სავსემთვარეობა, სუპერმთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთ დღეს – გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

© photo: Pixabay / sagorsadatწითელი მთვარე
წითელი მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
მაისის და ზოგადად ამ გაზაფხულის ყველაზე საშიში და ნეგატიური დღე 26 მაისს გველოდება – სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერთ დღეს მოხდება

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთ პირობებში, როდესაც სავსემთვარეობა, სუპერმთვარეობა და მთვარის სრული დაბნელება იქნება, არ დავკარგოთ იღბალი და ეს დღე მშვიდად გადავიტანოთ. ამის შესახებ ასტროლოგები გვესაუბრებიან.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

მთვარის დაბნელება თბილისის დროით 13:44 საათზე დაიწყება და 16:52 საათამდე გაგრძელდება. მაქსიმალური ფაზა იქნება 15:18 საათზე.

მთვარის დაბნელების დანახვა შესაძლებელი იქნება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

ამ დღეს არეულობისა და უარყოფითი მომენტების მიზეზი და წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს. წინასწარ იმის თქმა, თუ რა გველოდება, ექსპერტებს არ შეუძლიათ, მაგრამ მათ ზუსტად იციან, რომ სიფრთხილე აუცილებელია ყველასთვის.

რატომაა 26 მაისი ამ გაზაფხულის ყველაზე საშიში დღე

ამ დღეს სრული მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ეს რიგითი მოვლენაა, უარყოფითი ენერგიის „ამოფრქვევა“, რომელიც ყოველ თვეში ხდება, მაგრამ ამავე დროს მთვარის დაბნელება გველოდება, რომელიც მხოლოდ სავსე მთვარის პერიოდში ხდება. თანაც ეს იქნება სრული დაბნელება, რომელიც ჩვეულებრივ დაბნელებას თავისი საშიშროების მხრივ ბევრად აღემატება. მთვარე ამ დროს მოწითალო–მონარინჯისფრო შეფერილობას მიიღებს და ამის წყალობით ის უფრო  შესამჩნევი იქნება. ასეთ მთვარეს „ჟოლოსფერს“ უწოდებენ.

  • რას ნიშნავს ეს? იმას, რომ 26 მაისი გახდება ილუზიების, ემოციური მერყეობის დღე. ბევრი ადამიანი ჩაიდებს გულში წყენას. ურთიერთობებში გაჩნდება უნდობლობა, ეჭვიანობა; საქმიან გარემოში პატივისცემა შეიძლება შეცვალოს შურმა, შურსიძიებამ, ტყუილმა... ამ დღეს გააქტიურდებიან მანიპულატორები, ტოქსიკური ადამიანები. ნდობა მხოლოდ საკუთარი თავის შეიძლება.

და კიდევ ერთი ასევე უმნიშვნელოვანესი მომენტი – მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება. ამას სუპერმთვარეობა ეწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის ნეგატიური ენერგიის ნაკადს. გამოდის, რომ მთვარე სავსემთვარეობისთვის ერთ–ერთ ყველაზე ნეგატიურ ნიშანში იქნება, ამასთან ჩვენთან ძალიან ახლოს, ხოლო დაბნელება – სრული. ასეთი თანხვედრა ძალიან იშვიათი მოვლენაა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

როგორ გადავლახოთ ამ დღის უარყოფითი გავლენა

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ამ მოვლენებს შედეგები ექნება. მთავარი მოვლენა მაინც დაბნელებაა. მისი უარყოფითი ზემოქმედება მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ხოლო შედეგები ერთი ან რამდენიმე თვეც შეიძლება გაჭიანურდეს.

სჯობს, ამ დღეს ძალზე თავშეკავებით მოვიქცეთ, რომ შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს იმპულსურობა. ღალატს, მოტყუებასა და ნეგატივს თავისი შედეგები აუცილებლად ექნება. აუცილებლად გამოიყენეთ შემთხვევა, თუ ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ არაფერი მოითხოვოთ. ბუმერანგის კანონის თანახმად, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.

„ჟოლოსფერი“ მთვარე ადამიანებს ყველა დროში აშინებდა. წინაპრები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ პერიოდებში ხდებოდნენ არაპროგნოზირებადი, დაუცველნი.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

ასტროლოგები გვირჩევენ, ყველანაირად მოვერიდოთ ავანტიურულ სიტუაციებს, გავაკონტროლოთ ფსიქიკური მდგომარეობა, რადგან მთვარეს ნეგატიური ემოციების, შიშისა და განგაშის გრძნობების გაღვიძება შეუძლია ადამიანებში.

რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენები ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი: არეულობები და გაუგებრობებია მოსალოდნელი ადამიანებთან ურთიერთობებში. იყავით შეუპოვარი და არაორდინარულად იმოქმედეთ, ენდეთ ინტუიციას, თუნდაც თქვენი ქმედებები გარშემომყოფებს არ მოსწონდეთ. აქტიურობისთვის უფრო ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი, მეორე ნახევარში დასვენება აჯობებს.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კურო: კარგი დღეა დაგეგმვისთვის, ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ახალი ადამიანები მომავალში შეიძლება თქვენი სამსახურებრივი წინსვლის ან ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი გახდნენ. კარგი დროა მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ტყუპი: ესაა სულიერი, შემოქმედებითი და ასევე სექსუალური შესაძლებლობების ზრდის დღე. გაგიჩნდებათ შესანიშნავი შანსი, რომ გაიაზროთ დაგროვებული გამოცდილება და მომავლის გეგმები დასახოთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად პოზიტიური იქნება.

კირჩხიბი: ძალზე არახელსაყრელი დღეა კომფორტის ზონიდან გამოსვლისთვის. სულ მცირე რისკმაც კი სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. პრობლემებია მოსალოდნელი გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. თავშეკავება გმართებთ, რომ ადამიანებს პირდაპირ არ მიახალოთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ.

ლომი: მოსალოდნელია გაუგებრობები პროფესიულ საქმიანობაში, ასევე ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. ნებისმიერი საქმე ჩვეულებრივზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, შედეგებიც მაინცდამაინც დამამშვიდებელი ვერ იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, ყველანაირად მოერიდოთ შუამავლის როლის შესრულებას ნებისმიერ საკითხში, რადგან თავად ხართ ძალიან უხეში და კატეგორიული.

მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ქალწული: დღეს სიმტკიცე და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ. უფრო დღის მეორე ნახევარში არის დიდი ალბათობა ჩხუბისა და გაუგებრობების. მომთმენი იყავით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. ნუ იქცევით ოჯახის ტირანად, რომელიც ეჭვიანობითა და სიხისტით ყველას მოაბეზრებს თავს და ყველას პრობლემის გადაჭრის გზა მხოლოდ თვითონ ეცოდინება.

სასწორი: კარგი დღეა საქმიანი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, დოკუმენტების გაფორმებისთვის, ფულის ინვესტირებისთვის. მაგრამ გაუგებრობებია მოსალოდნელი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ურთიერთობებში. საღამოს მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელმაც რომანტიკულ ისტორიას შეუძლება დაუდოს სათავე.

მორიელი: დიდი ალბათობაა მოტყუების, ცილისწამებისა, არაკეთიმოსურნეობის. მოერიდეთ არასაიმედო ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგად იმოქმედებს თქვენზე ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. საღამოს კარგი იქნება ადგილისა და გარემოს გამოცვლა – ეს თქვენზე დადებითად იმოქმედებს.

მშვილდოსანი: კარგი დღეა დაგეგმვისა და სოციალური კონტაქტებისთვის. შესაძლოა, მიზნების მისაღწევად თქვენი მომხიბვლელობის გამოყენება მოგიხდეთ, რაც მომავალში თავის შედეგს გამოიღებს. განწყობილი ხართ იმისთვის, რომ სრულიად განსხვავებული აზრის მოქნე ადამიანებიც კი თქვენს მოსაზრებაზე დაითანხმოთ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

თხის რქა: დღეს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ. შესაძლოა, რაღაც მომენტში ისიც კი იგრძნოთ, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ. მაგრამ არ შეუშინდეთ დაპირისპირებებსა და პრობლემებს, რომლებიც გარშემომყოფების მხრიდან გამოჩენილი არასწორი მოქმედებების გამო შეიძლება გაჩნდეს. შეძლებთ სიტუაციაში ძირფესვიანად გარკვევას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მერწყული: ემოციური თვალსაზრისით რთული დღეა. არ არის გამორიცხული, რომ უმიზეზოდ მოიწყინოთ და სევდა შემოგაწვეთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ჩათრევა მოინდომონ უაზრო კამათსა და ჩხუბში. არ არის გამორიცხული სკანდალები. ასევე უფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან არის ტრავმის მიღების საშიშროება.

თევზები: ეცადეთ, ამ დღის საქმეები მალევე დაამთავროთ, რომ მოულოდნელი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. ზოგიერთ თქვენგანს დინანსური დანაკარგი ელოდება, ასევე ოჯახში უსიამოვნებები. უნდა იფიქროთ უსაფრთხოებაზე ცხოვრების ყველა სფეროში (სახლი, ავტომობილი, სამუშაო ადგილი). პროფილაქტიკური ზომები მომავალში ცხოვრებას გაგიადვილებთ.

ყველა ახალი ამბავი
0