სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში

© photo: Pixabay / Takmeomeoსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლებს ყველანაირი შანსი ექნებათ, რომ ბედნიერება ჰპოვონ და თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ

მაისის ბოლოდან დაწყებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რომლებიც მთელ ზაფხულს მისცემენ ბიძგს.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

პირველი – ეს მთვარის სრული დაბნელებაა, რომელიც 26 მაისს მოხდა. ესაა „დაბნელებების დერეფნის“ დასაწყისი, რომელიც 10 ივნისს მზის დაბნელებით დასრულდება. წინა პლანზე წამოიწევს სწავლის, განათლების, ინფორმაციის მიღების თემები, ზოგიერთისთვის ეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის დრო იქნება. ამ პერიოდში მომხდარ მოვლენებში კარმული აზრი დევს და თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილი ადამიანებიც გარკვეულ აზრს ატარებენ. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ „დაბნელებების დერეფნის: დროს ნაცნობობა არცთუ ხელსაყრელია.

რეტროგრადული მერკური

30 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით მერკური რეტროგრადული იქნება. ამ პერიოდში არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, არამედ აჯობებს ადრე დაწყებულის დამთავრება.

რეტროგრადული მერკურის დროს მოსალოდნელია ადამიანების დაბრუნება წარსულიდან. ეს განსაკუთრებით ეხება ვერძებს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, მოუწევთ წასვლა ადგილებში, სადაც ადრე უკვე იმყოფებოდნენ; ტყუპებს ძველი სიტუაცია შეიძლება ყველა მხრიდან „შემოაწვეთ“; მორიელებს ძველი სექსუალური პარტნიორები შეახსენებენ თავს, ხოლო ლიდერები ყოფილი სიყვარულისა და შეიძლება, მეუღლის დაბრუნებაშიც მშვილდოსნები და მერწყულები იქნებიან.

წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი

უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები წარსულიდან რეტრომერკურის დროს თქვენს ცხოვრებაში იმიტომ არ ჩნდებიან, რომ ურთიერთობები განაახლოთ, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, როდესაც მათ დაშორდით.

იუპიტერი თევზების ნიშანში გადადის

2021 წლის ზაფხულის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა „ბედნიერების“ პლანეტა იუპიტერი თევზების ნიშანში გადადის. ეს ამ პლანეტისთვის შესანიშნავი მდგომარეობაა, როდესაც ის ყველას აჯილდოებს შემოქმედებით შთაგონებით, ადამიანებს უჩნდებათ ინტერესი ხელოვნების მიმართ, სურთ რეალობის ფილოსოფიური აღქმა და რა თქმა უნდა, სიყვარულის გრძნობის განცდა. ასეთი მდგომარეობა ბოლოს 2010 წლის დასაწყისში იყო. ახლა კი 14 მაისს დაიწყო და ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

მაშ ასე, ზოდიაქოს შვიდი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულში სიყვარულს იპოვიან

თევზები

ყველაზე იღბლიანები, ვისაც სიყვარულში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაუმართლებს, თევზების ნიშნის წარმომადგენლები არიან. მათ წარმატება ელოდებათ ნებისმიერ წამოწყებაში. ბევრი იგრძნობს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი

რომანტიკული ნაცნობობისა და სასიყვარულო თავგადასავლების მხრივ მეორე ადგილზეა მორიელი. იდუმალებით მოცული მორიელების ცნობა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელი იქნება.

ქალწული

მესამე ადგილზეა ქალწული – აქ წარმატებაა მოსალოდნელი სოციუმთან ნებისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევაში, გაჩნდება შესაძლებლობა საქმიანი პარტიორების მოძებნის, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და რა თქმა უნდა – საყვარელი ადამიანის პოვნისა.

თხის რქა

ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი, რომელსაც უამრავი ახალი ნაცნობობა ელოდება, თხის რქაა. სწორედ ახლად გაცნობილი ადამიანებიდან ექნება მათ შანსი, რომ პარტნიორი შეარჩიოს. ჩვეულებრივ, თხის რქებს არ უყვართ ახალი მეგობრების შეძენა, მაგრამ ამ ზაფხულს ისინი კომპანიის გული და სული გახდებიან და მარტოხელები, რა თქმა უნდა, შეძლებენ სიყვარულის პოვნას, ხოლო დაოჯახებულები – ცხოვრებას ერთობლივი დასვენებით გაიმრავალფეროვნებენ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ტყუპი

მეხუთე ნიშანია ტყუპი. ამ ძალზე ცნობისმოყვარე და ცოტაოდენ „თავქარიან“ არსებებს სტატუსის შეცვლის პერიოდი დაუდგებათ. და თუ სოციალურ ქსელში ეწერათ, რომ პარტნიორს ეძებენ, ახლა დაწერენ – „ურთიერთობებშია“ და იქნებ ისიც დაწერონ, რომ დაოჯახდა – ვინ იცის?

ლომი

ზოდიაქოს სიყვარულის შკალაში მეექვსე ადგილს ლომები იკავებენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ „სიყვარულის მორევი“ ჩაითრევს. შესაძლოა, გააჩაღონ ახალი რომანი, რომელიც ასევე მრავალ დაუვიწყარ და მგზნებარე ემოციას მოუტანს მათ.

ვერძი

და მეშვიდე ადგილზეა ვერძი. ვერძები აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს და „შეყვარებულის“ სტატუსს მოიპოვებენ თუ 2021 წლის ზაფხულში არა, 2022 წლის დასაწყისში მაინც – აუცილებლად. ასტროლოგები გირჩევენ, უცხო ენა კარგად შეისწავლოთ, რადგან დიდია ალბათობა, რომ თქვენი შეყვარებული უცხოელი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0