TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი

© Sputnik / Alexander Imedashvili TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში
 TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის მფლობელებმა ფული გამოართვეს ბიზნესმენს, რათა, მარეგულირებლის მოთხოვნით, კაპიტალი გაეზარდათ

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მან და მისმა ყოფილმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ, 17 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს მეგობარი ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან, რათა ბანკის საწყისი კაპიტალი გაეზარდათ.

 „თიბისი ბანკი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა იძიებდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, რომელიც ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „თიბისი ბანკის“ საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

ხაზარაძის ვერსია

ხაზარაძის თქმით, ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკს“ საწყისი კაპიტალის - 100 მლნ აშშ დოლარის - 200 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა მოსთხოვა.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი TBC Bank-ს ემუქრებოდა? – ხაზარაძის სკანდალური განცხადება

„როგორც თქვენთვის ცნობილია, 2007 წელს თიბისი ბანკი გახლდათ საქართველოში ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბანკი. მოგეხსენებათ, 2007 წელი ჩვენი ბოლო 27 წლის მანძილზე იყო ყველაზე ზრდადი წელი, რამეთუ შიდა მოხმარების პროდუქტის და GDP-ის ზრდა იყო ძალიან მაღალი. 2007 წელს ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, როცა ეროვნული ბანკის, ანუ მარეგულირებლის დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები, ანუ კაპიტალი გჭირდება, რომ გააგრძელო საქმიანობა და დაკრეტიდება“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ბანკირი ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ, ეროვნული ბანკი ბანკის მმართველებს ფულის მოსაზიდად აძლევს სამ- ან ექვსთვიან ვადას, თუმცა ამ შემთხვევაში მარეგულირებელი მკაცრად მოიქცა და „თიბისი ბანკს“ საკრედიტო საქმიანობა შეუჩერა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა 3 ან 6 თვე კაპიტალის მოძიებისთვის. მეორე დღეს, ეროვნული ბანკის ბრძანებით, ბანკი გაჩერდა, ანუ შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება“, - დასძინა მან.

ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ: გახარიამ ბანკირის ბრალდებებს უპასუხა >>

იმ დროისთვის ხაზარაძე და ჯაფარიძე ფლობდნენ „თიბისი ბანკის“ აქციების დაახლოებით 80%-ს, 10-10% კი მსოფლიო ბანკსა და გერმანიის სახელმწიფო ბანკს (DEG) ეკუთვნოდათ.

„პრაქტიკულად, დავინახეთ, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბიზნესიდან, ვკარგავთ პოზიციებს. ამის შემდეგ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რომელიც თიბისი ბანკში გააკეთებდა ინვესტიციას და ბანკი დაუბრუნდებოდა თავის საქმიანობას“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობამ არჩევანი შეაჩერა AIB Bank-ზე, ვინაიდან ირლანდიელები ქართულ ბანკს კაპიტალში 20%-იან მონაწილეობას სთავაზობდნენ, განსხვავებით OTP Bank-ისგან, რომელსაც „თიბისი ბანკის“ სრულად შეძენა სურდა.

„თიბისი ბანკმა“ AIB Bank-თან შეთანხმება ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა, თუმცა გარკვეული პირობით.

Мамука Хазарадзе - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე TBC ბანკს ტოვებს

„ამ დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბაზარს, გავზარდოთ კაპიტალი ჩვენივე საშუალებებით. თუმცა, ისინი მოახდენენ იმ თანხის გადაფინანსირებას მოახდენდნენ, რასაც ჩვენ ჩავდებდით კაპიტალის გასაზრდელად. აქ საუბარია 80 მილიონ დოლარზე. AIB გვეუბნება: „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ არის სხვა რამის გამო გაჩერება თქვენი, ეს არის ტექნიკური საკითხი. თქვენ შემოიტანეთ თანხა და ჩვენ გაძლევთ დოკუმენტს, რომ ჩვენ ამ თანხას გადაგიფინანსებთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ამის შემდეგ, ხაზარაძის თქმით, მან ჯაფარიძესთან ერთად დაიწყო 80 მლნ აშშ დოლარის მოძიება. მალევე ცნობილმა ამერიკულმა კომპანიებმა JP Morgan-მა და Ashmore fund-მა მისცეს მათ 60 მლნ აშშ დოლარი. ბანკირებს კიდევ 20 მლნ აშშ დოლარი უნდა მოეძიებინათ. სამი მილიონი დოლარი მათ ასესხა ნაცნობმა ფრანგმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

დანარჩენი 17 მილიონის სესხება ხაზარაძემ წერეთლისგან გადაწყვიტა.

TBC Bank-ი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს >>

„მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე წლიური 17%-იანი სესხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ომი ყველაფერს ჩამოწერს?

როგორც ხაზარაძე ამბობს, იგი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
TBC Bank–ი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებს

„ამ ხუთდღიანი ომის შემდეგ ჩვენ გვიკავშირდება EIB და გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომი მოხდა, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ვართ მზად ხელშეკრულების შესრულებისთვის. ოღონდ ხელმოწერის თარიღი გადავდოთ. 15 სექტემბერს ჩამოვდივართ და ფულს გადმოვრიცხავთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

2008 წლის სექტემბერში, ომის დასრულებისთანავე დაიწყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი და მსოფლიოს მრავალი წამყვანი ბანკი გაკოტრდა, მათ შორის, ირლანდიის AIB ბანკი.

ხაზარაძის თქმით, ამჯერად „თიბისი ბანკი“ დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამგვარად, ხელმძღვანელობამ მიიღო თავისი 80%-იანი წილის დიდი ნაწილის გაყიდვის გადაწყვეტილება, რათა ვალები გაესტუმრებინა და ფინანსური დაწესებულების ლიკვიდურობა გადაერჩინა.

დღესდღეობით ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების 13,98%-ის მფლობელია, ჯაფარიძე კი - 6,98%-ისა.

რას ამბობს პროკურატურა

ხაზარაძის ვერსია არ შეესატყვისება პროკურატურის არგუმენტებს. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს პროკურატურამ აღძრა საქმე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის სკანდალური საქმე: საქართველოს პროკურატურამ საქმის დეტალები გაასაჯაროვა

ფულის სავარაუდო გათეთრების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა" მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს - „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის სახით გადასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი კომპანიებს აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნით.

„2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა“ სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბანკს არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“. „თიბისი ბანკმა“ ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

„შეტევა ეროვნულ ბანკზე“ „თიბისი ბანკის“ გამო, ანუ რატომ ჩაიშალა პარლამენტის სხდომა >>

მეტიც, „თიბისი ბანკმა“ გაათავისუფლა ეს კომპანიები საკრედიტო ვალდებულებებისგან. 17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

პარალელურად, „თიბისი ბანკი“ პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე პაატა ღაძაძე, რომელიც „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდის“ მიერ 17-მილიონიანი კრედიტის აღების მომენტში „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0