანის მრავალმიზნობრივი სისტემა „პოსეიდონი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: „პოსეიდონების“ მესამე მზიდი - რა არის ცნობილი „ულიანოვსკზე“

სპეციალისტების შეფასებით, უახლესი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ შეიარაღებაში 2027 წელზე ადრე არ შევა. მისი საბრძოლო პოტენციალი არ არის გათვალისწინებული 2026 წლის 5 თებერვლამდე გახანგრძლივებულ რუსულ-ამერიკულ СНВ-3-ის შეთანხმებაში.

უნიკალური კონსტრუქცია

ტრადიციული ფრთოსანი რაკეტა წარმოადგენს ჩვეულებრივ ან ბირთვულ ქობინს რეაქტიული ძრავით და მოქმედების შუზღუდული რადიუსით. მაგალითად, თუ „ტომაგავკის“ ბორტზე არსებული საწვავი მას 2500 კმ მანძილის გაფრენის საშუალებას აძლევს, ბირთვული ძრავის მქონე რაკეტა ათობით ათას კილომეტრს დაფარავს, კვალის დატოვების გარეშე. ,

„ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები მას სტრატეგიული დანიშნულების იარაღად აქცევს. სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების დანიშნულება მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებაა ზუსტი კოორდინატების მონიშვნით. რთულ ტრაექტორიაზე ხანგრძლივი ფრენის შემდეგ სამიზნის წარმატებით გასანადგურებლად „ბურევესტნიკს“ მართვისა და თვითდამიზნების კომბინირებული სისტემა ესაჭიროება თანამგზავრული და ინერციული ნავიგაციის საფუძველზე.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ

ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსან რაკეტას შეუძლია სამიზნეზე ნებისმიერი ტრაექტორიიდან გავიდეს - შეზღუდვის გარეშე (პლანეტის მასშტაბით), და დარჩეს ჰაერში რამდენიმე დღე-ღამისა თუ თვის განმავლობაში.

„ბურევესტნიკი“ შეკავების ინსტრუმენტი, შურისძიების იარაღია, რომლის შექმნაც რუსეთმა მოახერხა. შევნიშნავთ, აშშ-ში გასული საუკუნის შუა წლებიდან ცდილობდნენ შეექმნათ რაღაც მსგავსი (პროექტები Nuclear Energy for the Propulsion of Aircraft, Atomic Energy Commission, Aircraft Nuclear Propulsion). 

უსაფრთხოების სისტემა

მოუხელთებელი „ბურევესტნიკი“ ისეა მოწყობილი, რომ მისი გამოყენების შესახებ მოწინააღმდეგეს შეუძლია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეიტყოს, როდესაც უეცრად რომელიმე მსხვილი სამხედრო ობიექტი ან მეგაპოლისი გაქრება.

ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთის სტრატეგიული სიშორის შეიარაღების პერსპექტიული სისტემებით და შემთხვევითი არ არის, რომ ჯო ზეფ ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია ოპერატიულად წავიდა შეთანხმება СНВ-3 -ის გახანგრძლივებაზე, ყოველგვარი შეუსრულებადი პირობის გარეშე.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

დღეისათვის რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტროლის მექანიზმი დარღვეული არ არის და ეს კარგია. პერსპექტივაში განიხილება უსაფრთხოების სისტემის განვითარების სხვადასხვა ვარიანტები. რუსეთსა და აშშ-ს შორის მომავალმა შეთანხმებებმა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ შესაძლოა მოიცვას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, არაბირთვული აღჭურვილობის მაღალი სიზუსტის შეიარაღება, კიბერშეიარაღება და შეიარაღება კოსმოსში.

რუსეთის დუმის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმირ შამანოვმა 27 იანვარს განაცხადა, რომ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ახალი სახეობები შესაძლოა შევიდეს სტრატეგიული შემთევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში (СНВ-3) შემდგომი მოლაპარაკებებისას.

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

მეორე მხრივ, სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს შეუძლია ჰიპერბგერითი სისტემა „ავანგარდი“ გაიღოს მსხვერპლად, მაგრამ ვერასდროს შეძლებს შეიტანის შეთანხმებაშ ყველა ახალი, ჰიპერბგერითი და ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ასეა თუ ისე, „კომპრომისების“ სიაში „ბურევესტინიკი“ დიდი ალბათობით არასდროს მოხვდება.

СНВ-3-ის გახანგრძლივების გადაჭარბებით შეფასება არ ღირს, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების პერსპექტივები არაერთმნიშვნელოვანია. შეთანხმების გახანგრძლივებით ამერიკელები არაფერს კარგავენ და მომავალში შეუძლიათ პოზიცია შეიცვალონ - ოპერატიულად გავიდნენ СНВ-3-დან დოკუმენტის მესამე მუხლის თანახმად. ვაშნგტონი სხვადასხვა მოხსენებებსა და პროგრამებში რუსეთს სამხედრო მოწინააღმდეგედ და აშშ-ს მტრად მოიხსენიებს. ნატოს ქვეყნები „რუსეთის აგრესიული ქმდებებისთვის“ წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან, განაგრძობენ თამაშს წესების გარეშე, რაც, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, „კრიტიკულად ზრდის სამხედრო ძალის ცალმხრივად გამოყენების რისკებს და ახალი ცხელი წერტილების გაჩენის საფრთხეს ამრავლებს პლანეტაზე“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0