შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს

© Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოდაკვირვების კამერა
ვიდეოდაკვირვების კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს გზებზე სიჩქარის გადაჭარბებასთან ბრძოლას აგრძელებს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით შსს-მ გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში სიჩქარის მზომი 11 ახალი „ჭკვიანი კამერა“ დაამონტაჟა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

რატომ გამკაცრდა კონტროლი

გზებზე კონტროლის გამკაცრება შსს-მ ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

ავტოსაგზაო შემთხვევა - Sputnik საქართველო
სისხლიანი სტატისტიკა – შსს-მ ავტოავარიების შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 17,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა და 3,7 ათასზე მეტი დაშავდა.

შსს ავარიების ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებს: ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობით მანქანის მართვა, სიჩქარის გადამეტება, გასწრების წესების დარღვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგზაო ვიდეოდაკვირვების კამერა ბორჯომში
შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს - Sputnik საქართველო
საგზაო ვიდეოდაკვირვების კამერა ბორჯომში

2019 წლის იანვარ-ივნისში სიჩქარის გადამეტების გამო 134 ავარია დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 124 დაშავდა.

შსს-ს გეგმები

შსს-ს გეგმებით, 2019 წლის ბოლომდე გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა იქნება დამონტაჟებული, რომელთაგან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება. რადარები გზებზე ჯამში დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
„ჭკვიანმა კამერებმა" ტექდათვალიერების არგავლის გამო ოთხ დღეში ათასობით მძღოლი დააჯარიმა

წლის ბოლომდე გაიზრდება ასევე ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამრღვევებს გამოავლენენ.

საქართველოს შსს გეგმავს საავტომობილო ნომრების ამოცნობის ინოვაციური მობილური სისტემის დანერგვასაც, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზევე გამოავლინონ სხვადასხვა კატეგორიის რისკის მძღოლები და შეამოწმონ ისინი.

გარდა ამისა, აპრილის შუა რიცხვებიდან საქართველოს შსს-მ დაიწყო სოციალური კამპანიის განხორციელება სახელწოდებით „მეტი სიცოცხლისთვის". ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაჩნდა „ამობრუნებული მანქანების" ინსტალაციები. დამტვრეული მანქანების გარდა, გამოჩნდა ბანერები და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

© Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოდაკვირვების საგზაო კამერა და სიჩქარის გადამეტების თვალთვალის სისტემა
შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს - Sputnik საქართველო
ვიდეოდაკვირვების საგზაო კამერა და სიჩქარის გადამეტების თვალთვალის სისტემა

შსს-მ ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული გახდა.

შსს-ს მიერ მიღებული ზომები

საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2017 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

სათვალთვალო კამერა - Sputnik საქართველო
შსს: ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადაამოწმეთ საკონტაქტო მონაცემები

2017 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში ამუშავდა „ჭკვიანი კამერები“, რომელთა მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

მაშინვე დაიწყო სექციური რადარების მონტაჟი, რომლებიც აკონტროლებენ ავტომობილის სიჩქარეს გზის მთელ მონაკვეთზე. ძველი რადარები არ იყო ეფექტური, რადგან მძღოლები მასთან მიახლოებისას უკლებდნენ სიჩქარეს, შემდეგ კი კვლავ უმატებდნენ.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 10-დან 300 ლარამდე მერყეობს, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

ყველა ახალი ამბავი
0