09:52 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (272)
89 0 0

პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო ცვლილების ნაწილი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" მეორე ეტაპი დაიწყო, ნათქვამია უწყებისა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აპრილის შუა რიცხვებიდან საქართველოს შსს-მ დაიწყო სოციალური კამპანიის განხორციელება სახელწოდებით „მეტი სიცოცხლისთვის". ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაჩნდა „ამობრუნებული მანქანების" ინსტალაციები. დამტვრეული მანქანების გარდა, გამოჩნდა ბანერები და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

უწყების ცნობით, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის" აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10,2%-ით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება", - განაცხადა ჯავახაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მთელ საქართველოში 2,6 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს,  საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. უწყების ცნობით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 ათასამდე ვიდეოკამერა.

ფრთხილად მძღოლებო! საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა >>

ასევე, პარლამენტს უკვე წარედგინა  საკანონმდებლო ცვლილების ნაწილი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (272)

მთავარი თემები