პოლიტიკა ქართულად: გასული 2019 წლის შედეგები

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები წელს დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას და ახალ სკანდალებს პროგნოზირებენ, მანამდე კი გასულ წელს გადავხედოთ და გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ

გასული 2019 წელი ქართული პოლიტიკისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა: საპროტესტო აქციები, მათი დაშლა, ხმაურიანი განცხადებები და არანაკლებ ხმაურიანი წასვლა თანამდებობებიდან, ახალი სახეების გამოჩენა და ძველების დაბრუნება. ეს ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენამდე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - ერთი წლით ადრე.

დასკვნა პირველი: აქციების შესახებ

ეს წელი დატვირთული იყო საპროტესტო აქციებით, განსაკუთრებით, თბილისში, თუმცა მიტინგები რეგიონებსაც მოედო. ყველაფერი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდული ორგანიზაციები მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავდნენ თითქმის სამი თვის განმავლობაში.

საპროტესტო აქცია თავისფლების მოედანზე 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო - Sputnik საქართველო
ყველაზე ხმაურიანი სკანდალები საქართველოში: 2019 წლის ტოპ-5

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ხელისუფლებამ 21 ივნისს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაშალა, რადგან მომიტინგეები საკანომდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. ეს აქცია კი, თავის მხრივ, საქართველოში რუსი დეპუტატ სერგი გავრილოვის ვიზიტმა და პარლამენტში მისმა სტუმრობამ გამოიწვია.

მომიტინგეებს კიდევ ორი მოთხოვნა ჰქონდათ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ პროპორციული წესით და 21 ივნისს აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება. ხელისუფლებამ მოთხოვნები ნომინალურად დააკმაყოფილა: დაკავებულები გაათავისუფლა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კი პირობა დადო, რომ კონსტიტუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებებს შეიტანდა.

ზაფხულის ქუჩის პროტესტი თანდათანობით მინელდა, ბოლოს კი სულაც შეწყდა. გახარიამ კი მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ სახალხო რევოლუცია აუცილებელია

თუმცა ნოემბერში საპროტესტო ტალღამ კვლავ იფეთქა. ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად პარტიის შიგნით სერიოზული უთანხმოება გაჩნდა, რის გამოც ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ინიცირებული კანონპროექტი. თუმცა ზაფხულის აქციებისგან განსხვავებით, ქუჩაში ახალგაზრდებთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც გამოვიდნენ. გაისმა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის კარგად ნაცნობი სახელებიც.

ერთ თვეში ოპოზიციონერებმა ორი მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს და დაიწყეს არც ისე კანონიერი პერფორმანსების სერია. ერთ-ერთი ასეთი ადმინისტრაციულ შენობებზე სიმბოლურად ბოქლომების დადება იყო. ქუჩის პროტესტის აქტივისტებმა მოასწრეს პარლამენტის შესასვლელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჭიშკარზე, მთავრობის, პროკურატურისა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომების დადება.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში პარლამენტი აღმოჩნდა. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების პერმანენტული მცდელობები შემოდგომის პროტესტის ერთ-ერთ თავისებურებად იქცა. რაც იმდენჯერ დაშლითა და აქტივისტების დაკავებით სრულდებოდა. ერთ თვეში პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილი ხულიგნობისთვის 100-მდე ადამიანი დააკავეს. სასამართლოში მათი საქმეების განხილვა დღემდე გრძელდება.

სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგები: სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება სოციალურ ქსელებში სიცოცხლისთვის საშიშია

დეკემბრისთვის პროტესტი დროებით ჩაცხრა, რათა ხელახლა აგორებულიყო ახალი ძალით მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სადაც ის სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“ და სხვ.) გამო დასაკითხად დაიბარეს. პროტესტის ნიშნად ახალგაზრდობამ კვლავ აქციები წამოიწყო სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის, პოლიციის შენობასთან და გარშემო ყველაფერს იგივე ფრაზები წააწერა.

ამჟამად, ახალი წლის დღეებში, პროტესტი ჩამცხრალია და არავინ იცის, როდის და რა საბაბით განახლდება.

დასკვნა მეორე: ხელისუფლების შესახებ

მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ გასული წელი არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. ჯერ იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული სკანდალი, შემდეგ - კონსტიტუციურ შესწორებებთან დაკავშირებული სკანდალი. და ეს ყველაფერი ეროვნული ვალუტის წარმოუდგენელი სისწრაფით გაუფასურებისა და ივნისის მოვლენების ფონზე, რასაც საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა და ტურისტების შემცირება მოჰყვა.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

შედეგად ერთ წელიწადში „ქართული ოცნება“ 20-ზე მეტმა დეპუტატმა დატოვა. პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა და ამჟამად მორიგი კრიზისის ზღვარზე იმყოფება, როდესაც გუნდში უთანხმოება უკვე აღარ არის შიდაპარტიული.

გარდა ამისა, ზოგიერთი გადაწყვეტილების გამო მმართველი პარტია გააკრიტიკეს არა მხოლოდ ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო სექტორმა, არამედ საერთაშორისო პარტნიორებმაც.

თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მმართველი ძალის რეიტინგი ჯერ ისევ მაღალია და მას აქვს შანსი, დაარღვიოს ორი ვადის შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის ქართული ტრადიცია.

დასკვნა მესამე: პარტიების შესახებ

თუ 2019 წელს, ძირითადად, ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გადავხედავთ (რომელთაც მმართველი პარტია არ ენდობა), პარტიებისა და ზოგადად პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება ქვეყანაში უფრო მეტად უარყოფითია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო
ტროლები, რეიტინგები და ვნებათაღელვა: საქართველო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

ამის მიუხედავად, გამოკითხვებმა აჩვენა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველოში მესამე ძალა ჯერ არ არსებობს. პარლამენტში ადგილებისთვის ბრძოლა უკვე ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს - მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება.

პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა მათ ფონზე უმნიშვნელოა, მაგრამ ერთად ისინი სერიოზულ რესურსს ქმნიან.

წინა წლის ბოლოს ქართული პოლიტიკის „ფაზლი“ შემდეგნაირად აეწყო: დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ ძალები გააერთიანა და ერთიანი ფრონტით მოქმედებას შეუდგა. ცალკეა ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, უფრო პატარა პარტიები კი ჯერ დუმილს ამჯობინებენ.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩევნებია დანიშნული, სურათი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, მით უფრო, რომ ოპოზიციონერები ხელმძღვანელობენ პრინციპით - „არჩევნებზე - ცალ-ცალკე“.

მეორე მხრივ, პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ ბლოკების შექმნის დრო. შესაძლო გაერთიანებები უკვე გამოიკვეთა პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენის გათვალისწინებით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0