„ბედის ნებიერები“ – ასე შეიძლება ვუწოდოთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუღიმებს იღბალი.
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>
ეს არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნების წარმომადგენლებს არ მოუწევთ ბარიერების გადალახვა, მაგრამ მათთვის დაბრკოლებებთან გამკლავება სხვებთან შედარებით იოლი იქნება.
ტყუპი
ზაფხულის დაწყებისთანავე ტყუპებს გაგიმართლებთ ყველაფერში: სამუშაოზე, სიყვარულში, ცხოვრების სხვა სფეროებში. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, დადგა მტკიცე მოქმედებების დრო. არ მოგერიდოთ თავის წარმოჩენა და არ შეუშინდეთ ცვლილებებს. ივლისში მატერიალური კეთილდღეობაზე მუშაობას უნდა მიუძღვნათ, ხოლო აგვისტო – პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
სასწორი
ზაფხულის დასაწყისში ძალზე დიდი იღბალი გელოდებათ სიყვარულში. ეს განსაკუთრებით მარტოხელებს ეხება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მას ურთიერთობებში სრული ჰარმონია ექნება. ზაფხულის ბოლოს ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსებს – მოგეცემათ შანსი, მოაგვაროთ მატერიალური კეთილდღეობის საკითხები.
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
მორიელი
შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ბოლო თვეები არცთუ მარტივი გქონდათ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – ზაფხულის დადგომისთანავე მოგეცემათ ყველაფერი უარყოფითის დავიწყების საშუალება. ივნისი დიდი ხნის ნანატრ ცვლილებებს მოიტანს, რისი წყალობითაც წარსულთან გამომშვიდობებას შეძლებთ. ივლისი – სიყვარულის დროა, ხოლო აგვისტო – პროფესიული ზრდის.