დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მაისი

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 30 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ძალიან კარგი, მრავაფეროვანი და საინტერესო დღე გველოდება. შესანიშნავად მიესადაგება რამე ახალი საქმის დაწყებას. შესაძლებელია საოცარი დამთხვევები, უჩვეულო მოვლენები, რომელთა წყალობით ახალი საინტერესო იდეები გაჩნდება. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საქმეებში. თავი შეიკავეთ დაუფიქრებლად რამის ყიდვისგან.

იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის>>

ვერძი: როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. მშვენიერ კონტაქტებს ამყარებთ ადამიანებთან, მათი კარგად გესმით. შესაძლებელია გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. გაგიჭირდებათ ჩვეულ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება, რადგან ეს მოსაწყენად გეჩვენებათ. თუ სერიოზულად განეწყობით, ყველაფერს გაუმკლავდებით. საღამო კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში

კურო: შესანიშნავი დღეა. ბევრ ამოცანას გაართმევთ თავს სწრაფად და დრო დაგრჩებათ საინტერესო საქმეებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად. შეგიძლიათ სხვადასხვა საქმიანი საკითხის განხილვა არაფორმალურ გარემოში. არ არის გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა. ბევრზე ახდენთ ძლიან კარგ შთაბეჭდილებას. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყებაც – შესაძლოა, ისე მოხიბლოთ ვინმე, რომ მას ერთი ნახვით შეუყვარდეთ.

ტყუპი: დღე შედარებით რთულად დაიწყება, მაგრამ თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, ამიტომ არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ბევრ სირთულეს მოგვიანებით უფრო სწრაფად და ადვილად გადალახავთ. ყურადღება გმართებთ ურთიერთობებისას – საეჭვო ადამიანებთან კონტაქტმა, შესაძლოა, თქვენს რეპუტაციას ავნოს ან სხვა სახის უსიამოვნბებები გამოიწვიოს. ახლობლებს თქვენი ყუადღება სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მათ.

კირჩხიბი: დღე კარგად აეწყობა, თუ ილუზიების ტყვეობაში არ მოექცევით. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და გაარკვიეთ რისი გაკეთება ღირს ახლა და რისი გადადება შეიძლება სამომავლოდ, როდესაც ძლიერი მოკავშირეები გეყოლებათ. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს, ფრთხილი მოქმედება აჯობებს. ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოთ. ყველასთან არ ღირს კონტაქტი, ვინც თქვენით განსაკუთრებით არის დაინტერესებული. ძველ და საიმედო მეგობრებთან სჯობს დროის გატარება.

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

ლომი: რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმიანობას, მით უკეთესი. დღის პირველი ნახევარი ძალზე ნაყოფიერი დროა. გექნებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის შანსი. დღის მეორე ნახევარი ასევე იღბლიანი იქნება, თუმცა სირთულეებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. არ გარისკოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არ იჩქაროთ რამის ყიდვა, გარიგების დადება, განსაკუთრებით თუ ვინმე ამას დაჟინებით მოითხოვს. საღამოს კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ქალწული: შესანიშნავი, ნაყოფიერი და სასიამოვნო დღეა. ყველაფერს სწორად აკეთებთ: ანაწილებთ პრიორიტეტებს, აკეთებთ მნიშვნელოვან საქმეებს და წვრილმანებზე დროს არ ხარჯავთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. შესაძლებელია იღბლიანი იმპროვიზაციები, ექსპერიმენტები, რაც ასევე დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. შეიძლება დაიწყოს მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობები. ეს თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული.

სასწორი: არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ ყველა სირთულეს გაუმკლავდებით. ამაში დაგეხმარებათ გამოცდილება. ასევე გვერდში დაგიდებიან ირგვლივ მყოფები, რომლებიც საზრუნავს შეგიმსუბუქებენ. არ არის გამორიცხული, რომ გადაწყდეს საკითხი, რომელმაც ამ ბოლო დროს დიდი თავის ტკივილი მოგიტანათ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ოჯახური საქმეებისთვის, ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ასტროპროგნოზი: ზაფხული, 2021 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აირჩევს ფორტუნა

მორიელი: მშვიდი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ. პოზიტიურ ემოციებს მოგანიჭებთ ჰობი ან საქმე, რომელიც თქვენთვის საინტერესოა. კარგი დღეა სწავლისთვის. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საქმეებში. არ იჩქაროთ რამის შეძენა, გარიგებების დადება, თუ იოტისოდენა ეჭვი მაინც გეპარებათ მეორე მხარის საიმედოობაში. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს და რამე სახის პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მშვილდოსანი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. შესანიშნავად ურთიერთობთ განსხვავებულ ადამიანბთან, ბევრზე ახდენთ დიდ შთაბეჭდილებას. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ და თანამშრომლობა ან რამე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა დაიწყოთ. ამის წყალობით თქვენ წინ ახალი პერსპექტივები გაჩნდება. გაგახარებთ ახლობლების გვერდში დგომა – ისინი კარგად გაგიგებენ.

თხის რქა: დღე კარგად აეწყობა და ის ბევრ საქმეში წარმატების მიღწევის შანსს მოგცემთჩვეულებრივზე ხშირად შეიძლება მოგიწიოთ რამე ახლის მოგონება, საკუთარი გზის ძიება მიზნისკენ, ხანდახან გარისკვაც. ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსების თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება. ასევე შესაფერისი დროა საოჯახო ბიუჯეტის განსახილველად.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2017
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას ყოველთვის ევრ ახერხებთ, მაგრამ ცდილობთ, რომ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივიდეს. შეფერხებებია მოსალოდნელი ადრე დაწყებული საქმეების დამთავრებაში, რადგან შეიძლება ახალი ვითარება შეიქმნას და საქმესთან კვლავ დაბრუნება მოგიწიოთ. მიუხედავად ყველაფრისა, მოახერხებთ კარგი განწყობის შენარჩუნებას. დღის მეორე ნახევარი უამრავ დადებით ემოციას გპირდებათ. კარგი დროა მეგობრებთან ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებთანაც საერთო ინტერესებს იპოვით.

თევზები: დღის პირველი ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. ბევრ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემდეგაც შენარჩუნდება, თუ სერიოზულად განეწყობით და საქმეებს სამომავლოდ არ გადადებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. გაგახარებთ ძველი ნაცნობებისა და ახლობლების ნახვა, ასევე მოგეცემათ შანსი, შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა გაგიფუჭდათ. ამ ყველაფერში ინტუიცია დიდ როლს შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0