2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

© Sputnik / Alex Shlamovსაახალწლო ნაძვისხე
საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეთრი ლითონის ხარი ძლიერი, შრომისმოყვარე, დინჯი და კეთილშობილი ცხოველია. 2021 წელიც სწორედ ამ თვისებების ეგიდით ჩაივლის

აღმოსავლური კალენდრით ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება და 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ეს თეთრი ლითონის ხარის წელიწადი იქნება.

ხარი ცნობილია თავისი გულმოდგინებით, ძალითა და სიმტკიცით, ბუნებით პატიოსანია. ხარისთვის იდეალური გარემოა ის, სადაც მას აქვს უკვე ჩვეული სამუშაო და რამის შეცვლის აუცილებლობა არ არის. ანუ, ხარს ცვლილებები არ უყვარს.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ხარის წელიწადი მშვენივრად მიესადაგება კარიერაზე ზრუნვას, მაგრამ ამ წლის მფარველს „ხალტურა“ არ უყვარს – საქმეს თუ შეუდგებით, ყველაფერი საფუძვლიანად უნდა გააკეთოთ.

სიყვარულისა და ურთიერთობების კუთხით ხარი ინერტულია. მისი გულის მოგება საკმაოდ რთულია, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ძალიან უფრთხილდება ახლო ურთიერთობებს და მესაკუთრულ თვისებებსაც ავლენს. ის არასდროს გასცემს თავისას და არ გაიხედავს სხვისკენ, სამაგიეროდ კი სტაბილურ და თბილ ურთიერთობებს ელოდება. აქედან გამომდინარე, ხარის წელი კარგია ქორწინებისთვის, სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.

ხარი მატერიალურ მხარეს, კარგი გაგებით, ყურადღებას აქცევს – მას მხოლოდ გრძნობების მიღება კი არ სურს, არამედ თბილი ლოგინისა და ნოყიერი სადილის იმედიც აქვს.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ მხრივ უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. ხარი ძლიერი ცხოველია და ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი კვება, ცხოვრების სწორი რეჟიმი, შრომა–დასვენების ზომიერი მონაცვლეობა და 2021 წელს ჯანმრთელობა გარანტირებული გაქვთ.

იმის გასაგებად, თუ რომელი ცხოველის წელს ხართ დაბადებული, იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ტიბეტური ჰოროსკოპის მიხედვით.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

ცხრილიდან შეიტყობთ, რომელი ცხოველია თქვენი მფარველი. რადგან აღმოსავლური ახალი წელი ჩვეულებრივ ახალ წელს არ ემთხვევა, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც წლის დასაწყისში არიან დაბადებული, ხშირად უჭირთ გარკვევა, კონკრეტულად რომელი ცხოველის წელიწადში არიან დაბადებული.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ცხრილში წარმოდგენილი ფერები აჩვენებს სტიქიას, რომელიც თქვენი დაბადების წელს უკავშირდება: წითელი - ცეცხლია, ცისფერი - წყალი, ყვითელი - დედამიწა, მწვანე - ხე, ხოლო თეთრი - ლითონი.

როგორი იქნება 2021 წელი თითოეული ნიშნისთვის

ვირთხა

ვირთხის წელიწადს დაბადებულებს მარტივი პერიოდი არ გელოდებათ. ვირთხებს, რომლებსაც ხარის კეთილშობილური მოთხოვნები მაინცდამაინც არ გეხატებათ გულზე, მოგიწევთ წლის მფარველისთვის ანგარიშის გაწევა, რომ გახდეთ უფრო გონებამოკრებილი და სწორხაზოვანი.

ხარს, სამაგიეროდ, მოსწონს ვირთხის მატერიალიზმი. ნებისმიერი კარიერული მისწრაფება მოწონებული იქნება, უბრალოდ, პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მიზნის მიღწევის ხერხებთან დაკავშირებით – ხარი ვირთხის სვლებმა შეიძლება არ აღაფრთოვანოს.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

სასიყვარულო ასპარეზზე ვირთხებს წარმატებები გელოდებათ, თუ სერიოზულ ურთიერთობებსა და ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ. მაგრამ თუ ამ საკითხისადმი თავქარიანი დამოკიდებულება გექნებათ, პრობლემები გელოდებათ.  

ჯანმრთელობის მხრივ ხარი ყველას დიდ ძალასა და ენერგიას ჰპირდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც ვირთხაა.

ხარი

ხარის წელიწადს დაბადებულებს 2021–ში, რა თქმა უნდა, გაუმართლებს. ეს იქნება მაქსიმალურად იღბლიანი წელი, რადგან შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების მთელი ძალით წარმოჩენას. ერთი, რაც საფრთხილოა, ისაა, რომ ამ წელიწადს ხარის უარყოფითი თვისებებიც გაორმაგდება. ეს კი სიჯიუტე, სიზარმაცე და ინერტულობა, კომფორტის ზონაში დარჩენის სურვილია მაშინ, როდესაც წინსვლაა საჭირო.

კარიერაში წარმატებები გელოდებათ, მაგრამ ჯაფაც კარგი დაგაგდებათ. ხარი ხელს შეგიწყობთ სწავლაშიც. გაითვალისწინეთ – ფსონი ფულზე დადეთ – არ აირჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომლის დროსაც იდეისთვის უნდა იშრომოთ და არა ფულისთვის – წლის მფარველი ამას ვერ გაიგებს.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ურთიერთობებს რაც შეეხება – ეს სინაზისა და სტაბილურობის დრო იქნება. ასეთი რამ, რომ წლის ენერგეტიკა თქვენს პირად ენერგეტიკას შეესატყვისება, მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ დგება და ახლა სწორედ ასეთი პერიოდია. ვისაც არ ჰყავს მეუღლე, დიდი შანსი აქვს, რომ ოჯახი შექმნას. ხარი არასერიოზულ და ქარაფშუტულ კავშირს არ მიიღებს. ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, ის წელიწადს სიყვარულსა და ჰარმონიაში გაატარებს.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ განხეთქილებისთვის განწირული კავშირის გადარჩენას 2021 წელს

ჯანმრთელობის მხრივ ეს წელი საკუთარ თავზე ზრუნვის წელიწადია. გაითვალისწინეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სწორი კვება. ამასთან, ხარს ძალიან უყვარს სპორტის ის სახეობები, სადაც ძალის წარმოჩენაა საჭირო – შეგიძლიათ სპორტულ დარბაზში დაიწყოთ სიარული.

ვეფხვი

ვეფხვისთვის ხარის წელიწადი საინტერესოც იქნება და დისკომფორტულიც. ზოგადად კი იდეალური დროა თვითგანვითარებისთვის. ვეფხვი ხარისგან, პირველ რიგში, რისკისადმი მისწრაფებით გამოირჩევა, ხარს კი ძალიან არ უყვარს არასტაბილურობა და არაპროგნოზირებულობა, რითიც ვეფხვები სულდგმულობთ. ამიტომ ვეფხვებს თქვენთვის ჰაერივით აუცილებელი ცვლილებების უფლების მოპოვება მოგიწევთ.

სამუშაოს მხრივ მთელი თავით წარმოჩენის საშუალება გექნებათ. ხარი ყველაფერში დაგეხმარებათ, მათ შორის აუცილებელი რესურსით ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად. რისკი და შეუბოჭველობა კარიერულ წინსვლაში შეგიწყობთ ხელს, ავტორიტეტის გამტკიცებას მაქსიმალურად შეძლებთ, თუ აქ ხარმა რამე სახის დაბრკოლება არ შეგიქმნათ ზედმეტი აქტიურობის საპასუხოდ. ასტროლოგების რჩევაა: ეცადეთ მშვიდი და კეთილი ურთიერთობები დაამყაროთ ხელმძღვანელობასთან. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო შედეგებს მიიღებთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

ურთიერთობებს რაც შეეხება, ექსპერტები გირჩევენ, ცეცხლს არ ეთამაშოთ, დაფიქრდით, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. თუ კეთილშობილებაზე ჩამოხვალთ ფსონს, ამაში ხარი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს და ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას მიაღწევთ. ხარი დაგეხმარებათ გრძნობების „დაოკებაში“ და იმპულსურობის მოთოკვაში. ბევრი თქვენგანისთვის ეს წელი ურთიერთობების სხვა დონეზე გადასვლის, დაოჯახებისა და ბავშვების ყოლის წელი გახდება.

საახალწლო მორთულობა დათოვლილ ხეებზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2021 წელს

ხარის წელი ყველასთვის კარგი იქნება ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ ვეფხვებმა, რისკისადმი მიდრეკილების გამო, უნდა იფრთხილოთ და თავიდან აირიდოთ ტრავმების მიღების საფრთხე.

კატა (კურდღელი)

ხარის წელიწადი კატებისთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება, როდესაც შესაძლებელია დაძაბულობის გარეშე საკუთარი თავის წარმოჩენა. წლის მასპინძელი მყარ ფუნდამენტს შეგიქმნით თავისუფალი და მსუბუქი შემოქმედებისთვის, რომელიც ასე გიყვართ. ყველაფერი კარგად და მშვიდად იქნება. თქვენც ხომ, ხარის მსგავსად, სწორედ სიმშვიდესა და სტაბილურობას აფასებთ.

კატები ამ წელს თავის გამოჩენას შეძლებთ არა მხოლოდ ჩვეული მხრიდან – როგორც დიპლომატისა და მსჯელობის მოყვარულის, არამედ ასევე მტკიცე შემსრულებლის, ნამდვილი ოსტატის კუთხითაც, რომელსაც თავადაც შეუძლია ბევრი რამის გაკეთება. ამ წელს შეძლებთ იმის განხორციელებას, რაც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ თქვენს გეგმებსა და ოცნებებში გქონდათ. საიდანღაც მოულოდნელად გამოჩნდება ძალაცა და რესურსებიც, ფულიცა და დროც განვითარებისთვის, გამოჩნდებიან დამხმარეები და მფარველები. თქვენგან მხოლოდ მოლაპარაკებების უნარი, უსაზღვროდ „საყვარელი ადამიანის“ იმიჯი (რაც კარგად გეხერხებათ) და ურთიერთობების წრის გაფართოებაა საჭირო.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობების მხრივ თეთრი ლითონის ხარის წელიწადი თქვენთვის რთული და არაერთმნიშვნელოვანი იქნება. ხარის ენერგიით „გამოკვებილი“ კატა–კურდღლები გრძნობებში საფუძვლიანობასა და სერიოზულობას მოინდომებთ, ამით ხელს ჰკრავთ მათ დიდ ნაწილს, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებდით. მაგრამ, ამავე დროს, გაქვთ დიდი შანსი, რომ იპოვოთ ის „ერთადერთი და განუმეორებელი“, რომელიც ყველას შეგიცვლით. თქვენი ოცნებები ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სწორედ 2021 წელს შეიძლება ახდეს. მნიშვნელოვანია, რომ განეწყოთ თბილი და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის, ოჯახის შექმნისთვის და ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა.

გოგონა ლიანდაგებზე - Sputnik საქართველო
ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი

ხარი ჯანმრთელობას გპირდებათ, მაგრამ თუ ამ მხრივ პრობლემები გაწუხებთ, სწორედ ახლა იქნება საუკეთესო დრო ამის გადასაწყვეტად. კატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ნერვულ სისტემას – არ გადაიღალოთ, ბევრი არ იმუშაოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე.

დრაკონი

დრაკონის წელს დაბადებულები იგრძნობენ, რომ მათი უზარმაზარი შინაგანი ძალა თითქოს გაორმაგდა. ეს ორი მძლავრი – ხარისა და დრაკონის ენერგიის შერწყმის შედეგი იქნება. მათი ხასიათები ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ხარი ინერტულია, დრაკონი კი მთელი ძალით მიიწევს წინ და „ქვას ქვაზე არ ტოვებს“. ეს გახდება სწორედ 2021 წელს მძლავრი რესურსიცა და ამავე დროს, სამწუხარო მომენტიც ამ ორი ენერგიის შეთავსების დროს.

სამუშაო დრაკონებისთვის 2021 წელს შეიძლება გახდეს დიდი მიღწევების, ან პირიქით, ყველაზე წარუმატებელი დრო ბოლო 12 წელიწადში. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი ძალები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, გადაჭარბებით არ უნდა შეაფასოთ. ამას ხარი მიიღებს და უზრუნველგყოფთ ყველა აუცილებელი რესურსით, რათა ყველაზე რთული ამოცანებიც გადაწყვიტოთ. მაგრამ თუ „თავზე გადახტომას“ მოინდომებთ, ხარი ამას თქვენს საბედისწერო შეცდომად შეაფასებს. ასევე მტკივნეული ადგილი იქნება თქვენთვის თანაბარი ურთიერთობების დამყარება სამუშაოზე – წლის მფარველი დრაკონისგან სიმშვიდესა და დამყოლობას მოითხოვს.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

რაც შეეხება ურთიერთობებს, ეს წელი თქვენთვის იქნება პერიოდი, როდესაც გმირობისადმი „მიდრეკილება“ ხარისთვის ჩვეულ ნოყიერ ნიადაგზე გადაინაცვლებს. არ არის გამორიცხული, რომ სიყვარულის სახელით გმირობა ჩაიდინოთ. აქ პრობლემა მხოლოდ ისაა, თუ რას იგრძნობს და როგორი რეაგირება ექნება თქვენი გმირობის „მსხვერპლს“.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

ჯანმრთელობა ხარის წელიწადში შედარებით სტაბილური იქნება. კარგი იქნება, თუ ნერვულ სისტემას მიხედავთ.

გველი

გველისთვის 2021 წელი დასვენებისა და შესაძლებლობების წელი გახდება, რადგან წლის მასპინძლის ენერგია კარგად შეავსებს იმას, რაც გველს არ ჰყოფნის. სულიერი ძიებებისა და განსჯის მოყვარულები, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ მოდუნებასა და მყარი ნიადაგის მოსინჯვას ფეხქვეშ, რასაც ბრძენი ხარი უზრუნველყოფს.

მუშაობის თვალსაზრისით ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეგიძლიათ. გექნებათ შეგრძნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია და არის საკმარისი რესურსი.  ამისთვის კი განსაკუთრებული პირობა იქნება სწავლისა და ახლის ათვისების სურვილი, რათა განვითარების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადახვიდეთ და კარიერული ნახტომი გააკეთოთ. დაისახეთ მაღალი მიზნები და არ შეუშინდეთ დაბკოლებებს. დაგჭირდებათ მთელი თქვენი სიბრძნე დიპლომატია, რათა მოხერხებულად აუაროთ გვერდი კონკურენტებსა და მეტოქეებს. არ ღირს ტრაბახი და საკუთარი გეგმების ყველასთვის განდობა.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობებში სიწყნარე და ჰარმონია დაისადგურებს. შესაძლოა, ცხოვრების მეგზური სწორედ ხარის წელიწადს იპოვოთ, რომელიც ხანგრძლივი და მტკიცე კავშირის მომხრეა. ვინც დაოჯახებულია, მისი ცხოვრება წყნარი და სტაბილური იქნება, რამე სახის რყევები მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება გახდეს თქვენი მიდრეკილება მსუბუქი ინტრიგისადმი (რომ არ მოიწყინოთ), მაგრამ გეყოფათ იმის ჭკუა–გონება, რომ ამდენად მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დაანგრიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ ხარის წელიწადი მტკიცე მდგომარეობას გპირდებათ, რასაც ხელი უნდა შეუწყოთ სწორი კვებითა და კარგი ფიზიკური დატვირთვით. დაიცავით დღის რეჟიმი, გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი კარგად იქნება.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ცხენი

ცხენისთვის ხარის წელი არცთუ მარტივი იქნება. საქმე ისაა, რომ ხარიცა და ცხენიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ამავე დროს, ძალიან განსხვავდებიან კიდეც. ერთი მხრივ, ხარი ცხენს დაეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში, მისცემს მოქმედებების რესურსს, მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარ მოთხოვნებსაც წაუყენებს, რომლებიც თავად ცხენის მოთხოვნებს არ შეესატყვისება. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია კომპრომისის მოძებნა.

ცხენის წელს დაბადებულებს გიყვართ კარიერული მიზნების მიღწევა, შეჯიბრება როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან. 2021 წელს იქნება ყველა შესაძლებლობა მწვერვალების დაპყრობისთვის, დანარჩენი კი თავად თქვენზეა დამოკიდებული – როგორ გამოიყენებთ არსებულ რესურსებს. კარგი იქნება, თუ ენერგიას გზის დასაწყისშივე არ დახარჯავთ. ხარი დააფასებს კეთილგონიერებას, ანგარიშიანობასა და რაციონალურ დამოკიდებულებას სამუშაოსა და ფულის მიმართ.

2021 წლის ჰოროსკოპი: სასწორი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობებთან დაკავშირებით, ცხენების სურვილი, რომ გქონდეთ ყველაფერი და ერთბაშად, ხარის კონსერვატიზმს წააწყდება. წლის მფარველი ყველანაირად შეეცდება, რომ შეინარჩუნოს არსებული, ხოლო თქვენ ცვლილებები ჰაერივით გჭირდებათ. გინდათ ახალი კონტაქტები, ურთიერთობები, ძველი კავშირების გაწყვეტა და ახლის ჩამოყალიბება, ცვლილებები გარემოსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებში, მაგრამ ამ ყველაფერს ხარი „დაამუხრუჭებს“. მიუხედავად ამისა, 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტების გაფართოება, თუნდაც ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ თქვენთვის ყველაზე დიდი საშიშროება 2021 წელს ტრავმების მიღების მომატებული ალბათობა იქნება. სჯობს, არ გარისკოთ ადრენალინის გამო და გაიძლიეროთ სახსრები.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

თხა (ცხვარი)

თეთრი ლითონის ხარის წელიწადში თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში – არაფერი გაგაღიზიანებთ, არ გაიძულებთ, რომ სიმაღლეები „შტურმით“ აიღოთ, რაც არც გჭირდებათ. მაგრამ მუდმივად იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ – და ეს დინამიკაა, ცინცხალი შეგრძნებები. ორივე ნიშანს უყვარს კომფორტი, ურჩევნია, ჩვეულ გარემოში დარჩეს (რომელიც მაინცდამაინც არც აწყობს), ვიდრე ცვლილებები გადაწყვიტოს.

მუშაობის სფეროში, სამწუხაროდ, არაფერი საინტერესო მოსალოდნელი არაა. სამაგიეროდ, არც არავინ მოგთხოვთ წლისა თუ თვის გეგმებს, მათ შესრულებასა თუ განვითარების სტრატეგიის მოფიქრებას. ხარი უფლებას მოგცემთ, იყოთ ის, ვინც ხართ და აუჩქარებლად წაიწიოთ არჩეული მიმართულებით (აქ ალღო არ გღალატობთ). თქვენ წარმოიდგინეთ, ამან შეიძლება განსაცვიფრებელი შედეგები მოიტანოს – მოულოდნელად მიაღწევთ მიზანს, რომელიც ოდესღაც დაისახეთ და რომლის განხორციელების იმედიც არ გქონდათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: მორიელი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობების თვალსაზრისით ყველაზე მთავარი ის იქნება, რომ შეძლებთ დროის გამონახვას იმისთვის, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში და მოუსმინოთ პარტნიორს. ხარი ურთიერთობების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და ამიტომ არ დაუშვებს ურთიერთობების ხმაურიან გამორკვევას. ეს თქვენც არ გიყვართ, მაგრამ ამისკენ ხშირად პარტნიორები გიბიძგებენ. შესაძლებელი გახდება ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანა – დაქორწინება თუ შვილის გაჩენა.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი, ძირითადად, წესრიგში იქნება. ერთადერთი, პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს მათ, ვისაც ფიზიკური აქტიურობა არ უყვარს. ასევე რეკომენდებულია ემოციური მდგომარეობის გაკონტროლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

მაიმუნი

მაიმუნისთვის ხარის წელიწადი არცთუ ხელსაყრელი იქნება. ამ ორ ნიშანს მთელი რიგი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფასეულობები გააჩნიათ და მათი შეჯერება ვერ გამოდის. თუმცა, ცდა შეიძლება. თუ მაიმუნი ზედმეტად არ „იმაიმუნებს“, ხარი მის ხრიკებზე თვალს დახუჭავს. და რადგანაც წლის მასპინძელი ხარია, დათმობა და მისადაგება მაიმანს მოუწევს.

სამუშაო სფეროში მაიმუნებს გექნებათ შეგრძნება, რომ საქმიანობაში მაქსიმუმს მიაღწიეთ და ეს ასეცაა. ხარი მთელი ძალებით შეეცდება, რომ მიღწეული პოზიციები შეინარჩუნოთ.  არ „გაგიშვებთ“ სამსახურიდან, რომელიც არ მოგწონთ, დაგემუქრებათ უფულობითა და უსახსრობით, უბინაობით – თვითონ ხომ სითამამე აკლია და წლობით ვერ დგამს სარისკო ნაბიჯს.

2021 წლის ჰოროსკოპი: მორიელი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობების კუთხით ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების, ინტრიგების, რთული კავშირების წელი გელოდებათ. ეს თქვენთვის სიმტკიცეზე ნამდვილი გამოცდა იქნება. ყველაფერი არჩევნის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული, შესაძლოა, ვინმემ ან რამემ თქვენი გრძნობების გამოვლენა დააბრკოლოს. თქვენ კი მაინც გააგრძელებთ გულწრფელი ურთიერთობების ძებნას, წლის მასპინძელი კი მორალისა და პასუხისმგებლობის გრძნობის მკაცრ გამოცდებს მოგიწყობთ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული საფრთხე არ გელოდებათ, მაგრამ უნდა უფრთხილდეთ ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს.

ადამიანის სილუეტი  - Sputnik საქართველო
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამალი

მამლებისთვის 2021 წელი ნამდვილ გამოცდად იქნება სიმტკიცეზე. ხარი უკონფლიქტო მეგობარია, მაგრამ მისი გაბრაზება ნამდვილად არ ღირს. მამალი კი ცნობილი პროვოკატორია. ამიტომ უნდა გამოინახოს კომპრომისი ურთიერთდაპირისპირებ მისწრაფებებს შორის. დათმობა, ბუნებრივია, მამალს მოუწევს – ხარი ხომ ამ წლის ბატონია.

სამუშაოზე მამლები თამასას ძალიან ასწევთ, მაგრამ ხარი თქვენს „ცეცხლს“ გააგრილებს. ამ წელს შესაძლოა, გადაწყვიუტოთ პროფესიის შეცვლა, ახალი საქმის შესწავლა, რადგან გექნებათ დროცა და ენერგიაც, ასევე აუცილებელი რესურსები. დაბრკოლებები კი ადამიანებისგან გელოდებათ. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობები მათტან, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია წინსვლაში, ან ამ წინსვლაში ხელის შეშლა. გამოიყენეთ დიპლომატიურობა და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობების თვალსაზრისით წელი ყველაზე რთული სწორედ მამლებისთვის იქნება. მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ახალი პარტნიორის მოძებნა, არამედ მისი შენარჩუნებაც. ეს რთულია, მაგრამ წლის მფარველი ამტანობითა და მოთმინებით დაგაჯილდოებთ. დაოჯახებულებს სირთულეები გელოდებათ, მაგრამ, ამასთან საინტერესო ამოცანების ამოხსნაც მოგიწევთ, რაც არსებული სიყვარულის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობის მხრივ თეთრი ხარი ძალებისა და ჯანმრთელობის დიდ მარაგს გაჩუქებთ, მაგრამ ენერგია მალევე არ უნდა დახარჯოთ. თქვენი ამოცანა წელს შენელებაა. მოაწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი და ეს თქვენს აქტიურობას დააოკებს.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

ძაღლი

ძაღლის წელს დაბადებულებისთვის წლის მასპინძელთან ურთიერთობები ძალზე კომფორტული იქნება, და ეს იმიტომ, რომ მათი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვევა. ორივე მიიჩნევს, რომ პატიოსნება და კეთილშობილება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ორივე აფასებს ოჯახს, თავს არიდებს კონფლიქტებს და აღმერთებს თავის სახლს. და თუმცა ძაღლი არც ისე მატერიალურია, როგორც ხარი, ისინი მაინც შეეწყობიან ერთმანეთს.

მუშაობის თვალსაზრისით წინსვლისთვის ბევრი ვარიანტი გექნებათ.

სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაზე თამამ და ამბიციურ მიზნებს. ერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს საკუთარი თავის წარმოჩენაში ეჭვის შეტანაა. უნდა გადაწყვიტოთ ასევე ცრუ მოკრძალების პრობლემა. ხელი არ ჰკრათ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სურთ წინსვლაში – დადგება დრო და თქვენც უკან დაუბრუნებთ სიკეთეს.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

რაც შეეხება ურთიერთობებს, ამ მხრივ საკმაოდ მშვიდი წელი გელოდებათ. ძაღლის წელს დაბადებულებს, როდესაც სერიოზული ურთიერთობები გაქვთ, ცვლილებები მაინცდამაინც არ გიყვართ, ასევე გძულთ კონფლიქტები და ხანგრძლივი კავშირის გაწყვეტა. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, ამ წელს მისი შეხვედრის დიდი შანსებია. პრობლემები ელოდება მხოლოდ მათ, ვინც ურთიერთობების გამრავალაფეროვნებასა და მასში მგზნებარების შეტანას შეეცდება.

ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ უპრობლემო წელი გელოდებათ. გექნებათ მძლავრი ენერგია. უნდა მოაწესრიგოთ დღის რეჟიმი და დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ღორი (ტახი)

ღორის წელიწადს დაბადებულებს 2021 წელი ძალზე ხელსაყრელი ელოდება. მათი სურვილები და ძირითადი თვისებები ასევე ბევრ რამეში ემთხვევა წლის მფარველის, ხარის ინტერესებს. ორივე საკმაოდ კონსერვატორია, მგრძნობიარე (ღორი, რა თქმა უნდა, უფრო ემოციურია), ორივე აფასებს მატერიალურ კომფორტსა და სტაბილურობას. ღორი, ერთი მხრივ, დააფასებს ხარის მიერ ნაბოძებ რესურსებს და მეორე მხრივ, იგრძნობს, რომ ეს, შესაძლოა, აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად დაბრკოლებად იქცეს.

სამუშაო სფეროს რაც შეეხება, ღორი საკმაორ მერყევია კარიერის საკითხებში, ხარსაც არ უყვარს გარისკვა, მაგრამ მუშაობა – კი. სამუშაოსა და ფულის საკითხებში ღორის წელს დაბადებულებს პრობლემები არ გელოდებათ, იღბალი თქვენ გვერდით იდგება. შესაძლებელია მოულოდნელი დახმარებებიც. იყავით თავაზიანი და დელიკატური სამუშაო ადგილზე – ეს 2021 წელს წარმატებების გარანტიაა.

2021 წლის ჰოროსკოპი: თევზები – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ურთიერთობების კუთხით გელოდებათ სასიამოვნო, კომფორტული და ჩვეული ურთიერთობები. თუმცა, შესაძლოა, შინაგანად იგრძნოთ ცვლილებების აუცილებლობა. რა თქმა უნდა უნდა, შეგიძლიათ საურთიერთობო წრის გაფართოება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ღორის სიზარმაცეს, რამე სერიოზული გადაწყვეტილებების იმედი ნაკლებადაა.

ჯანმრთელობის მხრივ ასევე უპრობლემო წელი გელოდებათ. ერთადერთი, შესაძლოა, მელანქოლია მოგეძალოთ და ამან ჯანმრთელობა და განწყობა შეგირყიოთ. ნუ მისცემთ თავს ცხვირის ჩამოშვების უფლება და ყველაფერი კარგად იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0