05:54 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
რუსთავი 2-ის მიკროფონი

რატომ არ იხდის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადასახადებს?

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
43 0 0

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომპანია „იმედს“ წინააღმდეგ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს აქვს საგადასახადო დავალიანება, რამაც ამ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის აღშფოთება გამოიწვია.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აქვს საგასახადო დავალიანება, ამჟამად მიდის აქტიური მოლაპარაკება რათა ვალი დაიფაროს. ჩემი აზრით ეს კონკურენტული გარემოა. ამას ვამბობ  არა როგორც მინისტრი, რომლის უშალო მოვალეობაცაა გადასახადების აკრეფა, არამედ როგორც ადამიანი რომლის პასუხისმგებლობაცაა ეკონომიკის განვითარება… უნდა აღვნიშნო, რომ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“, —  თქვა ქუმსიშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ხოლო დანარჩენები იხდიან, ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, ვინაიდან არგადამხდელს მეტი ფინანსები რჩება.

„აქედან გამომდინარე მას აქვს საშუალება დაიქირაოს უკეთესი თანამშრომლები, შეიძინოს უკეთესი ტექნიკა და დაამზადოს უკეთესი გადაცემები. სწორედ ეს ქმნის არაკონკურენტულ გარემოს“ — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის განცხადებამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას აღშფოთება გამოიწვია.

„მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონმდებლობა, ვინაიდან გაასაჯაროა ინფორმაცია, რომელიც იყო კონფიდენციალური. ეს არის ცუდი სიგნალი არა მხოლოდ მეწარმეთა  შიდა წრისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის“- განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, გადასახადების გადახდა შეფერხებულია, ტელეკომპანიის ძველი და ახალი მფლობელების დავის გამო.

„თუ „რუსთავი 2“-ის ანგარიშს საგადასახადო ინკასოს დაადებენ ეს ტელეკომპანიის დახურვის ტოლფასია და სახელმწიფო მიაღწევს იმას რასაც აქამდე ვერ მიაღწია. „რუსთავი 2“ ისევ საფრთხეშია, მას ეთერის გათიშვა ემუქრება“- თქვა გვარამიამ.

გვარამიამ ასევე დაადანაშაულა ტელეკომპანია  „იმედი“ არაჯანსაღ კონკურენციაში.

„სხვადასხვა არხებიდან, მათ შორის „რუსთავი 2“-დან  თანამშრომლების გადაბირებამ, ეტყობა ტელეკომპანიის ხარჯები გაზარდა და მათ გადაწყვიტეს არაკოლეგიალური და არაკორექტული გზით დაუპირისპირდნენ „რუსთავი 2-ს“ —ხაზი გაუსვა გვარამიამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გვარამიას განცხადებას სიცრუე უწოდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ კანონის შესაბამისი პუნქტების მიხედვით, ინფორმაცია საგადასახადო დავალიანებების შესახებ არის საჯარო და არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის კომენტარი, რომ ტელეკომპანიას აქვს დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს. აქედან გამომდინარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენ. დირექტორის შეფასება სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში. 

ვნებათაღელვა „რუსთავი 2“-ის გარშემო

ტელეკომპანიის ანგარიშების ნაწილი დაყადაღებულია სასამართლო გარჩევების გამო, სადაც უნდა გადაწყდეს თუ ვისი საკუთრებაა ეს კომპანია. ტელეკომპანიაზე თავის უფლებებს ითხოვს ყოფილი მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში  შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება.

საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მარტში დაადგინა, რომ კომპანია ხალვაშს უნდა გადაეცეს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ჯერ ვერ სრულდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სადაც ტელევიზიის იურისტებმა იჩივლეს, შეაჩერა აღსრულების ღონისძიება. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ხომ არ დაირღვა ადამიანის უფლებები სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

ზოგიერთები, ხალვაშის ახლად გაღვიძებულ ინტერესს „რუსთავი 2“-ის მიმართ, ტელევიზიის ოპოზიციური პოლიტიკით ხსნიან. ბიზნესმენი არ მალავს თავის სიმპათიებს არსებული ხელისუფლების მიმართ.

„რუსთავი2“-ის რეიტინგის დაგდებას ცდილობს მედიაჰოლდინგი „იმედი“, რომელიც აწ განსვენებულ მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის. თავად ეს მედიაჰოლდინგი განსვენებულის ოჯახს დაუბრუნდა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. 

არეალის გაფართოების მიზნით მათ უკვე შეიძინეს ორი ტელეკომპანია GDS და „მაესტრო“.

სარეკლამო შემოსავლებით „რუსთავი 2“ ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა — 12,2 მილიონი ლარი(5 მილიონ დოლარზე მეტი). მეორეა „იმედი“ — 9 მილიონი ლარი (დაახლოებით 3, 7 მილიონი დოლარი).  


მთავარი თემები