მიმოხილვა: როგორი იქნება რუსეთის ახალი სამხედრო–საჰაერო იარაღი

© photo : photo: courtesy of Ministry of Defense of the Russian Federationშორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА)
შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА) - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრატეგიული რაკეტმზიდები Ту-160 და Ту-95 ჯერჯერობით რუსეთის ბირთვული ტრიადის მთავარ საჰაერო არგუმენტად რჩება, თუმცა მიუხედავად მუდმივი მოდერნიზაციისა, მათი რესურსი შეზღუდულია

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამ მანქანებს შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА) ჩაანაცვლებს. თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა მისი იერსახე, ძრავას გამოცდას კი 2021 წელს შეუდგებიან. 

მფრინავი ფრთა

თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ПАК ДА შეიარაღებული ძალების ნაწილი მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდება, ანუ 2027 წლის ბოლომდე. სამხედროებმა ახალი თვითმფრინავის ესკიზი დაამტკიცეს, შეათანხმეს მისი მახასიათებლები და ხელი მოაწერეს წარმოებისთვის აუცილებელ ყველა საკონტრაქტო დოკუმენტს.

სამხედრო სწავლება - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსეთი საბრძოლო ტაქტიკას ცვლის – ჯერი დრონებზეა

ბომბდამშენის საცდელი ნიმუშის მშენებლობის დაწყებაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა, დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მისთვის პირველი ძრავა აეწყო.

პარალელურად კიდევ რამდენიმე ძრავას აწყობენ - მათ გამოცდიან როგორც სტენდზე, ისე მფრინავ ლაბორატორიაში.

პროექტი გასაიდუმლოებულია, ჯერ ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ პერსპექტიულ თვითმფრინავში ფართოდ გამოიყენეს ე.წ. სტელსტექნოლოგიები. უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავები გაზრდიან ფრენის ხანგრძლივობას 30 საათამდე (Ту-160-ის არის — 25).

კონსტრუქტორებმა ფიუზელაჟის სხვა სქემა აირჩიეს - ПАК ДА იქმნება „მფრინავი ფრთის“ პრინციპით. ეს გაზრდის საბრძოლო შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს მანევრირების უნარს. როგორც „რია ნოვოსტის“ დამსახურებულმა სამხედრო მფრინავმა ვლადიმირ პოპოვმა განუცხადა, ასეთი აღჭურვილობით ის ნაკლებად შესამჩნევიც უნდა იყოს.

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს>>

„ფიუზელაჟი, როგორც ასეთი, არ არსებობს, დატვირთვა გადანაწილებულია ფრთაზე თანაბრად, - ამბობს იგი, - ჩამოსაკიდი მოწყობილობა არ იქნება, ფრთის ფართო უკანა ნაწილი დაფარავს ცხელ გამონაბოლქვ აირებს. გარდა ამისა, კონსტრუქცია მეტი საწვავის, საბრძოლო მასალისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობის ზიდვის შესაძლებლობას იძლევა“.

გაუმჯობესებული „შიგთავსი“

ПАК ДА აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ელექტრონიკით.

საბრძოლო ტექნიკის გადაცემა შინაგანი ჯარებისთვის - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რით შეაიარაღეს მედესანტეები რუსეთში

 „ადრეც ასე იყო, ჩვენი „სტრატეგი“ Ту-95 უკვე ნახევარი საუკუნისაა, მაგრამ დღემდე ართმევს თავს მის წინაშე მდგარ ამოცანებს“, - ხაზი გაუსვა პოპოვმა. ელექტრონული აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემები მნიშვნელოვნად გაზრდის მანევრირების უნარს და გაამარტივებს თვითმფრინავის მართვას.

„ინგლისელებს თავის დროზე ჰქონდათ სტრატეგიული ბომბდამშენი „ვულკანი“, აგებული „მფრინავი ფრთის“ სქემით, - აღნიშნავს პოპოვი. - მაგრამ მასზე უარი თქვეს - მათ შორის, მართვის სირთულის გამო. მაშინ ხომ მხოლოდ ხელით მართვა იყო შესაძლებელი. ПАК ДА-ზე კი ბევრ ოპერაციას ავტომატიკა შეასრულებს“.

ფიუზელაჟის დამზადებისას იყენებენ უახლეს შენადნობებსა და კომპოზიტებს. ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა ნაკლებად შესამჩნევი და უფრო მყარი საავიაციო მასალების სფეროში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა ჰაერში რამდენიმე ასეული ტონა ლითონის აწევა, მასთან ერთად ფრენა, მანევრირება და დიდი დატვირთვის გაძლება.

მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ>>

ამავდროულად, როგორც ექსპერტები არიან დარწმუნებული, პერსპექტიული ბომბდამშენი, დიდი ალბათობით, ქვებგერითი იქნება, დაახლოებით ათას კმ/სთ კრეისერულ სიჩქარეს განავითარებს, მაქსიმალურს კი - თითქმის ბგერის სიჩქარეს.

„მფრინავი ფრთის“ დიდი ფართობი დაბალ სიმაღლეზე მოქმედებისა და ხმელეთთან ახლოს მანევრირების შესაძლებლობას იძლევა, 20 კილომეტრის სიმაღლეზე კი ფრთა შექმნის საკმარის ასაწევ ძალას. ბომბდამშენი შეძლებს მაქსიმალურად დაბლა ფრენას, მოულოდნელი დარტყმის მიყენებას, ასევე სტრატოსფერული ეშელონებიდან მოწინააღმდეგის წარმატებით შეტევას“.

ქობინიანი რაკეტა შახტში - Sputnik საქართველო
წლის წვრთნები: როგორ მუშაობს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები

ცივი ომის ვეტერანები

თუმცა პერსპექტიული „სტრატეგის“ სერიულ წარმოებასა და ჯარისთვის მის მასობრივ მიწოდებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერჯერობით გრძელდება დროით გამოცდილი რაკეტმზიდების სრულყოფა. 2021 წელს უნდა დაიწყოს საჰაერო-კოსმოსურ ძალებში მოდერნიზებული ბომბდამშენების - Ту-160М-ის მიწოდება. უახლოეს შვიდ წელიწადში ასეთი მანქანების ავიაპარკი ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება.

განახლებულ „თეთრ გედებს“ ქმნიან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და მსხვილი ზებგერითი თვითმფრინავების Ту-160-ის საფუძველზე, რომლებიც ამერიკული ზებგერითი ბომბდამშენების B-1 Lancer-ის საპასუხოდ 1970-იან წლებში შეიმუშავეს. 1992 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებში 35 ასეთი მანქანა იყო. კავშირის დაშლის შემდეგ 19 უკრაინას დარჩა. რუსეთში მხოლოდ 8-ის დაბრუნება მოხერხდა. დანარჩენი კიევმა გაანადგურა.

რუსეთში Ту-160-ის წარმოების განახლების პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პირველი საცდელი რაკეტმზიდი გასული წლის თებერვალში აფრინდა. ყველა მომდევნო თვითმფრინავის აგებას ნულიდან დაიწყებენ. ისინი მიიღებენ ახალ НК-32-02 ძრავებს, რომლებიც ფრენის მანძილს ათასი კილომეტრით ზრდიან. შემუშავებულია ასევე თანამედროვე საბორტე სისტემები, კონტროლისა და ნავიგაციის მექანიზმები, შეიარაღების მართვის სისტემა.

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო
კონფრონტაციის საფრთხე: რუსეთის ელჩი ევროპაში ჰიპერბგერით რაკეტებზე კომენტარს აკეთებს

სტრატეგიული ავიაციის კიდევ ერთი „ხანდაზმული წევრი“ - ბომბდამშენი Ту-95-ია. „დათვი“, როგორც მას ნატოში შეარქვეს, 1950-იანების შუა წლებიდან ამუშავდა. მოდერნიზებულ Ту-95МС-ს 1981 წლიდან უშვებენ - ეს მსოფლიოში ერთადერთი და ყველაზე ჩქაროსნული ტურბოვინტული თვითმფრინავია. რაკეტმზიდის მაქსიმალური სიჩქარე 830 კმ/სთ-ია. ბორტით შეუძლია 20 ტონაზე მეტი საბრძოლო ტვირთის ზიდვა ათი ათასი კილომეტრის მანძილზე.

ზაფხულში მოდერნიზებულმა „დათვმა“ Ту-95МСМ-მა პირველი ფრენა შეასრულა. Ту-95 აღიჭურვება შეიარაღების მოწინავე კომპლექსებით და საბორტო მოწყობილობით. თვითმფრინავი მიიღებს კიდევ უფრო მძლავრ ძალოვან დანადგარებს გაზრდილი რესურსით. მისი შემქმნელების ინფორმაციით, Ту-95-ის საბრძოლო მახასიათებლები მოდერნიზების შემდეგ ორჯერ გაიზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0