27 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / milito10სიცილია, ეოლიის კუნძულები
სიცილია, ეოლიის კუნძულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 27 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ივლისი – 2 აგვისტო

23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს“ ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.

27 ივლისს დაბადებულები

27 ივლისს ძლიერი, ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი, თამამი, ამბიციური და თავმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათი მოწოდება ხშირად მეცნიერება და ლიტერატურაა. უყვართ მოგზაურობა, ხშირად იცვლიან სამუშაოსა და საცხოვრებელ ადგილს.. ხშირად ეს ფინანსურ სირთულეებს, პრობლემებს პირად ცხოვრებაში და მარტოობას იწვევს. თუმცა, თუ მოთოკავენ თავიანთ სწრაფვას მუდმივი ცვლილებებისკენ, გადახედავენ ცხოვრებისეულ ფასეულობებსა და თავიანთ ჩვევებს, შეძლებენ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევას.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

27 ივლისს დაბადებულები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს სხვების ნაცვლად. მათ შესწევთ უნარი, წესრიგში მოიყვანონ აბსოლუტურად ნებისმიერი გრაფიკი და რეჟიმი. როდესაც გადაწყვეტილების მიღების საკითხი თავად მათთან დაკავშირებით დგება, ხშირად პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. ეს ადამიანები მთლიანად უძღვნიან თავს ორგანიზაციას ან საყვარელ საქმეს, და ხშირად ავიწყდებათ საკუთარი ცხოვრება.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

ხანდახან ისეც ხდება, რომ ამ ადამიანებს შიში მართავს. მათ აბრკოლებს თავიანთი მუშაობის ძირითადი სფეროს დაკარგვის შიში, წარმატებების, წინსვლისა და სხვა. არსებობს ამ ადამიანების ორი ტიპი. პირველი - ისინი ახერხებენ თავიანთი ძალების სწორ კალაპოტში მიმართვას, რომელსაც შეუძლია შემოქმედებითი იდეებისა და აზრების წარმატების რეალიზება. მეორე - ნაკლებად წარმატებულია. თუ ეს ადამიანები იწყებენ საკუთარი აგრესიის ან მრისხანების დათრგუნვას, რისკავენ იმით, რომ სხვა ადგილზე და უფრო დამანგრეველი ფორმით „ამოხეთქოს“ ამ დაგროვებულმა ნეგატივმა, რასაც ყველასთვის მოულოდნელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ხშირად ამ თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანების მიღმა დიდი სიმორცხვე და ფარული შიშები იმალება.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მათ უნდა დაგეგმონ არა მხოლოდ კარიერა, არამედ პირადი ცხოვრებაც - ეს ბედნიერების მოპოვებაში დაეხმარება მათ. ასევე მნიშვნელოვანია ამ ორი მხარის ჰარმონიული შერწყმა. ამისთვის მათ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ, ვისთან სურთ ცხოვრების გატარება, თავიანთი დანიშნულება, პირადი და სოციალური სფეროების მნიშვნელოვანი ასპექტები. უნდა იყვნენ პატიოსანი საკუთარი თავის მიმართ და ხშირად მიჰყვნენ გულის ძახილს. ამას, რა თქმა უნდა, უდიდესი ნებისყოფა სჭირდება.

ჯანმრთელობა

27 ივლისს დაბადებულები ფიზიკურად ამტანი ადამიანები არიან, ამიტომ მათ სხვადასხვა სახის ფიზიკური სავარჯიშოები წაადგებათ. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ დაბალანსებული კვება. არცთუ იშვიათად აქვთ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები, რომლების გადაწყვეტისთვის დასჭირდებათ პროფესიონალის ან ძალზე ახლო მეგობრის დახმარება.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

რჩევა:

ნუ ეცდებით მუდმივად სხვისი პრობლემების გადაჭრას. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი აზრები სხვებს არ უნდა მოახვიოთ თავს. ისწავლეთ მოდუნება და ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0