არაპოპულარული „უდიპლომო სასიძო“ და პროფესიული განათლების პრობლემა საქართველოში

© photo: press-service of Goverment of Georgiaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი პროფგანათლების რეფორმებზე საუბრობს, არქივის ფოტო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროფგანათლების რეფორმებზე საუბრობს, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის” შედეგებმა აჩვენა, რომ პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების ხვედრითი წილი ბაზარზე არც ისე მაღალია.

კვლევის თანახმად, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბიზნეს სექტორში 790,484 ადამიანი იყო დასაქმებული. აქედან,  56%-ს ჰქონდა  უმაღლესი განათლება, 31%-ს  — საშუალო განათლება და მხოლოდ 13% იყო პროფესიული განათლებით.

„ამრიგად, დასაქმებულთა განაწილება განათლების მიღწეული დონეების მიხედვით გვიჩვენებს, ერთი მხრივ უმაღლესდამთავრებულთა დასაქმების მაღალ დონეს და მეორე მხრივ, პროფესიული განათლების მქონე ადამიანების თვითრეალიზების დაბალ შესაძლებლობებს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი განთლების მქონე პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება პროფესიული განათლების მქონეთა რაოდენობას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
სკოლის შემდეგ: უმაღლესი და პროფესიული განათლების პრიორიტეტები

კვლევის თანახმად 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით,  ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩეოდა  ვაჭრობის (38.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (13.2%), ჯანდაცვის (8.3%), მშენებლობისა (7.2%) და ტურიზმის სფეროს სექტორები (1.9%). რაც ქვეყანაში პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნის არსებობას ნიშნავს.

რატომ არ არის  პოპულარული საქართველოში პროფესიული განათლება: ექსპერტების მოსაზრებები

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლება ეს ის თემაა, რომელზეც საუბარი ჩვენს საზოგადოებაში არ უყვართ. ჩვენთან პროფესიული განათლება გაიგივებულია ხელობა-ხელოსნობასთან და საქართველოში ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება იყო მის მიმართ.
„გაიხსენეთ ცნობილი ქართული ფილმი „უდიპლომო სასიძო“. ფილმი იმაზეა, რომ სასიმამროს არ უნდა სასიძო, რომელსაც არა აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ეს ფილმი გადაღებული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში და მასში გარკვეული ზომით  გამოხატულია საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ“ — აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბარში.

ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური - Sputnik საქართველო
საქართველოში გაიხსნება პროფგანათლების პირველი კოლეჯი IT–ტექნოლოგიების მიმართულებით

ის, რომ საქართველოს ხარისხიანი პროფესიული განათლება მიღებული კადრები აკლია,  წლევანელ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშშიც ჩანს.
2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, სადაც საქართველო 137 ქვეყნიდან 67-ე ადგილზეა, აღნიშნულია, რომ ბიზნესის კეთებისთვის საქართველოში ყველაზე პრობლემატური ფაქტორი არაადეკვატურად განათლებული სამუშაო ძალა და დასაქმებულების დაბალი ფასეულობებია, კერძოდ: გაცდენები, დაგვიანებები, დროზე ადრე წასვლა და აშ.

პროფესიული განათლების არაპოპულარულობის მიზეზები გიორგი ღაღანიძის აზრით, შრომის ბაზარზეც უნდა ვეძებოთ.

„შეიძლება ბიზნესს კი სჭირდება პროფესიული კადრები, მაგრამ მაინც პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ნაცვლად უმაღლეს განათლბამიღებულს ასაქმებს. მაგალითად, იმავე ბანკში ბევრი ადამიანი მუშაობს მოლარე —ოპერატორად,  რომლებსაც  მაგისტრის ხარისხი ნამდვილად არ სჭირდებთ, მაგრამ აქვთ“,  — აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ. ექსპერტის აზრით ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხშირად უმაღლეს განათლება მიღებულები დაბალ ანაზღაურებაზე თანხმდებიან.

შრომის ბაზარზე მუშახელის იაფად შოვნის ტენდენციას ხშირად ცუდი შედეგი მოაქვს თუნდაც იმავე მშენებლობებზე, სადაც ბოლო დროს უბედური შემთხვევების რაოდენობამ იმატა. 

ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

ექსპერტის თქმით, დასაქმებულების უმეტესობამ არფერი იცის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, თუმცა ეს კომპანიებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
ეკონომისტი ვეფხია გიორგაძეც პროფესიული განათლების პრობლემას პირველ რიგში საზოგადოების მენტალიტეტში ხედავს, რადგან საბჭოთა კავშირის დროს პროფესიული სასწავლებლები  ნაკლებად წრმატებული მოსწავლეებისათვის სადამსჯელო დაწესებულებად აღიქმებოდა. ამასთან ერთად პროფესიული სასწავლებლების არაპოპულარულობას სწავლების დაბალი ხარისხიც განაპირობებს, რაც მხოლოდ სახელმწიფო პროფსასწავლებლებით არის განპირობებული.

„კიდევ ერთი პრობლემა არის  კადრების მომზადება ბიზნესთან შეუთანხმებლად, ანუ  როცა არ არის მოთხოვნა სპეციალისტების ამ რაოდენობაზე, მაგრამ კოლეჯი მაინც განაგრძობს მათ გამოშვებას“- განუცხადა  ვეფხია გიორგაძემ „Sputnik —საქართველოს”.

ეკონომიკის სამინისტროს კვლევის თანახმად, დამსაქმებლების უმრავლესობა კმაყოფილია პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების კვალიფიკაციით.

თსუ - Sputnik საქართველო
Forbes – ყველაზე პოპულარული პროფესიული პროგრამები საქართველოში

„ვისაც ჰყავს დასაქმებული პროფესიული განათლების მქონე ადამიანი, მიიჩნევს, რომ დასაქმებულებს არ ესაჭიროებათ (64.9%) დამატებით გადამზადება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ დასაქმებული პროფესიული განათლების მქონე ადამიანების მაღალ შეფასებას. ის ვინც მიიჩნევს, რომ საჭიროა მათ მიერ დასაქმებულების დამატებით გადამზადება, ჯამში შეადგენს 20.7%-ს და მათი 17.5% თბილისზე, ხოლო 82.5% დანარჩენ რეგიონებზე მოდის“, — ნათქვამია უწყების კვლევაში.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პროფსასწავლებლების არაპოპულარობის მიზეზს საზოგადოების დაბალ ინფორმირებულობაში ხედავს:
„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე, ჩაატაროს აქტიური საიინფორმაციაო კამპანია და აუხსნას მოსახლეობას რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული კადრებს  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“- განუცხადა მიხეილ დუნდუამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში საინფორმაციო კამპანიაც და პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობაც ამ გამოწვევასთან გამკლავებას შესაძლებელს გახდის.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0