ესკალაცია ყარაბაღში: ფეიკების საინფორმაციო ომი და მათი უარყოფა

© REUTERS / Armenian unified info centreСу-25-ის ნამსხვრევები მთიან ყარაბაღში
Су-25-ის  ნამსხვრევები მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტრპროპაგანდა ომში ტრადიციულად გამოიყენება მოწინააღმდეგის დემორალიზაციისთვის — მტრის დანაკარგების გადაჭარბებითა და საკუთარი წარმატებების ჰიპერტროფირებული წარმოსახვის მეთოდით.

და მაინც, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის, უპრეცედენტო რაოდენობის შეტყობინებით გამოირჩევა — ერთი მხარის თითოეულ ცნობას მაშინვე მოსდევს მეორე მხარის უარყოფა. ეს საერთაშორისო დამკვირვებლებს ვითარებისანალიზს ურთულებს და ბაქოსა და ერევნის ნებისმიერი ოფიციალური განცხადების მიმართ უნდობლობას იწვევს.

ბრძოლები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
ბრძოლები ყარაბაღში: ბაქომ და ერევანმა მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ანგარიშები წარმოადგინეს

საეჭვო ციფრები, ფაქტები, ბუნდოვანი ეპიზოდები საბრძოლო მოქმედებების დღეებში უზარმაზარი რაოდენობით დაგროვდა. მაგალითად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ 49 აზერბაიჯანული დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც მხოლოდ ერთი უპილოტო აპარატის ნამსხვრევებია აღბეჭდილი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 18 სომხური დრონი, 80 ტანკი და პირადი შემადგენლობის მტელი პოლკი (დაახლოებით ორი ათასი კაცი) გაანადგურა.

სამხედრო–პოლიტიკური ტურბულენტობის გასული ათწლეულის განმავლობაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუ ბლიკის ზონაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბრძოლო ვითარებაში სულ დაახლოებით 20 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგეს. სომხური პოლკის სწრაფად განადგურებას კი, რომლის პოზიციაც ფრონტზე არერთ კილომეტრს იკავებს, მასობრივი განადგურების იარაღი სჭირდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყებოდა 790 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის განადგურების თაობაზე.  ეს რომ რეალური დანაკარგები იყოს, ასეთი ტემპებით ორი არმია არ იქნებოდა ზამთრამდე საკმარისი. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებებით, აზერბაიჯანელებს მობილიზაციამდე 65–დან 126 ათასამდე „ხიშტი“ ჰყავდათ, ხოლო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ჯარებში — 65 ათასამდე მოქმედი სამხედრო იყო.

გამანადგურებელი F-16 მოიერიშე Су-25–ის წინააღმდეგ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 სექტემბერს თურქეთის სამხედრო ძალების გამანადგურებელი F-16 ჰაერში აზრბაიჯანის აეროდრომ გიანჯიდან აფრინდა და სომხური მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო ვარდენისის რაიონში. დაიღუპა მფრინავი, მაიორი ვალერი დანელინი. გამოქვეყნდა თვითმფრინავის ნამსხვრევების ფოტო, რომლის მიხედვითაც ძნელია კატასტროფის მიზეზების დადგენა. სომხეთის სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ ბრძოლებში თურქული ძალების ჩართულობის უფრო სრულ მტკიცებულებებს წარმოადგენს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი უკვე უარყვეს ინფორმაცია ავიაშეტევის შესახებ. ბაქოში აღნიშნეს, რომ საერთოდ არ იყენებენ საბრძოლო ავიაციას.

ბაქო და ერევანი ერთნაირად არიან მზად ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, რისთვისაც გამოიყენებენ მაღალი სიმძლავრის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და ისკანდერებს, შემტევ ავიაციასა და უპილოტო საფრენ აპარატებს - Sputnik საქართველო
სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ იბრძვიან ყარაბაღისთვის – ბრძოლა ფოტოებზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის მონაცემებით, ორი სომხური Су-25 მთას შეეჯახა და იმიტომ აფეთქდა. ასეთი რამ ადრეს მომხდარა ცუსი ხედვადობის პირობებში — როგორც სომხეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც. თვითმფრინავი შეიძლებოდა ტექნიკური ცვეთის გამოც ჩამოვარდნილიყო და სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შემთხვევითი ცეცხლის გამოც. ხოლო თუ სომხური Су-25 მოწინააღმდეგემ ჩამოაგდო, მაშინ როგორ განსაზღვრეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა თურქული F-16–ის კურსი და რატომ არ მიიტანეს საპასუხო დარტყმა, თუნდაც გიანჯის აეროდრომზე? ეს ყველაფერი ძალიან არამწყობრად გამოიყურება ჯერჯერობით.

30 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს აზერბაიჯანის წინააღმდეგ Су-30СМ–სა და „ისკანდერის“ გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.

რუსეთი და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მოუწოდებენ ბაქოსა და ერევანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტომ ცეცხლი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 სექტემბერს ფაშინიანთან საუბრისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების გამო და ყურადღება გაამახვილა დეესკალაციის აუცილებლობაზე. აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარს კი პუტინი აუცილებლობის შემთხვევაში გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0