21 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 21 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

© FB/ Zodiac Signsვერძი
21 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ.

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

21 მარტს დაბადებულები

21 მარტს დაბადებულები საკმაოდ უჩვეულო ადამიანები არიან. მათი ცხოვრების გზა სავსეა როგორც მწვერვალების ტრიუმფული დაპყრობებით, ისე სასტიკი ვარდნებით, მიმართულებების მკვეთრი ცვლილებებით. მათი დადებითი თვისებებია ძალა, სიჯიუტე, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფი ათვისება. უარყოფითი თვისებებია თავშეუკავებლობა, ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა, ზედმეტად დიდი ამბიციები.

ამ ნიშნის წარმომადგენლები თუ ისწავლიან საკუთარი ემოციების გაკონტროლებას, დადებითი თვისებების გამოყენებით შეძლებენ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის მოპოვებას, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

21 მარტს დაბადებულების პირადი მახასიათებლებია უკომპრომისობა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, ზედმეტი პირდაპირობა, ახალ-ახალი შემოქმედებითი იდეებისა და მათი რეალიზების უნარი. ეს თვისებები გაზაფხულის ბუნიობის დღესთანაც არის დაკავშირებული. ეს ასტრონომიული მოვლენა უწინ გაზაფხულის მოსვლას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავდა. ეს დღე, მარსის ზეგავლენასთან ერთად, აძლიერებს ამ დღეს დაბადებულების ენერგიას, ანიჭებს მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სუფთა აურას.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

21 მარტს დაბადებულების მიმართ ხშირად ანტიპათიით არიან გამსჭვალული, რადგან მათ არ უყვართ თვალთმაქცობა, ვერ იტანენ სხვებისადმი დამორჩილებას, ისწრაფვიან ყველაფრის სათავისოდ მორგებისკენ.

ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მეოცნებეები და ფანტაზიორები არიან - ნებისმიერი დაუჯერებელი და ფანტასტიკური იდეიდან მატერიალური მოგების მიღება შეუძლიათ. მათ უყვართ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს; პროექტის ხორცშესხმის დროს იქმნება სტრუქტურები, რომლებიც ადრე თუ გვიან ინგრევა, რადგან მისი შემქმნელი მისდამი ინტერესს კარგავს. ამას საფუძვლად შეიძლება ისიც ედოს, რომ ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა არათუ საქმიან პარტნიორებთან, არამედ თავად რეალობასთანაც კი.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

სწორედ უკომპრომისობა, პრინციპულობა და ქედუხრელი თავდაჯერებულობა უშლის ხშირად ხელს 21 მარტს დაბადებულებს, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებას სხვა კუთხიდან, სხვა თვალსაზრისით შეხედონ. ისინი სხვა ადამიანებს უმეტესად სუსტებად, პასიურებად, უმწეოებად მიიჩნევენ.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

21 მარტს დაბადებულებს საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ისინი კარგად იტანენ მარტოობას, არ აშინებთ ავადმყოფობები. ხშირად სერიოზულ დაავადებას ძალზე უჩვეულო მეთოდებით, ან შემთხვევითობის წყალობით უმკლავდებიან. მათ ჯანმრთელი სხეულისა და ფსიქიკის შენარჩუნებაში ცეკვა და იოგა ეხმარებათ. მათი გემოვნება საკვებში დახვეწილობით არ გამოირჩევა, მაგრამ უყვართ ნოყიერი, უხეში და ქორფა საკვები.

რჩევა:

წარმატების მისაღწევად საკმარისია, ისწავლოთ საკუთარი მრისხანების მართვა, განავითაროთ საკუთარ თავში ტაქტი და სიფაქიზე. ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების შესახებ, რადგან ადამიანებს სხვისი ფიქრების წაკითხვის უნარი არ აქვთ. ნუ იქნებით მეწვრილმანე, ამპარტავანი და ნუ მოინდომებთ შურისძიებას წლების შემდეგ. სიამაყე და მსგავსი ემოციები რეალობის ადეკვატურად აღქმაში გიშლით ხელს და ამას ცხოვრებისა და თქვენი პიროვნების ტრაგიკული დანგრევა შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0