4 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / iwicz09ყვავილნარი ნავში
ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 4 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
4 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

4 მაისს დაბადებულები

4 მაისს ძლიერი ხასიათის, ნებისყოფიანი, თავისუფლებისმოყვარე, სხვისი აზრისგან დამოუკიდებელი, სამართლიანი და პატიოსანი, საიმედო ადამიანები იბადებიან. ამ დღეს დაბადებულების ბედი მთლიანად მათ ხელთაა. მათ თავად შეუძლიათ თავიანთი გზის არჩევა. თუ უსულგულობის გზას აირჩევენ, მათი ცხოვრებაც გაჭირვებაში წარიმართება, თუ განვითარების გზას - შეძლებენ წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

4 მაისს დაბადებულებს უყვართ, როდესაც თავიანთი ცოდნის, ახალი ინფორმაციის შესახებ მოსაზრებას სხვებს უზიარებენ, თანაც ამას საოცრად ზუსტად, წვრილმანების გამოტოვების გარეშე აკეთებენ. ეს ადამიანები მორცხვი და რბილი ხასიათის ჩანან, მაგრამ, სინამდვილეში, შესწევთ იმის ძალა, რომ გადაწყვიტონ ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული ამოცანები. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები გუნდურ სამუშაოს ირჩევენ და ლიდერის როლს ერიდებიან.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულებს, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გარისკვაც უყვართ. ხშირად ამ თვისებას საკუთარ თავში უკვე მოწიფულობაში აღმოაჩენენ ხოლმე, როდესაც უკვე ცვლილებებისა და განახლების სურვილი უჩნდებათ. გარეგნული სიმშვიდისა და კონსერვატულობის მიღმა აზარტული მოთამაშის მგზნებარება იმალება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფულის ნაცვლად თამამი მოქმედებები ფიგურირებს, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევს. ასევე, მატყუარა გარეგნობის მიღმა უტეხი შინაგანი სული იმალება, რომლის მოდრეკა თითქმის შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ამ დღეს დაბადებულებთან რაიმეზე მორიგება ადვილია, მაგრამ თუ ერთხელ საკუთარი აზრი გამოთქვეს, ამ თვალსაზრისს აღარ გადათქვამენ.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი>>

4 მაისს დაბადებულებს მკაფიოდ შემოსაზღვრული იდეალები აქვთ, რომლებსაც ძალიან უფრთხილდებიან და ამასთან დაკავშირებით არანაირ კომპრომისზე არ მიდიან. ეს ადამიანები იზიდავენ მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. ეს მათი შინაგანი სტაბილურობითაა განპირობებული. ამ ადამიანებს ხშირად დიდი დროს სჭირდებათ, რომ საკუთარი ბედნიერება გააცნობიერონ; საპენსიო ასაკს, როგორც წესი, დადებითად ხვდებიან, რადგან დამსახურებულ დასვენებას საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირებისთვის იყენებენ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

4 მაისს დაბადებულების მთავარი პრობლემა ენერგიული გამოფიტვაა, რადგან მათ მიმართ გარშემომყოფები ძალზე მომთხოვნი არიან. ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კვებისა და ძილის რეგულარული რეჟიმი. ამასთან, კუროს სხვა ნიშნის წარმომადგენლების მსგავსად, გემრიელი საკვები უყვართ და მისი მიღებისას, შესაძლოა, ზომიერების გრძნობა დაკარგონ. ამ ადამიანებს წაადგებათ სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

საჭირო არაა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს თავს. სახალხო იმიჯზე შფოთვა არ ღირს. უნდა თქვათ ის, რაც გაწუხებთ - მთავარია, არ შეგეშინდეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ.

ყველა ახალი ამბავი
0