18:12 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ილია მეორე

პატრიარქის ქადაგება: არ გვაქვს წინააღმდეგობა, გვაქვს დარდი საქართველოზე

© Mamuka Bakhtadze / FB
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
163 0 0

ილია მეორემ მრევლს უამბო ერთი რეპრესირებული მღვდლის ოჯახის ისტორია, რომელსაც მეუღლე გადასახლებაში გაჰყვა ციმბირში იგივე მატარებლით.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 17 მაისს ჩვენ დავლოცეთ ოჯახები და ეს ქმედება არ ყოფილა მიმართული არავის წინააღმდეგ, აღნიშნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძრში.

„17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე“, — ბრძნა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს უამბო ერთი რეპრესირებული მღვდლის ოჯახის ისტორია, რომელსაც მეუღლე გადასახლებაში გაჰყვა ციმბირში იგივე მატარებლით.

„როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი

მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში“, — აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას ასევე გაიხსენა, როგორ იღებდა სტუდენტობისას სტიპენდიას და როგორ ყიდულობდა მშობლებისთვის მცირე საჩუქრებს.

„იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვაა ჩემზე და მას ხშირად ვატარებ.

კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას“, — იქადაგა უწმინდესმა და უნეტარესმა. 

პატრიარქმა მოუწოდა ყველას, ვისაც მშობლები ჰყავს, ისარგებლოს „ბედნიერი დროით“ და დაალოცვინოს თავი, ვინაიდან ეს მოუტანს მათ „დიდ სიხარულსა და დიდ ბედნიერებას“.

 კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა და რამდენიმე გვარი: მაკარაძეები, დაძულიძეები, დარძულები, ჩუბინიძეები, არდოტელები, ასლამაზიშვილებ და ასლამაზაშვილები დალოცა.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

მთავარი თემები