ფრთხილად მძღოლებო! საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოკამერები ავტომაგისტრალზე
ვიდეოკამერები ავტომაგისტრალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ამოქმედდა.

თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

1. ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრიდან - ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

2. ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან - ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

3. ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 - გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

ვიდეოდაკვირვების კამერა - Sputnik საქართველო
შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს

4. გლდანის გადასახვევი,მე-11 კილომეტრიდან - ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

5. გლდანის გადასახვევი მე-11 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

6. გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

7. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - თბილისი, გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

8. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - თბილისი, გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა),(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

9. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ);

10. ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

ავტობანი - Sputnik საქართველო
ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 794 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 17,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 224 და დაშავდა 3,7 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 134 ავარია მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 27, ხოლო დაშავდა 214 ადამიანი.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0