05:55 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
838 0 0

აზერბაიჯანის არმიის არსენალი გვაიძულებს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ შეიარაღების ეფექტური გამოყენების, სამხედრო სპეციალისტების მომზადების ხარისხის, ჯარების ტაქტიკური და ოპერატიული წვრთნის დონის შესახებ.

აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღში 44 დღიანი საომარი მოქმედებების დროს უფრო ეფექტურად და შედეგიანად იყენებდა ბელარუსული და რუსული წარმოების იარაღს – არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, ტანკებს და საბჭოთა კავშირის დროინდელი არსენალიდან საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსაც კი. თურქული და ისრაელური დრონები ეხმარებოდა არტილერიას, ხელს უწყობდა სადაზვერვო–შემტევი კონტურის ფორმირებას, იძლეოდა ბევრ ვიდეომასალას მოწინააღმდეგის საბრძოლო სულის გასანადგურებლად და მიუხედავად ამისა, სამხედრო–საომარ მოქმედებებში წარმატება მათი დამსახურება მაინც არ იყო.

ბაქოში 10 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც მთიან ყარაბაღში გამარჯვებას მიეძღვნა. აღლუმზე გამოიყვანეს დაახლოებით 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, თანამედროვე, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს შეიარაღებაში. აქედან შესამჩნევად ბევრი იყო ბელორუსული და რუსული წარმოების თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსები. თანამედროვე ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების, მძიმე ცეცხლმსროლელი სისტემების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ფონზე რაღაცნაირად გამომწვევადაც კი გამოიყურებოდა საპატიო ასაკის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი „ოსა“ და „შილკა“ — 1970-იანი წლების ნიმუშები. ამასთან ეს სწორი „ოს–ები“ იყო — ბორტზე ვარსკვლავებით, რომლებიც განადგურებული საჰაერო სამიზნეების რაოდენობას ასახავდა.

წარმოდგენილი იყო თურქული წარმოების ბორბლიანი ჯავშანმანქანებიც. მაგრამ თავისუფლების მოედანზე მაყურებელმა ასევე დაინახა ავტომობილები „უაზი“, „ურალი“, „კამაზი“. აღლუმის ბოლოს ბაქოს გამანადგურებელმა მიგ–29–ბმა, მოიერიშე სუ–25–ბმა და სამხედრო–სატრანსპორტო ვერტმფრენებმა — „მი–35–ბმა“ და „მი–17–ბმა“ გადაუფრინეს.

აზერბაიჯანის არმიის სააღლუმო არსენალი გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ შეიარაღების ეფექტური გამოყენების, სამხედრო სპეციალისტების მომზადების ხარისხის, ჯარების ტაქტიკური და ოპერატიული წვრთნის დონეის შესახებ. აზერბაიჯანის არმიას შეიარაღების ხარისხში აშკარა უპირატესობა არ ჰქონია, ხოლო რაოდენობა ობიექტურად შემოიფარგლებოდა საბრძოლო მოქმედებების თეატრით.

ეფექტური აფგრეიდი

იარაღის გონივრულად ფლობა არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე „რკინის“ ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები. ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ისრაელის წარმოების ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი LORA მხოლოდ ერთხელ გამოიყენა – მდინარე აკარზე გადებულ ხიდზე. სამაგიეროდ „ოსას“ ბორტებზე აშკარად ჩანს ვარსკვლავები, რომლებიც განადგურებული სომხური დრონების რაოდენობას ასახავს (20–ზე მეტი). კონკრეტულ ოპერაციაში მოდერნიზებული და შედარებით იაფი „ოს-ები“ ბევრად ეფექტური გამოდგა, ვიდრე უახლესი LORA, რომელთაგან თითოეული 100 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო მისი თითოეული რაკეტა კიდევ 1,5 მილიონი.

მაგალითი შემთხვევითი არ არის. სომხური მხარის „ოს-ებმა“ საბრძოლო ვითარებაში არც თუ ისე კარგად წარმოაჩინეს თავი. ბაირახტარის ტიპის დრონები მათ იოლად პოულობდა და ანადგურებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით კი უნდა ყოფილიყო.

ბაქოს მონაცემებით განადგურებულია 40 ერთეული „ოსა“, ხუთი ერთეული „ტორი“, ოთხი ერთეული „კუბი“, 14 საზენიტო „ზასტავა“. ძნელი სათქმელია, რა არის აქ უფრო მეტი — მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობა, თუ საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება.

არ შევეხებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ბრიგადების განსწავლულობას, მაგრამ შევნიშნავთ, რომ აზერბაიჯანულმა „ოს-ებმა“ მანამდე მოდერნიზაცია გაიარეს ბელორუსული საწარმო „ტეტრაედრის“ დახმარებით და სრულიად ახალი ხარისხი შეიძინეს. ბელარუსმა სპეციალისტებმა დახვეწეს ელექტრონიკა და საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი უფრო შორ მანძილზე შემტევი გახადეს — რაკეტა Т382 სამიზნეს დაახლოებით 20 კილომეტრზე ანადგურეს 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე. ამასთან ბელარუსებმა ანალოგიური აფგრეიდი სომხურ მხარესაც შესთავაზეს, მაგრამ ერევანმა ეკონომიის გაწევა გადაწყვიტა.

აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ტექნოლოგიური ბალანსის გასაგებად მთიან ყარაბაღში, შეგახსენებთ: სომხეთი მსოფლიოში პირველი იმპორტიორია ოთხი რუსული სარაკეტო კომპლექს–ისკანდერისა, შეძენილი აქვს 12 გამანადგურებელი „СУ–30СМ“ (ჯერ–ჯერობით მიღებული აქვს ოთხი). სისტემა ТОС–1А, ცეცხლმფრქვევები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (СМЕРЧ), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები 9М113М. ერევანი რუსულ იარაღს შეღავათიანი ფასებით იღებს და თითქოს მისი არსენალი არ მოასწავებდა ესოდენ გამანადგურებელ მარცხს შედარებით ხანმოკლე საომარ კონფლიქტში.

თურქული ფაქტორი

ერევანისთვის საიდუმლო არ ყოფილა აზერბაიჯან–თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება „ურღვევი ძმობა“, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდებოდა და მოიცავად არა მარტო ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, არამედ განჯის, კურდამირის, ევლახისა და მთიან ყარაბაღთან ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებსაც. საჭირო იყო მანამდე მოემზადებინათ სისტემური პასუხი.

შევნიშნავთ, რომ რუსეთს აზერბაიჯანი არ „ზეშეუიარაღებია“, მიაწოდა რა მას (როგორც დსთ–ს სხვა ქვეყნებსაც) რამდენიმე წლით ადრე 100 ტანკი, 18 თვითმავალი ჰაუბიცა 152 მმ კალიბრით, 120 კალიბრიანი 18 თვითმავალი „ვენა“, 18 საბრძოლ ომანქანა „სმერჩი“ და 24 მძიმე ცეცხლმფრვევი სისტემა. ბელორუსმა პარტნიორებმა ასევე გამჭვირვალედ მიჰყიდეს ბაქოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „პოლონეზი“.

და მაინც, მოწინააღმდეგეზე გამარჯვება გენერალური შტაბის გეგმებში იჭედება ომამდე კარგა ხნით ადრე. როდესაც ყარაბაღის თავზე 27 სექტემბერს ისრაელური და თურქული დრონები გამოჩნდა და არტილერია აგუგუნდა, ეს მრავალწლიანი კონფლიქტის განვითარების ერთ–ერთი ალბათობა იყო. სომხური მხარე საამისოდ მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო. შემდგომმა საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანი ოპერაციისთვის სომხეთზე უკეთ მოემზადა. აზერბაიჯანული ჯარები ჯიუტად ეძებდნენ და პოულობდნენ სუსტ წერტილებს მოწინააღმდეგის თავდაცვაში. სომხური მხარის ლოგისტიკა, ზურგი და მთელი სამხედრო ორგანიზაცია დაბალ სიმაღლეზე აღმოჩნდა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები