02:20 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ალჟირი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით, ისწრაფვის გახდეს მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57-ის პირველი ექსპორტიორი.

როგორც ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური გამოცემა The Military Watch Magazine იუწყება, „მიგების“ მოძველებული პარკის გასაახლებლად ალჟირმა რუსეთს Су-57-ები და სხვა ავიატექნიკა დაუკვეთა. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორმა დმიტრი შუგაევმა ამ დღეებში მოლაპარაკებები გამართა ალჟირელ კოლეგებთან, რა დროსაც მათ 15 Су-57Э-ს მიწოდების დეტალები განიხილეს.

ალჟირის სამხედრო ახალი ამბების საიტი Menadefence გასული წლის დეკემბერში წერდა, რომ ალჟირმა რუსული წარმოების უახლესი გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების შესახებ კონტრაქტებს მოაწერა ხელი. პრინციპული გადაწყვეტილება 2019 წლის ზაფხულში იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ალჟირის დელეგაცია რუსეთის ავიასალონ МАКС-ს ეწვია. მიწოდებების დასრულება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, რაც ალჟირის სამხედრო-საჰაერო ძალებს ერთ ესკადრილიაში Су-57, Су-35, МиГ-29М2-ების (14–14 ერთეული) და ასევე ორი Су-30МКА-ს და 14 ბომბდამშენი Су-34-ის შეყვანის შესაძლებლობას მისცემს.

რეგიონული მეზობლების სამხედრო-საჰაერო ძალების გეგმური სწავლებების გაძლიერების ფონზე ალჟირის სწრაფვა გასაგებია — ქვეყანას სურს, რომ შეიარაღებაში მეხუთე თაობის უჩინარი საჰაერო ხომალდები ჰყავდეს.

ალჟირულ–რუსული კონტრაქტების საერთო ღირებულება საბრძოლო ავიაციის სექტორში, სხვადასხვა მონაცემებით, 2-დან 6 მილიარდამდე აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახური ინფორმაციას Су-57-ების ალჟირისთვის მიწოდების თაობაზე არც ადასტურებს და არც უარყოფს. მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. უწყების პრეს-მდივანმა მარია ვორობიოვამ საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ АРМИЯ-2020-ზე განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნისგან ოფიციალური განაცხადია მიღებული რუსული Су-57-ის შესყიდვაზე.

რუსული თვითმფრინავებისა და განადგურების საშუალებების წყალობით ალჟირის სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე განვითარებულად, დაბალანსებულად და მძლავრად მიიჩნევა აფრიკის კონტინენტზე.

ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების საფუძველს შეადგენს: 45 ერთეული მძიმე გამანადგურებელი Су-30МКА (4+ თაობა), რომლებსაც საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების ფართო სპექტრის წარმატებით განადგურების უნარი აქვს დიდი სიშორის რაკეტებით; Су-30-ები, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტა Х-31-ის გამოყენება შეუძლია (3 მახზე მეტი სიჩქარე); გამანადგურებელ МиГ-29-ის და 36 ბომბდამშენ Су-24М-ის ოთხი ესკადრილია.

საიმედო გარანტიები

ალჟირის არჩევანი რუსული იარაღის სასარგებლოდ შემთხვევითი არ არის. Су-57 ყველა პარამეტრით ჯაბნის უცხოურ ანალოგებს და მას რეკლამა არ სჭირდება. ამრეკლი ზედაპირი საბრძოლო ვითარებაში Су-57-ს უჩინარს ხდის მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურებისთვის. მას აქვს გაწევის სამგანზომილებიანი ვექტორი, რადიოლოკაციური სადგური და „ჭკვიანი გარსი“, სამიზნის აღმომჩენი უნიკალური ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა.

რუსულ გამანადგურებელს შეუძლია: საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა 400 კმ დაშორებით, 62 ობიექტის გაცილება, ზებგერითი სიჩქარის განვითარება უფორსაჟო რეჟიმში, 14 ტიპის შეიარაღების ტარება.

Су-57-ს აქვს საბრძოლო დატვირთვისა და საკუთარი მასის რეკორდული თანაფარდობა. ამ მაჩვენებლით მას ანალოგი არ აქვს მეხუთე თაობის სხვა თვითმფრინავებს შორის. საბრძოლო რადიუსი — 5 500 კმ, სარაკეტო შეიარაღება წარმატებით შემოწმდა სირიაში საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს. ჰიპოთეტურ ბრძოლაში Су-57-ს შეუძლია უფრო ადრე აღმოაჩინოს და გაანადგუროს უჩინარი F-22 და F-35.

The Military Watch Magazine ასევე წერს „ჰაერი–ჰაერის“ კლასის ახალი რუსული რაკეტა К-77-ის შესახებ, რომელიც სპეციალურად Су-57-სთვის შეიქმნა. გამოცემის მონაცემებით, ძალიან კომპაქტურ და ძალიან საშიშ რაკეტა К-77-ს აქვს 193 კილომეტრიანი მოქმედების არე. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკულ რაკეტა AIM-120D-ს (180 კმ) აქვს. მთავარი კი ისაა, რომ ახალი რაკეტის დიდი სიშორე მანევრირებასა და სიზუსტესთანაა თავსებადი.

К-77 უკიდურესად ეფექტურია მცირე და უძრავი სამიზნეების შემთხვევაშიც ექსტრემალურ დისტანციებზე. რაკეტის ცხვირის ნაწილში განთავსებულ რთულ რადიოლოკაციურ სისტემას შეუძლია გადალახოს „მხედველობის არის“ პრობლემა და 360 გრადუსით მოიცვას გარემო. მოწინააღმდეგის ვერც ერთი გამანადგურებელი ვერ აარიდებს თავს К-77-ს. ძალისა და სილამაზის მრისხანე შეთავსება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიას აძლევს მის მფლობელს.

დმიტრი შუგაევმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში რუსეთი საიმედო პარტნიორია.

შემთხვევითი არ არის, რომ 2020 წლის შეკვეთების პორტფელი 55 მლრდ დოლარად ფასდება (დსთ-ის ქვეყნების წილად — 2 მლრდ დოლარი), და ეს „წონა“ რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. შეკვეთების დაახლოებით 45% ავიაციაზე მოდის, დაახლოებით 15% კი — სახმელეთო ტექნიკაზე. დიდი ალბათობით, უახლოეს წლებში უნიკალურ გამანადგურებელ Су-57-ზე შეკვეთები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები