6 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 6 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

6 აგვისტოს დაბადებულები

6 აგვისტოს დაბადებულები ნიჭიერი ადამიანები არიან, რომელთაც თავის წარმოჩენა შეუძლიათ თეატრალურ სფეროში, ლიტერატურასა და სპორტშიც კი. არიან პატივმოყვარე, თამამი და ამტანი ადამიანები. თვითონ მოსიყვარულენი გარშემომყოფებისგან ითხოვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, პატივისცემას, თუ გარშემომყოფებში საპასუხო გრძნობები ვერ მიიღეს, შეიძლება განცალკევდნენ და საკუთარ თავში ჩაიკეტონ.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

6 აგვისტოს დაბადებულები ექსპერიმენტატორები არიან, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაუჯერებელ და ექსტრაორდინარულ სიტუაციებში, აუცილებლად ეჯახებიან საოცარ და წარმოუდგენელ, აუხსნელ, უჩვეულო მოვლენებს. ისინი ან თავად არიან ასეთი ვითარებების ინიციატორები, ან შემთხვევითი მოწმეები. ასეა თუ ისე, ამოუცნობი, საოცარი ამ ადამიანებს ძალიან იზიდავს. ერთფეროვნება, ჩვეულებრივი, რუტინული საქმიანობა მალე სწყინდებათ. როდესაც სამსახურში ან ოჯახში ასეთ ერთფეროვნებას აწყდებიან, თანდათან მათი მდგომარეობა მძიმდება და ისინი, უბრალოდ, ფანტაზიების სამყაროში გაქცევით შველიან თავს.

ხანდახან არასტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში მათ ცვლილებებისკენ უბიძგებს, რომ დაადგნენ ახალი აღმოჩენების, გამარჯვებების გზას. ხანდახან ამას ისინი მიჰყავს საკუთარი დანიშნულების გააზრებასთან.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
 

6 აგვისტოს დაბადებულებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, უჩვეულო ჩვეულებრივ ვითარებებში აღმოაჩინონ და ამ დროს საოცარ ინტუიციასა და გამჭრიახობას ამჟღავნებენ.

ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან მობილური ჭკუა-გონებით, რომელიც მათ ცვლილებთან მორგების, მათში ორიენტირების საშუალებას აძლევს. სურთ სიყვარული და საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვა. პარტნიორთან არასათანადო მჭიდრო კავშირის უქონლობა ან წარუმატებლობა ცხოვრების მეგზურის ძებნისას მათში დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას იწვევს. 6 აგვისტოს დაბადებულები უმაღლესი კლასის მეგობრები, მზრუნველი მშობლები არიან.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

6 აგვისტოს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, მყარი ჯანმრთელობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ საშიში და დაუჯერებელი ექსპერიმენტები, უსიამოვნებებისა და ტრავმების მიღების თავიდან აცილების საოცარი უნარი გააჩნიათ. ისინი აღმერთებენ გემრიელ საჭმელს, რეგულარულ კვებას, მასაჟსა და კარგს სექსს. ასევე უყვართ ფიზიკური ვარჯიშები, სიარული, ცურვა.

რჩევა:

გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა. ამას ცხოვრება მაინც გაიძულებთ, რადგან უდიდესი მოთხოვნილება გაქვთ, იყოთ საყვარელი ადამიანი. ასევე, ისწავლეთ სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა და სიტუაციის სხვა პოზიციიდან შეხედვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0