დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ივნისი

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 ივნისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

კარგი დღეა სწავლის, ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზისთვის. არცთუ ყურადღებიანი ადამიანები მოახერხებენ ყველაფრის შემჩნევას, ნასწავლის დამახსოვრებას, ზარმაცები მოიკრებენ ძალას და იშრომებენ. შესაძლებელია უთანხმოებები, ჩხუბი არაფრის გამო. დღის მეორე ნახევარში ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება, რადგან ემოციური ფონი უფრო დაიძაბება. საჭიროა თავის გაკონტროლება, რომ სერიოზულ კონფლიქტებს აარიდოთ თავი.

სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში>>

ვერძი: საკმაოდ დამღლელი დღე გელოდებათ. არასტაბილ;ურია ემოცირუი ფონი, თქვენს განწყობაზე სულ უმნიშვნელო მოვლენამაც შეუძლება იმოქმედოს. ამის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. როგორც კი თავის გაკონტროლებას შეძლებთ, განწყობაც გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისთვის, ასევე ურთიერთობებისთვის. კავშირი, რომელიც  მხოლოდ საქმიანი ხასიათისა იყო, ნაკლებად ფორმალური გახდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2018
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი

კურო: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. არცთუ საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. დიდ ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს და მთავარი მხედველობიდან გეპარებათ.სრულიად განსხვავებული – მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება დღის მეორე ნახევარი. შესაფერისი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

ტყუპი: დღის დასაწყისში შეგიძლიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. დამაჯერებლად მსჯელობთ და საკუთარ სიმართლეში ნებისმიერის დარწმუნების ძალა შეგწევთ. მოგვიანებით გაჩნდება ახალი საინტერესო საქმეები და ამოცანები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. სხვა საკითხები უკანა პლანზე გადაიწევს, მაგრამ ეს არ გაგანერვიულებთ. შესაძლოა, შესამჩნევად გაუმჯობესდეს ურთიერთობები ახლობლებთან.

კირჩხიბი: დილით შესანიშნავი იდეები შეიძლება გეწვიოთ. ეცადეთ არ დაგავიწყდეთ, ამიტომ აჯობებს, ჩაიწეროთ და როცა შესაფერისი მომენტი დადგება, დაუბრუნდეთ ამ იდეებს. მოსალოდნელია შეხვედრა, რაც ძალიან გაგახარებთ. ამასთან, შეიძლება სათავე დაედოს სასიყვარულო ისტორიას. მოგვიანებით აჯობებს, თუ რუტინულ საქმეებს მიხედავთ. მოახერხებთ, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ და შეცდომები არ დაუშვათ. საღამოს კარგია გასეირნება, სადმე გამგზავრება.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2020
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

ლომი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. საჭიროა სხვადასხვა ამოცანის სწრაფად გადაწყვეტა, ყურადღების მობილიზება, რომ არაფერი დაგავიწყდეთ, აურიოთ. შეძენილი გამოცდილების წყალობით შეძლებთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. მოსალოდნელია უმნიშვნელო ფინანსური დანაკარგები, რამაც შეიძლება გული დაგწყვიტოთ. აჯობებს, თუ საყიდლებზე არ წახვალთ. საღამოს კარგი იქნება, თუ არ გადაიღლებით და დასივენებთ.

ქალწული: ძალზე ხელსაყრელი იქნება დღის დასაწყისი, განსაკუთრებით საქმეების თვალსაზირისით. გაჩნდება ახალი პერსპექტივები, წინადადებები, რომლებზეც უარის თქმა არ მოგინდებათ. ურიგო არ იქნება არც დღის მეორე ნახევარი, რომელიც ჯობია ახლობლებთან ურთიერთობებს დაუთმოთ. ეს პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც ჩვეულ რაღაცებზე სხვა კუთხით შეხედვის საშუალებას მოგცემთ.

სასწორი: გაჩნდება კარგი იდეები და ეჭვიც არ გეპარებნათ, რომ მათ რეალიზებას მალე შეძლებთ. თქვენი გეგმები ბევრს მოსწონს და მოკავშირეების მოძებნა არ გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, რომანტიკული სიურპრიზები. მოძებნით საშუალებას, რომ გაახაროთ საყვარელი ადამიანი, რომელიც ამითვე გიპასუხებთ. ზოგიერთი თქვენგანი ახლობელ ადამიანზე ძალიან სასიხარულო ინფორმაციას მიიღებს.

წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

მორიელი: დღე შესანიშნავ იდეებს მოგიატნთ. ენდეთ ინტუიციას – ის მიზნისკენ მიმავალ უმოკლეს გზას გიჩვენებთ, მისი წყალობით განაიარაღებთ არაკეთილმოსურნეებს და მეტოქეებს უკან ჩამოიტოვებთ. შესაძლებელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. ურთიერთობები ძალზე სასიამოვნო იქნება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა პირად ურთიერთობებშიც შესამჩნევია. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ეს განწყობას აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი: აღიჭურვეთ მოთმინებით და ეცადეთ, კონტროლი არ დაკარგოთ საკუთარ თავზე. არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. ხანდახან დიდი ძალისხმევა გჭირდებათ იმის გასაგებად, თუ რა სურთ გარშემომყოფებს. საღამო შესაფერისი დროა საოჯახო საქმეებისთვის, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის. შედეგიანად დასრულდება საერთო გეგმების განხილვა. შეიძლება გაჩნდეს საინტერესო იდეებიც.

თხის რქა: ხართ შეუპოვარი და ყველაზე რთულ საქმეშიც შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. ბევრ თქვენგანს დაეხმარებიან ძველი მეგობრები, რომლებსაც ადრე თქვენ დაეხმარეთ. ასევე შესაძლებელია, საინტერესო წინადადება მიიღოთ. არის შანსი, რომ წარმატებით დაასრულოთ საქმე, რომელიც გარშემომყოფებს უიმედოდ ეჩვენებოდათ. თქვენი წარმატება ბევრისთვის სამაგალითო იქნება. საღამო სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

მერწყული: მშვიდი დღეა, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაამთავროთ. ზოგიერთი თქვენგანი იპოვის პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა შეიძლება მოგიწიოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

თევზები: ხელსაყრელი დღეა. არ გექნებათ განგაშისა და მღელვარების საფუძველი. ბევრი რამ კარგად გამოგდით. გაქვთ შესანიშნავი წარმატებების მიღწევის შანსი. მოქმედებთ მტკიცედ და ეს გარშემომყოფებს მოსწონთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს უმაღლეს დონეზეა. ადვილად პოულობთ საერთო ენას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0