04:49 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (319)
2293 0 0

საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომელიც მართვის მოწმობის მიღების მსურველთათვის ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მართვის მოწმობის აღების მსურველებს 1 ივლისიდან ერთის ნაცვლად ორი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

გარდა ამისა, აუცილებელი იქნება მოპედისა და კვადროციკლის მართვის მოწმობის აღება.

მართვის მოწმობის გამოცდა

ამჟამად საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად სავალდებულოა ორი ეტაპის გავლა.

საგზაო მოძრაობის წესების რამდენი დამრღვევი დარჩა მართვის მოწმობის გარეშე - სტატისტიკა>>

მართვის მოწმობის აღების მსურველები ჯერ აბარებენ თეორიულ გამოცდას, რომელიც 30 წუთს გრძელდება და 30 ტესტური დავალებისგან შედგება, შემდეგ კი პრაქტიკულს, რომელიც სპეციალურ მოედანზე სხვადასხვა მანევრის შესრულებას ითვალისწინებს.

ასეთი მოედანი საქართველოს 13 ქალაქშია, მათ შორის – რუსთავში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში.

გამოცდა ბარდება მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებით. მას, ვინც გამოცდას ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანაზე ჩააბარებს, მექანიკურის მართვის უფლება არ ეძლევა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, დღეს მოქმედ ორ ეტაპს დაემატება მესამე – პრაქტიკული გამოცდა ქალაქში, შსს-ს მიერ საგანგებოდ განსაზღვრულ მარშრუტზე.

გარდა ამისა, ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების უფლების მქონე მოქალაქეთა მინიმალური ასაკი 17-დან 18 წლამდე მოიმატებს.

ახალი შეზღუდვები

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გამოცდის დაწესებას მოპედისა და კვადროციკლის მართვის მოწმობის ასაღებადაც.

1 ივლისიდან ეს სატრანსპორტო საშუალებები დანარჩენი ტრანსპორტის ნაკადს შეუერთდება და სავალდებულო ნორმები მათზეც გავრცელდება. სხვა ტრანსპორტის მსგავსად, მოპედებსა და კვადროციკლებსაც აუცილებლად მწყობრში უნდა ჰქონდეთ ფარები და სანომრე ნიშნები, მათ უნდა დაიცვან ასევე ტრანსპორტის მოძრაობის საერთო სქემა.

ამასთან, ვინც ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალების მართვის თეორიულ გამოცდას 1 ივლისამდე ჩააბარებს, ის პრაქტიკული გამოცდის მხოლოდ პირველი ნაწილით შემოიფარგლება.

მოპედისა და კვადროციკლის მართვის მოწმობის მიღების მსურველებისთვის კანონპროექტის ავტორები კვლავ 17 წლამდე შეზღუდვის დატოვებას აპირებენ, რათა ახალგაზრდებმა არ დაკარგონ სამუშაო მიწოდების სფეროში.

რისთვის სჭირდება საქართველოს ახალი ნორმები

პრაქტიკული გამოცდის გართულებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითხოვს.

თუმცა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, კანონპროექტის მიღება, ძირითადად, განპირობებულია საქართველოში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებით.

„მეტი სიცოცხლისათვის“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო>>

2019 წლის განმავლობაში საქართველოში 5800 ავარია მოხდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 481 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, წესების ეფექტური შესრულებისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ავარიაზე ოპერატიულ რეაგირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

2019 წელს სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური ღონისძიებები გზებზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამოქმედდა კამპანია „სიცოცხლისათვის", რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული.

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოდაკვირვების სისტემა. დღეისათვის გზებზე დამონტაჟებულია 4467 ვიდეოკამერა, რომელთაგან 2862 უბრალოდ მოძრაობას აკვირდება, 1605-ს კი ნომრების ამოცნობა შეუძლია. გარდა ამისა, მოქმედებს 216 სიჩქარის მაკონტროლებელი სექცია, რომელიც ჯამში 861 კილომეტრს ფარავს.

ფარული პატრულირების მეთოდის პარალელურად ინერგება შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოებულია უკონტაქტო პატრულირების არეალი, რომელიც მოიცავს იმერეთის რეგიონს და ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, რუსთავი.

ფრთხილად, მძღოლებო! სიმთვრალეზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს>>

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს შსს-მ დაიწყო ე.წ. შავი წერტილების რუკის შედგენა. ესაა ადგილები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (319)

მთავარი თემები