15:00 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

„როსია სეგოდნიამ“ პასუხი გასცა შეკითხვას, როდის ჩაიდინა რუსეთმა მთავარი სამხედრო დანაშაულები ევროპის ხალხთა წინააღმდეგ.

ვიქტორ მარახოვსკი

ერთი შეხედვით, თვითონ კითხვაა უცნაური. ყველაფერი ხომ აშკარაა: ბოლო საერთო ევროპული ომი 1939-1945 წლებში მოხდა. როგორც ჩანს, მაშინ საბჭოთა კავშირმა გააკეთა ყველაფერი ცუდი, რაშიც რუსეთს დაჟინებითა და უხეშად ადანაშაულებენ.

მაგრამ არა.

თუ გადავხედავთ, რას წერდა რუსეთის შესახებ წამყვანი დასავლური მედია 1945 წლის მაისში, აღმოვაჩენთ, რომ ცივილიზაციის წინაშე საბჭოთა ქვეყანას მძიმე ბრალი არ ედო. პირიქით, იქ საყოველთაო პატივი მეფობს, მადლიერება და აღტაცება წითელი არმიის ჯარისკაცების მიმართ. 

„როსია სეგოდნიას“ სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს 1945 წლის მაისის ყველა პუბლიკაცია, რომლებიც დასავლეთის მნიშვნელოვან გამოცემებში — The Times-ში (დიდი ბრიტანეთი), Le Monde-ში (საფრანგეთი) და The New York Times-ში (შეერთებული შტატები) ქვეყნდებოდა. შემდეგ კი ომში სსრკ-ის როლის შესახებ დაწერილ სტატიებსაც გადახედეს, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა იმავე გამოცემებში.

სხვაობა საოცარია.

თუ გადავხედავთ 1945 წლის გაზეთებს, ვნახავთ:

Le Monde: „დიდი რუსი მოკავშირის ღვაწლი ფასდაუდებელია: სწორედ რუსეთის მხარემ სამი წლის განმავლობაში გაუძლო პრაქტიკულად მთელ ზეწოლას ვერმახტის მხრიდან“.

9 მაისი, Times, უინსტონ ჩერჩილი: „ხვალ ჩვენ მადლიერების განსაკუთრებულ ხარკს გადავუხდით ჩვენს რუს მეგობრებს, რომელთა ოსტატობამ ბრძოლის ველზე ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა საერთო გამარჯვების საქმეში... ამ დღეს დასავლელი ხალხი სიამაყით გამოხატავს თავის პატივისცემას უძლეველი მოკავშირის, რუსეთის მიმართ, რომელმაც სიცოცხლეთა გაწირვითა და მატერიალური განადგურების ხარჯზე, საკუთარ თავზე აიღო გაერთიანებული ერების უმძიმესი ტვირთი“.

10 მაისი, NYT: „საბჭოთა პოლიტიკა რაიხში (ანუ გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე) განიხილება როგორც ლიბერალური“.

როგორც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რუსეთს მთავარი საომარი დანაშაულები ზუსტად ბოლო წლებში ჩაუდენია. 

არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. ჩერჩილის მიერ ფულტონში წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, რომელმაც რუსი მოკავშირე ევროპაზე გადაწოლილ პირქუშ ღრუბლად წარმოაჩინა, საბჭოთა კავშირი უბრალოდ ვეღარ დარჩებოდა დასავლურ სამყაროში სინათლის ძალების კოალიციის სრულუფლებიან წევრად ფაშისტური სიბნელის წინააღმდეგ. 

მაგრამ წითელი არმიის გადაქცევა გმირ-გამათავისუფლებელთა არმიიდან, რომელმაც ნაციზმს ხერხემალი გადაუტეხა, მოძალადე-დამმონებელ არმიად, ძალიან სწრაფად შეუძლებელი იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო: თითოეული თანამედროვე ხუთი წლის განმავლობაში იყო ომის მოწმე, ომის მონაწილე, ომისგან დაზარალებული. 1940-იანი, 1960-იანი და ასევე 1980-იანი წლების ფრანგები უმეტესწილად ისინი იყვნენ, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვდა გერმანული ოკუპაცია. 1970-იანი და 1980-იანი წლების ინგლისელები კი იყვნენ სწორედ ის ინგლისელები, რომლებიც წლების განმავლობაში დაძაბული დუმილით უსმენდნენ და ემალებოდნენ გერმანულ დაბომბვებსა და სარაკეტო შეტევებს.

აშშ-შიც კი, ანტიკომუნიზმის კერაში, მთავარი რუსოფობები ჰიტლერის კოლაბორაციონისტები იყვნენ, რომლებიც შურისძიებას სამყაროს ბოლოში დაემალნენ, მათ გვერდით კი ცხოვრობდა ნაციზმს გაქცეული ასობით ათასი, თუ არა მილიონობით, ებრაელი, რომელთათვისაც ოსვენციმის შტურმით ამღები საბჭოთა ჯარისკაცის დემონიზაცია მკრეხელობა იყო.

ამიტომ მსოფლიო მატიანეში „უხერხული გმირის“ — რუსი ჯარისკაცის არსებობის ატანა ათწლეულების განმავლობაში მოუხდათ, გადაჰქონდათ რა აქცენტები ნელ-ნელა და ნახევარ გრადუსობით. ომის ყოველი ახალი გადაწერა და ახალი პერსონაჟების დამატება საბრძოლო ტილოზე, წაშლა და სიღრმეში არასაჭირო სცენებისა და მოვლენების შეტანა, ყოველთვის რაიმე აქტუალურის ფონზე ხდებოდა.

1980-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ სოციალისტური პოლონეთი გახდა სისტემათა შორის მთავარი ბრძოლის არენა (პოლონელები ითხოვენ დემოკრატიას, პოლონელები აპროტესტებენ რეპრესიებს, გდანსკის ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა ნობელის პრემიას იღებს), სამხედრო ტილოზე უკანა რიგებიდან წინა პლანზე მოლოტოვ-რიბენტროპისა და კატინის პაქტი (კონვენცია) გამოიხმეს. ამასთან პოლონეთი გამოცხადდა „გერმანიის პირველ მსხვერპლად“, რამაც შესაძლოა გარკვეულწილად გააკვირვა ჩეხები და სლოვაკები, რომელთა ქვეყანაც გერმანიამ ერთი წლით ადრე პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად „ძმურად“ დაფლითა.

90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გერმანია გაერთიანდა და მკაცრად მოითხოვა საბჭოთა ჯარების გაყვანა მისი ტერიტორიიდან, ცალკე აღებული კონიუნქტურული თავიდან ამოყვინთა მაგიურმა ციფრმა „ორი მილიონი გაუპატიურებული გერმანელით“. მათში არ იყო (და არც ახლა არის) არაფერი, გარდა იდიოტური გათვლისა, რომელიც შემდეგ ცელულოიდში ჩამოისხა და ასობით წიგნსა და ათასობით სტატიაში ჩაიწერა. 

90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში, ნატოსა და ევროკავშირის მიერ ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაყლაპვითა და პოტენციურად საშიშ ადგილობრივ რუსულენოვან მოახლეობაზე ზეწოლით, დასავლურ მედიაში სასეირნოდ გამოვიდა ნარატივი დამონებული ბალტიის შესახებ.

2010 წლის მეორე ნახევარში კი, უკრაინაში გადატრიალებისა და ყირიმის დაბრუნების შემდეგ, შეიქმნა იდეალური ინფორმაციული ფონი იმისათვის, რომ უხერხული გმირი, რუსი ჯარისკაცი, საბრძოლო ტილოდან საერთოდ წაეშალათ.

ამ აქციის დასაწყისად იქცა სერბეთში აშშ-ის ელჩ მაიკლ კირბის განცხადებები 2014-ში და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გჟეგოჟა სხეტინის განცხადება 2015 წელს, რომ „ოსვენციმი გაათავისუფლეს არა რუსებმა, არამედ „უკრაინის პირველმა ფრონტმა“. ამ თემას ერთდროულად Le Monde-ის შვიდი პუბლიკაცია მიეძღვნა („რუსები შეურაცხყოფილნი არიან იმ განცხადებებით, რომ ოსვენციმი წითელი არმიის უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს“).

კულმინაცია კი ამ ზამთარს მოვისმინეთ, როცა ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავის აღნიშვნის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა თავის საზეიმო სიტყვაში მოახერხა ამერიკელი ჯარისკაცების ხსენება (რომლებიც იქ არ ყოფილან) და არ უხსენებია საბჭოთა ჯარისკაცები (რომლებმაც არა მხოლოდ გაათავისუფლეს ბანაკი, არამედ მისი გათავისუფლება რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლით გადაიხადეს).

მარტივად რომ ვთქვათ, წლებთან ერთად ომის გადაწერა უფრო გაბედული ხდება, ხოლო ფერები — უფრო მკვეთრი. მოწმეები თითქმის არ დარჩნენ — 1945 წელს ვინც საბავშვო ბაღში დადიოდა, ახლა 80 წლისანი არიან. NYT-ში უკვე ვერავინ გაიხსენებს, თუ როგორ აქებდა ეს გაზეთი საბჭოთა ჯარისკაცებს ადგილობრივების მიმართ გამოჩენილი ლიბერალობისთვის. 

75 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასავლურ მატიანეში ძირითადად შემდეგ მოვლენებს მოიცავს: 

  • მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, პოლონეთისა და კატინის ორმაგი ოკუპაცია;
  • საფრანგეთის ოკუპაცია და ბრიტანეთისთვის ბრძოლა;
  • ჰოლოკოსტი და პერლ-ჰარბორი;
  • დესანტი ნორმანდიაში, აფრიკული კამპანია და ივო ჯიმა;
  • დასავლეთ ევროპის გათავისუფლება მხეცი ნაცისტებისგან და აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა მხეცი რუსების მიერ.

ამიტომ, თუ 1945 წელს სსრკ-ზე ნეგატიური ცნობების მხოლოდ მცირე კვალი შეინიშნებოდა დასავლეთის წამყვან მედიაში, ახლა ეს ცნობები წარსულის სურათს თავიდან ქმნის.

ყველაფერი ვალერსტაინის კონცეფციის შესაბამისადაა - რომ „წარსული ყოველთვის აწმყოზეა დამოკიდებული“.

თუმცა არის კარგი ამბავიც. დასავლელმა წარსულის პულტის მპყრობელებმა უკვე წაშალეს ყველაფერი დიდი ომის საკუთარი სურათიდან, რაც არ მოსწონდათ და მიახატეს ყველაფერი, რაც სურდათ.

და რაც მათ გამოუვიდათ, უკვე იმდენად განსხვავდება იმისგან, რაც რუსეთის ქალაქებსა და ძეგლებს, საძმო საფლავებსა და მემორიალებს, მემუარებსა და ფილმებს, ენასა და კულტურას ახსოვს, და რომ ეს უბრალოდ ორი სხვადასხვა ისტორიაა.

რუსი ხალხის მეხსიერების შეუმჩნევლად შეცვლა მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი — რუსეთის დანგრევითა და ხალხის მეხსიერების ფიზიკურად წაშლით — მოქირქილე პრაღელი პოლიტიკოსების მსგავსად, რომლებმაც გმირულად დაამარცხეს ბრინჯაოს მარშალი კონევი.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ დასავლელ „რეალობის მბრძანებლებს“ ახლა ეს რვა ათეული წლის წინანდელ ჰიტლერელებზე უკეთ ვერ გამოუვათ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები