საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღინიშნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმორწმუნეები ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში წირვის დროს
მორწმუნეები ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში წირვის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ — 12 მაისსა (საქართველოში ჩამობრძანების დღე) და 13 დეკემბერს (მისი აღსასრულის დღე) აღნიშნავს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს — ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალური უქმეა.

ეს გადაწყვეტილება ანდრია პირველწოდებულის საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეფუძნება. სწორედ მან იქადაგა პირველმა ქრისტიანობა საქართველოს ტერიტორიაზე I საუკუნეში.

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი თბილისში, ლურჯი მონასტერი
Церковь Святого Андрея Первозванного (Лурджи Монастери) - Sputnik საქართველო
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი თბილისში, ლურჯი მონასტერი

 

როგორც წესი, ყველაზე მეტი მორწმუნე წმინდანის სახელობის ეკლესიაში — „ლურჯ მონასტერში“ შეიკრიბება. 

ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე. ის კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად, ანდრია და იოანე ზებედესი წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს არ განშორდეს საქართველოს

როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა, შემდეგ კი მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და ბოლო მოგზაურობაში წავიდა. გადმოცემით ცნობილია, რომ ის ისევ ეწვია საქართველოს და აფხაზეთსა და ქართლში ქრისტიანობა იქადაგა. შემდეგ კი ისევ სხვა ქვეყნებში განაგრძო მოგზაურობა.

არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
საქართველოში აღმოაჩინეს ტაძარი, რომელშიც, შესაძლოა, ანდრია მოციქული იმყოფებოდა

ბოლო ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებული მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, იყო საბერძნეთის ქალაქი პატრა. წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ იგი.  წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ ანდრია, მაგრამ მან მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, თუმცა უშედეგოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და აღესრულა. ეს მოხდა 62 წელს. დაკრძალეს იქვე, პატრაში.

357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა — კონსტანციუსმა, წმინდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში.

2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნციუსმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ — 12 მაისსა (საქართველოში ჩამობრძანების დღე) და 13 დეკემბერს (მისი აღსასრულის დღე) აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0