კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 6–12 იანვრის პერიოდში

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარსკვლავების განლაგება ამ კვირაში საკმაოდ ხელსაყრელია. ყველაზე მთავარია ის, რომ მათი ენერგეტიკა სტაბილური და აღმშენებლობითია. ეს ნიშნავს, რომ იდეალური დროა ახალი მიზნების დასახვისა და მათი სწრაფად მიღწევისთვის

გაეცანით კვირის ასტროპროგნოზს და გაიგეთ, როგორი კვირა გელოდებათ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უსიამოვნებები აირიდოთ თავიდან და ბედნიერება მოიზიდოთ.

ვერძი

არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ. ურთიერთობები მშვიდად და კრიტიკის გარეშე ააწყვეთ კოლეგებთან. იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს შინაგანად, დამოკიდებულია განწყობა მთელი შვიდი დღის განმავლობაში. პოზიტიური და საინტერესო იქნება საუბრები მეგობრებთან.

ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც ამ ზამთარში წარსულ სიყვარულს შეხვდებიან

მომგებიანი წინადადებები ელოდებათ ბიზნესმენებს, ამიტომ უარი არ თქვათ ხანგრძლივ მივლინებაზე. სწორედ ეს განამტკიცებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში. პირადი საკითხები და რომანტიკული შეხვედრები, სჯობს, უქმეებისთვის გადადოთ.

კურო

ვარსკვლავები ახლა არცთუ საუკეთესო კონდიციაში იმყოფებიან. ამ კვირამ, შესაძლოა, ბევრი პრობლემა მოგიტანოთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სიყვარულშიც. უქმეებზე, რათა დასვენების დღეები სიმშვიდეში გაატაროთ, ყველა შინაგანი რესურსი უნდა აამუშაოთ, მოაგვაროთ მწვავე პრობლემები სამსახურშიცა და სიყვარულშიც, იზრუნოთ იმაზე, რომ სახლში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და ყურადღებას არაფერი გიფანტავდეთ.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება – ჯანმრთელობა. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ ოდნავ მაინც არასასიამოვნო სიმპტომებს გრძნობთ. არ არის გამორიცხული, რომ მარტოხელები შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც შემდგომ ცხოვრებას დაუკავშირებთ.

ტყუპი

ტყუპებს კარგი კვირა გელოდებათ. არც კი მოგიწევთ დაძაბვა ან ვინმესთან რამე შეთანხმებაზე ნერვიულობა. მთავარია, გამოიჩინოთ ინიციატივა და მოიქცეთ ისე, როგორც ეს ჭეშმარიტ პროფესიონალს შეეფერება. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ სამუშაოზე ბევრია ისეთი, რომელიც სწორებას თქვენზე ახდენს.

საახალწლო სათამაშოები - Sputnik საქართველო
რა გველოდება იანვარში – თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ოჯახში რაღაც ძალიან რთულ საკითხებზე შეიძლება მოგიწიოთ მუშაობა. არ არის გამორიცხული ხარჯები. იფრთხილეთ სამკურნალო პრეპარატების, სპირტიანი სასმელებისა და ახალი კერძების მიღების დროს – შესაძლოა, რამემ გაწყინოთ, რამაც შედეგად, კუჭ–ნაწლავის დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.

კირხიბი

საკმაოდ პროდუქტიული კვირაა. მოახერხებთ წარმატებების მიღწევას ამურულ სფეროში, დიდ სიმაღლეებს დაიპყრობთ ფინანსურ საქმეებში, მუშაობასა და ბიზნესში. ასტროლოგები გირჩევენ, ენდოთ ინტუიციას. მარტოხელა კირჩხიბების ცხოვრება აეწყობა, თუ ისინი თავიანთი ნაჭუჭიდან გამოვლენ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა გარანტირებულია.

შუა კვირაში მოსალოდნელია მგზავრობა, ძველ მეგობრებთან შეხვედრები, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვები.

ლომი

ლომებისთვის ამ კვირაში პირველ ადგილზე სამუშაო იდგება. სწორედ საქმეებში მოგიწევთ დიდი დროის გატარება, დაგავიწყდებათ დასვენება და ახლობლებისთვის მიცემული პირობა. რას იზამთ, ფინანსური სტაბილურობისთვის ასეა საჭირო. ოჯახურ ცხოვრებაში სტრესული ვითარებებია მოსალოდნელი, დაიძაბება ურთიერთობები, მაგრამ თუ მოახერხებთ ნერვების გაკონტროლებას, მძაფრ უსიამოვნებებს აირიდებთ თავიდან.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

უქმეებზე დასვენების ნაცვლად ფინანსური ინტერესების დაცვა შეიძლება მოგიწიოთ. შესაძლოა, თქვენმა რომელიმე პარტნიორმა ბინძური თამაში წამოიწყოს, რომლის ეპიცენტრშიც თქვენ აღმოჩნდეთ. ფრთხილად იყავით.

ქალწული

ქალწულებს შესანიშნავი და ნაყოფიერი კვირა გელოდებათ. სამწუხაროდ, მატერიალური სფერო არცთუ სახარბიელოა, მაგრამ ეს მხოლოდ სიმხნევეს მოგმატებთ და ინიციატივიანს გაგხდით. სამუშაოზე შეგიძლიათ გაზარდოთ საქმიანობის ჩვეული საზღვრები, რათა ხელმძღვანელის კრიტიკული თვალთახედვის არეალში არ მოხვდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება გჭირდებათ, სასწრაფოდ იზრუნეთ ამაზე.

შუა კვირაში მოსალოდნელია ყოფითი პრობლემები, მაშინ, როდესაც დასვენებისა და რომანტიკის სურვილი მოგეძალებათ. მაგრამ მოდუნების საშუალებას თავს ვერ მისცემთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არის საფრთხე იმისა, რომ დაკარგოთ ის, რაზეც ოცნებობდით. წარმატებით ჩაივლის მგზავრობა, ახალ ადამიანებთან შეხვედრები. ყურადღება მიაქციეთ გარეგნულ იმიჯს.

სასწორი

ასტროლოგები ხელმძღვანელობასთან კამათს არ გირჩევენ. შესაძლოა, მრავალ პრობლემას წააწყდეთ, გზა გადაიკეტოთ კარიერაში. გააკეთეთ ის, რაც საჭიროა და ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურთ. პირად ცხოვრებაში ბედს არ შეეწინააღმდეგოთ. გელოდებათ საოცარ ადამიანთან შეხვედრა. თქვენთვის რეკომენდებულია, რომ დაინტერესდეთ ყველაფერი ახლით, უჩვეულოთი. მაგალითად, ინფორმაციებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

ფულის კუპიურები. დოლარი და ლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გამდიდრება 2020 წელს

კარგი იქნება საცხოვრებლის მოწყობა, სამოგზაუროდ წასვლა. უარი თქვით ნეგატიურ ურთიერთობებზე. იმხიარულეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ ალკოჰოლის მიღებისა და ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, ცეკვის მხრივ.

მორიელი

ამ კვირაში სამუშაოზე გრანდიოზული მოვლენები გელოდებათ. შესაძლებელია დაწინაურება სამსახურში, ხელფასის მომატება, მომგებიანი კონტრაქტების დადება. გეგმების რეალიზებისას ცვლილებების შეტანით გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და ამაღლდება საქმიანი აქტიურობა.

კვირის ბოლოს, შესაძლოა, გენიალური იდეა გაგიჩნდეთ, მაგრამ ჯერჯერობით დადუმდით, არავის არაფერი უთხრათ. ოჯახურ ცხოვრებაში სრული წესრიგია მოსალოდნელი. ყოფითი საკითხების გადაჭრისას იფრთხილეთ – მოსალოდნელია ტრავმის მიღება.

მშვილდოსანი

არასაკმარისი ფინანსები – ეს დაგთრგუნავთ ამ კვირაში და კალაპოტიდან ამოგაგდებთ. კვირა, სამწუხაროდ, ისე არ აეწყობა, როგორც გსურთ. არ არის გამორიცხული ფინანსური დანაკარგები, ამიტომ ყურადღეით იყავით ფინანსურ, კომერციულ სფეროში. შესაძლებელია ახალი კავშირები, რომლის შემდეგ კარიერული აღმასვლა დაიწყება.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

პირად საკითხებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუნდაც ყვირილის სურვილი გაგიჩნდეთ საკუთარ ბედნიერებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბედნიერებას ხმაური არ უყვარს. კარგად ჩაივლის მოგზაურობა, შოპინგი, კულტურული ღონისძიებები. თუ წინასწარ მოიფიქრებთ ნაბიჯებს, ნებისმიერი კრიზისული სიტუაციიდან შეძლებთ გმირულად და თავაწეულად გამოსვლას.

თხის რქა

თუ სწორად გაშიფრავთ საკუთარ სურვილებს, ისინი აუცილებლად ახდება. ეს ეხება ფულსაც, სიყვარულსაც და შორეულ მგზავრობასაც. არავის ენდოთ ისე, როგორც საკუთარ თავს – ეს მუდამ გახსოვდეთ. უარი თქვით ფულის სხვადასხვა საქმეში ჩადებაზე და არ დაძაბოთ ვითარება პირად ცხოვრებაში.

შუა კვირა წარმატებით ჩაივლის. იგრძნობთ შემოქმედებითი ძალების მოზღვავებას, განახორციელებთ ძველ გეგმებს, შექმნით მტკიცე ფინანსურ ბაზას. მოგიწევთ საქმიანი შეხვედრები. მარტოხელებისთვის მოსალოდნელია ურთიერთობების აღდგენა ადამიანთან, რომელთანაც ღრმა გრძნობები გაკავშირებდათ.

მერწყული

ვინც ნამდვილად უფრთხილდება თავის რეპუტაციას, ეს მერწყულია. ამ კვირაში მოსალოდნელია პრობლემები კოლექტივში, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში. გაითვალისწინეთ, რომ ეს რაღაც ჩვეულებრივი, წვრილმანი პრობლემები კი არა, არამედ დიდებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებული ხაფანგებია. იყავით პუნქტუალური, ორგანიზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისსა და ჭორების აბლაბუდაში გაეხვევით.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

აღმოჩნდება, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები ყველას განხილვის საგანია. მოიქეცით ისე, თითქოს არაფერი გსმენიათ, დაგინახავთ. ასეთი ტაქტიკა საჭირო პაუზას მოგცემთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ აქტიური მოქმედება არაკეთილმოსურნეებისა და კონკურენტების წინააღმდეგ. ჯანმრთელობის შერყევაა მოსალოდნელი, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ კვებასა და დასვენებას.

თევზები

ამ კვირაში თქვენში ისეთი თვისებები გაიღვიძებს, რომ ვიღაც–ვიღაცებისთვის ეს ნამდვილად ცუდი იქნება. ეს ეხება მათ, ვინც თქვენზე ჭორებს ავრცელებს და თქვენს სწორი გზიდან გადაყვანას ცდილობს. ამ უმოწყალო ბრძოლაში შინაგანი კომფორტის შესანარჩუნებლად დიდი ნებისყოფა და მოთმინება დაგჭირდებათ. ოჯახურ ცხოვრებაშიც კონფლიქტების ჯერია მოსალოდნელი, ამიტომ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ.

სამაგიეროდ, გაგახარებთ ფინანსური სფერო. მოსალოდნელია თანხის მიღება. მარტოხელები შეიძლება აღმოჩნდეთ სწორ ადგილასა და სწორ დროს. ადამიანთან შეხვედრა, რომლის გამოც სხეულში  ჟრუანტელი დაგივლით, უქმეებზეა მოსალოდნელი.  ნათესავებთან შეხვედრა ამ კვირაში საჭირო არაა, მათთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი იქონიეთ.

ყველა ახალი ამბავი
0