დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 დეკემბერი

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მშვიდი, ნაყოფიერი დღეა. სწრაფად უმკლავდებით ჩვეულ საქმეებს, მზად ხართ, რამე ახალს შეეჭიდოთ. ბევრი თქვენგანი სხვის გამოცდილებას ითვალისწინებს და ამით საკუთარ შეცდომებს გვერდს უვლის. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებები, საყიდლები. ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები, რომლებიც დაგაინტერესებთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება, ასევე, საქმის ბოლომდე მიყვანა. ხშირად გადაგაქვთ ყურადღება მთავარი საკითხიდან, თუ დაბრკოლებები იქმნება, მიზნისკენ იოლ გზას ეძებთ, რომელიც არ არსებობს. გამოიჩინეთ სიმტკიცე და გაგიჩნდებათ შესანიშნავი შედეგების მიღების შანსი. ყველას ნუ ენდობით. კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ. ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. არასასურველია სერიოზული ფიზიკური დატვირთვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ბევრი რამ თავისთავად ეწყობა კარგად, წარმატებებს ძალისხმევის გარეშე აღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ ძლიერი მოკავშირეები გამოჩნდნენ, რომლებსაც თქვენი იდეები და გეგმები აინტერესებთ. თვალი მიადევნეთ იმას, რომ პირადი სიმპათიები საქმიან ურთიერთობებზე არ ახდენდნენ გავლენას. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით არ მიიღებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომანტიკული ნაცნობობა.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

არ იჩქაროთ. ეს ის დღე არ არის, როცა იოლად შეიძლება სასურველის მიღება და დიდი წარმატების მიღწევა. მოგიწევთ შრომა, რომ გადაწყვიტოთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი პრობლემებიც. ახლობლები მხარს გიჭერენ, მაგრამ რეალურად ვერ გეხმარებიან. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ. დღეს თანხას უყაირათოდ ხარჯავთ. ამასთან, შესაძლოა, მოულოდნელი ხარჯები გამოჩნდეს და ფულის დახარჯვა მოგიწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც უამრავ საინტერესო შესაძლებლობას ხსნის თქვენ წინაშე. იმოქმედეთ სწრაფად და ყველაფერი გამოგივათ. ახლა ყველაზე მთავარია, უკან არ დაიხიოთ. თუ არ დანებდებით, სირთულეებს მალე მოჰყვება გამარჯვებები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ადვილად მოიპოვებთ ახალი ნაცნობების სიმპათიას. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. ადვილად პოულობთ მოკავშირეებს, მათ შორის, ძლიერ და გავლენიან ადამიანებს. ხართ ფრთხილი და ყურადღებიანი, ინტუიცია შეუცდომლად გკარნახობთ, ვის უნდა ენდოთ და ვის – არა. კარგად მოფიქრებული მოქმედებებით შესანიშნავ შედეგებს აღწევთ. შესაძლებელია თანხის მიღება. არასასურველია სესხის გაცემა, ვალის აღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ბევრ საქმეში აღწევთ წარმატებას, ხანდახან, უბრალოდ, ბედი გიღიმით და ძალისხმევის გარეშე იღებთ სასურველს. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი და ზედმეტი თავდაჯერებულობაა. შეაფასეთ საკუთარი ძალები სწორად და შეძლებთ სირთულეების დაძლევას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

მარტივი დღე არ არის. გიჭირთ ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება, ამიტომ ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მარტოს გიწევთ. ხანდახან ამასაც ვერ ახერხებთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ რისკი, საეჭვო ღონისიებებში მონაწილეობა. საქმიან ურთიერთობებში ყველას არ ენდოთ. მოსალოდნელია იღბლიანი მგზავრობა. არ არის გამორიცხული, რომ სახლიდან შორს საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

რთული და საკმაოდ დამღლელი დღეა. გექნებათ ჩვეულებრივზე მეტი საქმე. ხშირად გადააქვთ თქვენი ყურადღება სხვა საქმეებზე, ვერ ახერხებთ ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირებას. თუ ყურადღებით იქნებით, კარგ შედეგებს მიაღწევთ. ბევრ თქვენგანს არ ჰყოფნის ახლობლების მხარდაჭერა. ეს დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. მოსალოდნელია მოულოდნელი მგზავრობა.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღის დასაწყისი იღბლიანი და ნაყოფიერი იქნება. იჩქარეთ, რომ ამ დროს მოასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები, მიაღწიოთ წარმატებებს. ნუ დაელოდებით, რომ ვინმე მხარს დაგიჭერთ ან რჩევას მოგცემთ. მზად იყავით პასუხისმგებლობის აღებისთვის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისთვის. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად იღბლიანი იქნება. შესაძლებელია შეცდომები, დანაკარგები. ზოგიერთ თქვენგანს გეგმების შეცვლა მოუწევს, რათა ახლობლებს დაეხმაროს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

რთული დღეა, რომელიც დაძაბული ემოციური ფონით გამოირჩევა. გიჭირთ წამიერ სურვილებთან გამკლავება. შესაძლებელია არასწორი გადაწყვეტილებები, რასაც სამუშაოსთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. საქმიან ურთიერთობებში ფრთხილად იყავით. ხშირად ენდობით ადამიანებს პირად სიმპათია–ანტიპათიაზე დაყრდნობით, ამ დროს კი პროფესიული ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. დღის მეორე ნახევარში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. გამოიჩინეთ ზომიერი ინიციატივა პირად ურთიერთობებში.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მშფოთვარე დღეა. ცდილობთ საკუთარი თავის გაკონტროლებას, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან, შესაძლებელია უთანხმოებები, ჩხუბი წვრილმანების გამო. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი პერიოდია საქმიანი საკითხების განხილვისთვის. შესაძლოა, რაღაც საინტერესო შემოგთავაზონ. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0