ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს არ განშორდეს საქართველოს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგობის დღესასწაულზე ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. წმინდა გიორგის — საქართველოს ციური მფარველის დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა ყველას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და მორწმუნეებს მიმართა ქადაგებით, რომელშიც აღნიშნა, რომ „დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ილია მეორე: კვირაცხოვლობას მე მღვდლად მაკურთხეს

„წმინდა გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებისას.

საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს >>

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. დღეს წმინდანის მიცვალების დღეა. 

ყველა ახალი ამბავი
0