02:59 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1436)
97 0 0

2017 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. ქულიანი სისტემა - მართვის მოწმობას ყოველწლიურად ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შემთხვევებში მცირდება

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე მართვის მოწმობა ჩამოერთვა 157 ავტომობილისტს, რომლებმაც საგზაო წესების დარღვევების შედეგად 100-ქულიანი წლიური ლიმიტი ამოწურეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

2017 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. ქულიანი სისტემა - მართვის მოწმობას ყოველწლიურად ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შემთხვევებში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ავტომობილის მძღოლს მართვის მოწმობა უუქმდება. ამის შემდეგ მათ გამოცდის ხელახლა ჩაბარება ან ერთი წლით მოცდა მოუწევთ.

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მხოლოდ 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქულების ლიმიტი საგზაო წესების 127 დამრღვევმა ამოწურა.

ჩამორთმეული მართვის მოწმობების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, სადაც მართვის მოწმობა 78 მძღოლს ჩამოერთვა. ამასთან საქართველოს დედაქალაქში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე მეტი დარღვევა, რომლის გამოც ქულები აკლდება - დაახლოებით 148,6 ათასი დარღვევა.

ამავე დროს თბილისში გადაადგილდება ყველაზე მეტი მძღოლი, რომელსაც ჯერ არცერთი ქულა არ დააკლდა - 318 ათასზე მეტი. მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 100 ქულა შეინარჩუნა თითქმის 160 ათასმა ადამიანმა, მესამე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი (101,5 ათასი).

ქულები საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
© Sputnik / Maria Tsimintia
ქულები საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)

მთავარი თემები