ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგებმა ჯერ კიდევ ძველად იცოდნენ დიდი მმართველებისა და უბრალო მოკვდავი ადამიანების ბედის საიდუმლოებანი. მათ ხელში იყო ძლიერი იარაღი - ცოდნა პლანეტების განლაგებისა და მათი გავლენის შესახებ

ახლა აუცილებელი არაა, იმპერატორი იყო, რომ გაიგო, რა მოგიმზადეს ვარსკვლავებმა. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი გზა შეესატყვისება, რაზეც ასტროლოგიური პროგნოზი გვიამბობს.

მაშ ასე, რას ეძებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ამ ცხოვრებაში, რა არის მისი ცხოვრების მთავარი აზრი - შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპის მეშვეობით

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 4–10 ნოემბრის პერიოდში

ვერძი

ვერძის ცხოვრების აზრი ცხოვრების აზრის ძიებაა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვერძი მუდმივ ძიებაშია. საქმე ისაა, რომ თავის მოწოდებას ის საოცრად სწრაფად პოულობს, ასევე, თავისი მიზანსწრაფულობისა და შინაგანი სიმტკიცის წყალობით, უსწრაფესად აღწევს სასურველს. ვერძი გონზე მოსვლასაც ვერ ასწრებს, რომ ცხოვრების აზრი მოძებნა, მიაღწია - მაგრამ უკვე სხვა მიზანი აქვს საძებნელი. და ის ყველაფერს თავიდან იწყებს.

ცისარტყელის ფერები - Sputnik საქართველო
როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

კურო

კურომ ბავშვობიდანვე იცის, რა სურს ცხოვრებისგან. მისი არჩევანი არც ისე დიდი, მაგრამ წარმოუდგენლად რთულია. ის გზაჯვარედინზე დგას: მიუძღვნას თავი ოჯახს თუ კარიერაში საოცარ სიმაღლეებს მიაღწიოს. პირადი დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ვერ წარმოუდგენია თავი ოჯახური სიმყუდროვის, დიდი ოჯახისა და იმ ადამიანების გარეშე, რომლებსაც მისი გულწრფელი ზრუნვა სჭირდებათ.

ტყუპი

ტყუპს ცხოვრების აზრის პოვნა ძალიან უჭირს ისევე, როგორც სხვა ყველაფრის. ეს იმდენად ცვალებადი პიროვნებაა, რომ ასტროლოგებიც კი გაოგნებული არიან. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნას საკუთარი სურვილებისა და მიზნების ერთგულება სჭირდება; მისთვის აუცილებელია, რომ გვერდით იგრძნოს ერთგული მეგობრების, საყვარელი ადამიანის, სასიამოვნო ნაცნობების დგომა. ასევე, ტყუპი, შეიძლება ითქვას, „ასტროლოგიური წმინდანია". მას ეჩვენება, რომ მისი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე სამყარო დაიღუპება.

რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრების აზრი ისაა, რომ ახლობელი ადამიანები ბედნიერი იყვნენ. რა თქმა უნდა, ის არა მხოლოდ ოჯახური ჰარმონიისკენ ისწრაფვის. მან შესანიშნავად იცის, რომ ბედნიერება პირდაპირ უკავშირდება კომფორტულ პირობებს. კირჩხიბი მზადაა, მთელი მსოფლიოს ფული გამოიმუშაოს, თუ ამას საყვარელი ადამიანი სთხოვს. ამ მგრძნობიარე ასტროლოგიური ნიშნისთვის მარტოობა საშიშია, თუმცა, გრძნობების მთელი ექსპრესია ასახვას შემოქმედებაში ჰპოვებს და მასში ფარულ ნიჭს გახსნის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ლომი

ლომისთვის ცხოვრების აზრი ეტაპობრივად ყალიბდება: ჯერ - პიროვნული ზრდა, შემდეგ საზოგადოებრივი აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ - ოჯახური ცხოვრება. ამ ნიშნისთვის ცხოვრების არსი ახლის მარადიული ძებნაა. ლომისთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების არსში ჩაწვდომა და ბედნიერი მომავლისთვის შეუჩერებელი საქმიანობა. მიზანსწრაფული ლომი არ ჩქარობს შვილის ყოლას, სანამ მისთვის საუკეთესო ცხოვრებას არ მოამზადებს.

ქალწული

ქალწული - ეს ასტროლოგიური ესთეტია. ის მთელი ცხოვრება იდეალის ძებნაშია. რაც მის გარშემოა, სრულყოფილებამდე უნდა იყოს დახვეწილი იმისგან დამოუკიდებლად, არის ეს ურთიერთობა, სამუშაო თუ გატაცება. იდეალი მისთვის გზამკვლევი ვარსკვლავია. მშვენიერისადმი მისწრაფება ლოგიკურ აზროვნებასა და რაციონალიზმს ჩრდილავს. და როდესაც ქალწული ხვდება, რომ სრულყოფილებას საზღვარი არა აქვს, მთელი თავით სამუშაოზე ერთვება. უნაკლობასა და სილამაზეს ძებნა, როგორც აღმოჩნდება ხოლმე ქალწულებისთვის, ძებნა არ უნდა - მისი ყიდვა შეიძლება.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასწორი

სასწორი სამართლიანობისთვის იბრძვის. როგორც თვითონ ფიქრობს, მისი მისია ამ სამყაროს ტყუილისა და უკანონობისგან გათავისუფლებაა. თუმცა, ცხოვრება ხშირად ამსხვრევს მის ფაქიზ ოცნებებს. მაშინ სასწორი ცხოვრებისეული ძალების წყაროს - ოპტიმიზმს მიმართავს - უკეთესის რწმენასა და ახლობლების დახმარებას. როდესაც მომძლავრდება, კვლავ უშიშრად ერთვება უსამართლობის ბრძოლაში, ცდილობს, სამყარო უფრო წმინდა და ნათელი გახადოს. ამასთან, სასწორი უკან დახევას მიჩვეული არაა.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

მორიელი

მორიელი საკუთარი პირადი მიზნებითა და კარნახით ცხოვრობს. მისთვის მთავარია, ნებისმიერ ფასად მიიღოს ის, რაც სურს. მორიელის ცხოვრების აზრი პირად ბედნიერებაშია. ამასთან მისთვის პირველ ადგილზეა ძირითადი ამოცანა, მეორეზე - მეორეხარისხოვანი მიზნები, შემდეგ უკვე - ოჯახის შექმნა. ფულის მიმართ "თბილი" დამოკიდებულება არა აქვს, და შესაძლოა, სწორედ ამიტომ ფული მორიელს, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის აქვს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი წამით, აქ და ახლა ცხოვრობს. ყოველ დღე ახალი ცხოვრებაა. დღეს ერთი რამით არის გატაცებული, ხვალ შეუძლია ახალი, წინას სრულიად საპირისპირო საქმე იპოვოს. მისი ცხოვრების აზრია ახალ-ახალი მოვლენების, ემოციების, სასიამოვნო მომენტების ძიება. მშვილდოსნისთვის რთულია, გაიხედოს მომავლისკენ და საკუთარი თავი ერთი საქმის ერთგულად დაინახოს. მისთვის მთავარია, ისე იცხოვროს, რომ შვილიშვილებისთვის უამრავი მოსაყოლი რამ ჰქონდეს.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

თხის რქა

თხის რქა დაბადებიდან ისახავს მიზანს, რომ უნდა დაიკავოს მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში და ამას, პრინციპში, შესანიშნავად ახერხებს კიდეც. მიზანსწრაფულობა, ავანტიურისტული სული, სიჯიუტე, შეუპოვრობა - ეს თვისებები თხის რქას დიდებისა და წარმატების ოლიმპზე გაბრწყინებაში ეხმარება. პატივმოყვარე ნიშანს შეუძლია მოიშოროს ყველაფერი, რაც მას ცხოვრების გზაზე უშლის ხელს. თუმცა, შეუძლია, თავდადებულიც იყოს და ყველა გვირგვინზე თქვას უარი ოჯახისა და ოჯახური სიმყუდროვის გამო.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

მერწყული

მერწყული ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პრიორიტეტს ირგებს. ყველაზე მთავარია, რომ მიღწეული მიზანი მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმაროს. მერწყულის ცხოვრების აზრი არის კიდეც თვითრეალიზაცია. თუმცა, ეს ნიშანი წინააღმდეგი არაა, ჩაებას სამართლიანობისთვის ბრძოლაში და სხვისი, განსაკუთრებით, ახლობლების უფლებები დაიცვას. მერწყულისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ჰყავდეს თანამოაზრეები, რომლებიც მას ბოლომდე გაჰყვებიან. მერწყული, გარკვეულად, „ასტროლოგიური რევოლუციონერია", რომელსაც სურს, რომ თითოეული ადამიანის პირადი თავისუფლება ხელშეუხებელი იყოს.

თევზები

თევზები ყველაზე მგრძნობიარე, გულღია და გარშემომყოფების გავლენაზე დამოკიდებული ნიშანია. მათთვის არაფერია ახლობლების მხრიდან მხარდაჭერაზე და ზრუნვაზე მნიშვნელოვანი, გარდა საზოგადოებრივი აღიარებისა და სიყვარულისა. ამ ნიშნისთვის მარტოობა უკუნაჩვენებია. საქმიანი, რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობები თევზებისთვის ჩვეული სტიქიაა, სადაც თავს საჭიროდ და ბედნიერად გრძნობენ. მათ სურთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, სიხარული თითოეული ადამიანისთვის, ამიტომ გულმოდგინედ ცდილობენ, გარშემო ჰარმონია და სიყვარული სუფევდეს.

ყველა ახალი ამბავი
0