ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის თებერვალში

CC BY-SA 2.0 / John Flannery / Cardinalsშეყვარებული ჩიტები
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრს აინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები თებერვალში სასიყვარულო ფრონტზე. იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებს ამ სფეროში, ჩვენი ჰოროსკოპი გიამბობთ

თებერვალი ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად პოზიტიური პერიოდი იქნება. ბევრს გაუმართლებს და წარმატებებს მიაღწევს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მათ შორის - სიყვარულშიც.

რა გველოდება თებერვალში: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

კურო

თებერვალში კუროებისთვის საპასუხისმგებლო მომენტი დადგება. დაოჯახებულებს ურთიერთობების სიმტკიცის შემოწმება ელოდება. ამას ქარაფშუტულად არ უნდა მოეკიდოთ, არამედ სერიოზულად უნდა აღიქვათ. თუ ამ გამოცდას ღირსეულად გაივლით, ჯილდოსაც მალე მიიღებთ.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ცნობილია, რომ კუროებს იუმორის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ. ამის წყალობით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცევით. მაგრამ, ამასთან, გარეგნობასთან დაკავშირებით გარკვეული კომპლექსებიც გაწუხებთ, რისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ. გარეგნულ სილამაზეს მხოლო ბევრად განაპირობებს შინაგანი განწყობა, რომელიც ვლინდება გაბრწყინებულ თვალები და გულწრფელ ღიმილში. სწორედ ამიტომ გახსოვდეთ, რომ შინაგან სილამაზეს არაფერი სჯობს.

ამასთან კუროები საშინლად ჯიუტიც ხართ. ხასიათის ამ თვისების გამო არის საშიშროება, რომ დაინგრეს ურთიერთობები, რომელსაც ამდენი დრო და ძალა მოახმარეთ. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იყოთ დამთმობი, მოქნილი, ეცადოთ, რომ პარტნიორს კამათისას დაუთმოთ, თუნდაც ის მართალი არ იყოს. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ურთიერთობები მყარ, მტკიცე და ხანგრძლივ კავშირში გადაიზრდება.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

კირჩხიბი

იმ კირჩხიბებისთვის, ვინც უკვე იპოვა ცხოვრების მეგზური, თებერვალი შესანიშნავი შესაძლებლობების თვე იქნება, რომ ეს ურთიერთობები დააკანონოს. ამ თვეში მოიმატებს თქვენი სექსუალობა, მომხიბვლელობა. თქვენი მიმზიდველობის წინაშე ბევრი იქნება უძლური. მაგრამ, ამასთან, უნდა დაიცვათ ზომიერების გრძნობა.

რაც შეეხება დაოჯახებულ კირჩხიბებს, მათ, შესაძლოა, არცთუ მარტივი პერიოდი დაუდგეთ. ცხოვრება, შესაძლოა, მექსიკურ სერიალს დაემსგავსოს. მოსალოდნელია ხშირ-ხშირი ჩხუბი, მაგრამ, ამასთან, შემდეგ სასიხარულო შერიგებაც. საჭიროა მეტი მოთმინება, თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ასტროლოგები გირჩევენ, უარი თქვათ მსუბუქ, არაფრის მომცემ ფლირტზე. თავი აუცილებლად უნდა განაწყოთ სერიოზული ურთიერთობებისთვის და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ასე გაჩნდება საძირკველი სერიოზული ურთიერთობებისთვის.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ლომი

თებერვალი იღბლიანი თვეა ლომებისთვის. სასიყვარულო საქმეებში იღბალი თქვენი თანმდევი იქნება. გაჩნდება ბევრი ახალი ნაცნობი. ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ ჩვეულებრივი მეგობრობა უფრო სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდოს. რამე გაუგებრობა რომ არ მოხდეს, საჭიროა თითოეული ნაბიჯის გათვლა. ასეთ შემთხვევაში ბედნიერება გარანტირებულია. მაღალია ცხოვრების მომავალი მეგზურის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე შეხვედრის შანსი.

ლომებს თებერვალში მეტი რომანტიკისა და სინაზის სურვილი გაგიჩნდებათ. ამ თვეში, ძირითადად, სულიერად ახლობელი ადამიანები შეგხვდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, მათ ყურადღება მიაქციოთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ საყვარელი ადამიანი მათ შორის იპოვოთ.

ყველა ახალი ამბავი
0