მიმოხილვა: ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსულ სისტემებს მეოთხე ქვეყანა იძენს

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკში С-400 „ტრიუმფი“
 С-400 „ტრიუმფი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის შემდეგ სისტემა С-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას რუსეთისგან ბელარუსი აპირებს. შეძენის პროცესში არიან ერაყი, კატარი და მაროკო.

ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-მაიორმა იგორ გოლუბმა 14 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები უახლესი С-400 „ტრიუმფით“ გადაიარაღდება, რომლებიც სპეციალურად შემუშავდა აშშ-ის მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-22-ისა და F-35-ის საბრძოლო შესაძლებლობების გათვალისწინებით (ნატო ევროპაში ასობით F-35-ის განთავსებას გეგმავს).

Су-25  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროკავშირის სანქციები ბელარუსში და სამხედრო თვითმფრინავების რემონტი

გარდა ამისა, ჯარებში მიმდინარეობს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-C-ის“ ათვისებაზე პრეკონტრაქტული მუშაობა. გაფორმებულია კონტრაქტები მრავალმიზნობრივი მოიერიშე ვერტმფრენ МИ-35-ისა და გამანადგურებელ СУ-30СМ-ის მიწოდებაზე. ბელარუსის ჯარები 2021 წელს შეიარაღებაში მიიღებს ახალ რადარებსაც. დასავლეთის სანქციებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო ბელარუსისთვის რუსეთი იარაღის უალტერნატივო მიმწოდებელია.

ოპტიმისტური დინამიკა

რუსეთთან აქტიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წყალობით, მსოფლიოს ორმოცდაათი ქვეყანა, მათ შორის დსთ-ს წევრები, საკუთარ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავენ. უცხოელი სპეციალისტები თავდაცვის უნარიანობისთვის უფრო მეტად ეფექტურ ინსტრუმენტებად რუსული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებსა და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიჩნევენ.

ჩინეთი С-400 „ტრიუმფის“ პირველი უცხოელი დამკვეთი იყო. რუსეთ-ჩინეთის კონტრაქტის შესახებმ რომელიც ორი С-400-ის ორი საპოლკო კომპლექტის შეძენას ეხებოდა, 2014 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ

ერთი კომპლექტის შემადგენლობაში შედის მობილური საკომანდო პუნქტი, გამშვები დანადგარების ორი დივიზიონი, რადიოლოკაციური სადგურები და 120-ზე მეტი ორი ტიპის უახლესი მართვადი რაკეტა.

ჩინელმა სპეციალისტებმა „ტრიუმფებიდან“ პირველი წარმატებული სროლები 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა და დაახლოებით 250 კმ მანძილზე ბალისტიკური სამიზნე დააზიანა, რომელიც წამში 3000 კმ სიჩქარით მიფრინავდა.

С-400-ის სისტემის მეორე საპოლკო კომპლექტი ჩინეთმა 2019 წლის დეკემბერში მიიღო. რუსული „ტრიუმფების“ ძირითად უპირატესობად ჩინეთში მოქმედების 400 კმ მანძილი (რისი უნარიც მსოფლიოში „მიწა-ჰაერის“ სისტემის არცერთ სარაკეტო სისტემას არ აქვს), მოწინააღმდეგის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავების განადგურებისა და შორი დისტანციიდან შპიონაჟის უნარი მიაჩნიათ. С-400-ის სისტემები ჩინეთს ქვეყნის სადავო და პერიფერიული რაიონების საიმედოდ გაკონტროლების საშუალებას აძლევს.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

რუსეთი და თურქეთი С-400 „ტრიუმფის“ მიწოდებაზე 2017 წელს შეთანხმდნენ. კონტრაქტის ფასი 2,5 მლრდ დოლარია. ამან სერიოზული კრიზისი გამოიწვია ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში. ვაშინგტონი, ემუქრებოდა რა თურქეთს სანქციებითა და ამერიკული გამანადგურებლების, F-35-ის პროგრამიდან ამოღებით, ანკარისგან შეთანხმებაზე უარის თქმასა და მხოლოდ ამერიკული Patriot-ების შეძენას მოითხოვდა. ანკარამ არ შეასრუ;ა აშშ-ის ულტიმატური მოთხოვნა და 2019 წლის ზაფხულში С-400-ების ოთხი დივიზიონი მიიღო (პირველი კომპლექტი). თურქეთი მეორე კომპლექტის შეძენასაც აპირებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის შესაქმნელად. ანკარის მახლობლად განთავსებულმა სისტემა С-400-მა გამოცდის დროს 600 კმ დაშორებით აღმოაჩინა გამანადგურებელი F-16 Fighting Falcon-ი. თურქეთისთვის С-400-ის მეორე კომპლექტის მიწოდებაზე პრინციპული შეთანხმება 2020 წლის ივნისში შედგა.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ვინ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500-ის შეძენას

ინდოეთმა 5,43 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი С-400-ს ხუთი საპოლკო კომპლექტის მიწოდებაზე 2018 წლის ოქტომბერში გააფორმა. გამოცემა The Times of India-ს ინფორმაციით, რუსული „ტრიუნფები“ ინდოეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში განთავსდება - ჩინეტისა და პაკისტანის მხრიდან საფრთხეების სპექტრის გათვალისწინებით. სისტემის საბრძოლო გამოყენების შესასწავლად ასი ინდოელი სპეციალისტი რუსეთში 2021 წლის იანვრის ბოლომდე ჩავა. „ტრიუმფის“ პირველი საპოლკო კომპლექტის შეიარაღებაში მიღებას ინდოეთი 2021 წლის ბოლომდე გეგმავს. რუსეთი ხუთივე კომპლექტის მიწოდებას 2025 წლამდე აპირებს.

ტრიუმფალური პერსპექტივები

„ტრიუმფის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ: მაროკო, კატარი, ერაყი. მანამდე დაინტერესება გამოხატეს ალჟირმა, ვიეტნამმა, ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ გტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი კანონის თანახმად ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა შესაძლებელი, უცხოური მოთხოვნა ექსპორტიორის შეთავაზებებს აჭარბებს.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რატომ გეგმავს ალჟირი რუსული Су-57-ის შეძენას

„ტრიუმფის“ მნიშვნელოვანი უპირატესობებია რადიოლოკაციური სადგურის წრიული ხედვა და რაკეტების ოთხი ტიპის გამოყენების მოქნილობა. სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენება ჰიპერბგერითი სამიზნეების, საბრძოლო ავიაციის, დრონების, ფრთოსანი, ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად განადგურების საშუალებას იძლევა 5-დან 30 მეტრამდე სიმაღლისა და 400-დან ორი ათას კმ-მდე სიშორის დიაპაზონში. „ტრიუმფის“ ერთ ბატარეას შეუძლია 72 დამიზნებული რაკეტა ჰქონდეს და ერთდროულად დაცხრილოს წამში 4800 მ სიჩქარით მოძრავი 36 სამიზნე. С-400-ს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ინტეგრირება და რადიოლოკაციური ბრძოლის ნებისმიერ პირობებში სხვადასხვა სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ქსელის მართვა.

ამასთან, 2021 წელს რუსული არმია რევოლუციურ სისტემა С-500-საც მიიღებს, რომელსაც 200 კმ-მდე სიმაღლეზე ბრძოლის უნარი ექნება. ასე რომ, დროა, რუსეთის პარტნიორებმა ახალი რიგი დაიკავონ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0