რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბერი საკმაოდ მდიდარი იქნება მოვლენებით. ვარსკვლავები და პლანეტები შედარებით მშვიდ მდგომარეობაში იქნებიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თავის ენერგეტიკას შეიცვლის, რაც ზოდიაქოს ნიშნებზე აუცილებლად აისახება სხვადასხვაგვარად

უმთავრესი დეკემბერში - ეს ჯანმრთელობის შენარჩუნება და იღბლიანობით დამუხტვაა. ასტროლოგების პროგნოზი დაგეხმარებათ საქმეების სწორად დაგეგმვაში და ახალი წლისთვის მომზადებაში.

ვერძი

ვერძებისთვის წლის ბოლო თვე ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. დეკემბრის პირველი ნახევარი ძალზე დინამიკური, კაშკაშა და პროდუქტიული იქნება. 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება პერიოდი, როდესაც არ ღირს საქმეების სამომავლოდ გადადება. ამ პერიოდში უნდა გათავისუფლდეთ ვალებისგან, მოუწესრიგებელი საქმეებისგან სამსახურში და მოამზადოთ საკუთარი თავი და საცხოვრებელი 2020 წლის დასახვედრად.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ 10-დან 12 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში, არ გადადოთ არანაირი საქმე. არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს, თუ დაუკითხავად გირჩევენ რამეს. გარშემომყოფებს თქვენთვის ცხოვრების სწავლება და დამოძღვრა მოუნდებათ. ასტროლოგები აცხადებენ, რომ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად უნდა იფიქროთ და დაეყრდნოთ ინტუიციას.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

კურო

14-15 დეკემბრამდე იღბალი მუდმივად გაგიღიმებთ, მაგრამ შემდეგ შემოქმედებითი და ემოციური „უძრაობის" ხანა დადგება. შესაძლოა, დეპრესიული აზრები მოგეძალოთ, აპათია დაგეუფლოთ საახალწლოდ. და მხოლოდ 31 დეკემბერს კვლავ „ჩადგებიან კალაპოტში" ვარსკვლავები და პლანეტები. ეს ხელსაყრელი დღე იქნება იმისთვის, რომ ის პოზიტიური განწყობით გაატაროთ.

მთავარი, რაც დეკემბერში არ უნდა დაივიწყოთ, ეს ემოციების მართვაა. თუ თავს ხელში არ აიყვანთ, წლის ბოლო ჩხუბითა და საყვარელ ადამიანთან შესაძლოა განშორებით გამუქდება. არ მისცეთ თავს უხეშობის უფლება. დეკემბრის ბოლოს ასევე მოსალოდნელია სპონტანური განცდები, რომლებიც თქვენზე ძალიან იმოქმედებს.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

ტყუპებმა ახალი გატაცებები უნდა უპოვოთ. თქვენი ქვეცნობიერი მიმართული იქნება ახალი ემოციებისა და სიყვარულის ძებნაზე. ეს 8 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოასწროთ. 9 დეკემბრიდან პლანეტები და ვარსკვლავები ნეგატიურად განეწყობიან და მოტივაციასა და იღბალს მოგაკლებენ. ყველაფერი თავის რიგს მხოლოდ 29 დეკემბერს დაუბრუნდება.

ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლო სამი დღე საახალწლო განწყობის შექმნას უნდა მოანდომოთ. ამას უმეტესობა თქვენგანი მოახერხებს და ნაღვლიან განწყობაზე გაიმარჯვებს. ზოგიერთს დახმარებისთვის ახლობლებისთვის მიმართვა დასჭირდება. ფინანსური ნაკადების გასაძლიერებლად მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ადგილი, გადაყარეთ უსარგებლო და ძველმანი ნივთები. დეკემბრის ბოლოს გააქტიურდება პოზიტიური პროცესები და გაჩნდება ახალი სურვილები და მიზნები.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

კირჩხიბი

უკვე ორი დეკემბრიდან საჭიროა ფრთხილი მოქმედებები, რადგან პლანეტები დესტრუქციული გახდებიან და დაიწყება დისჰარმონიის პერიოდი, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მაგრამ ზამთრის პირველი თვე საუკეთესოა სულიერი ძიებების, თვითანალიზისთვის, მომავლის დაგეგმვისთვის. ყურადღება გადაიტანეთ მომავალზე და არა წარსულზე. ასევე, ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა აწმყო.

კარგი ამ თვეში ისაა, რომ დამოუკიდებლად შეგიძლიათ განწყობის შეცვლა. მეტი დრო უნდა გაატაროთ სასიამოვნო კომპანიაში. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, წინასწარ ჩამოყალიბდნენ, ვისთან ურჩევნიათ ახალი წლის დღესასწაულის გატარება. მეორე მხრივ, ძალიან ამბიციური გეგმების დაწყობაც არ ღირს.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ლომი

ლომებს განსაკუთრებული შარმი გაქვთ. ეს დეკემბერში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს ეხება არა მხოლოდ სასიყვარულო სფეროს, არამედ ფულსაც და სამუშაოსაც. ადამიანებთან ურთიერთობებში მაქსიმალური მომხიბვლელობა და ქარიზმა დაგჭირდებათ. ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებას უფრო კაშკაშასა და პოზიტიურს გახდიან. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ენერგეტიკული ფონი შემცირდება და საკუთარ თავთან მარტო შეიძლება აღმოჩნდეთ.

ეს ნიშნავს, რომ დეკემბრის ბოლო დაახლოებით ერთი კვირა ისე წარიმართება, როგორც ამას თვითონ მოინდომებთ. საჭირო იქნება ენთუზიაზმისა და მოტივაციის მოძიება. წლის ბოლო მთლიანად თქვენს ხელში აღმოჩნდება. თუ მოახერხებთ პოზიტივზე აწყობას, ყველაფერი კარგად ჩაივლის და უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელი არ იქნება.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ქალწული

თქვენთვის უმთავრესი სფერო დეკემბერში სიყვარული გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, 8 დეკემბრამდე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, ან, თუ არ გყავთ პარტნიორი, ეს პერიოდი მის ძებნას მიუძღვნათ. განწყობის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალება ფლირტი გახდება. 9-დან 29 დეკემბრამდე ვითარება ამის სრულიად საპირისპირო გახდება. ურთიერთობებში, შესაძლოა, მერყეობას გადააწყდეთ.

წლის ბოლო სამი დღე კვლავ გაჩუქებთ იღბალს, მაგრამ აქ უკვე ცხოვრების ყველა სფერო ამოქმედდება. მოგიწევთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება, ვალების გასტუმრება და ადრე მიცემული დანაპირების შესრულება. სჯობს, დეკემბერში უცხო და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს არ გაანდოთ საკუთარი გეგმები. ასევე, კარგი იქნება, თუ ძირითადად საკუთარი თავის იმედი გექნებათ და არა სხვების.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

სასწორი

ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული პრინციპები. დეკემბერი ის დროა, როცა სასწორებმა ეს პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოთ. უნდა შეინარჩუნოთ უწინდელი გზა, მაგრამ მიმდინარე პრობლემებისთვის გასაღები მოძებნოთ. გაიზრდება ნეგატიური ემოციებისადმი მგრძნობელობა, ამიტომ მოერიდეთ სარისკო ღონისძიებებსა და უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს.

ვარსკვლავები და პლანეტები სასწორებს ორ დიდ ჯგუფად დაგყოფენ. ერთს ელოდება ენთუზიაზმისა და მოტივაციის ამაღლება სამუშაოზე, მეორეს - იღბალი სიყვარულში. ორივეს მოუწევს ოჯახში ფუსფუსი, რუტინული პრობლემების მოგვარება. სჯობს, დღესასწაულისთვის წინასწარ მოემზადოთ და საახალწლო განწყობა შეიქმნათ.

მორიელი

ზამთრის დასაწყისი მორიელებისთვის წარმატებული იქნება, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები თქვენს ინტუიციას მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. მეტად ენდეთ წინათგრძნობას როგორც სიყვარულში, ისე სამუშაოსა და ფულის საკითხებში. კარგად ჩაივლის ფინანსური გარიგებები, ძვირადღირებული ტექნიკისა თუ ავეჯის შეძენა.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

დეკემბრის ბოლოს, შესაძლოა, დაღლილობა იგრძნოთ. ეს ორგანიზმის სიგნალი იქნება, რომ დაისვენოთ. მთლიანობაში, გადაღლა დეკემბერში შეიძლება საკმაოდ საშიშიც იყოს. სიცოცხლის სიყვარული გიხსნით გულგატეხილობის, იმედგაცრუებისა და აპათიისგანაც კი. მთავარია, გწამდეთ საკუთარი თავის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს კომპრომისების დრო გეწყებათ. 2 დეკემბრის შემდეგ ციური სხეულები ნაკლებად აღმშენებლობითი იქნებიან, ამიტომ გარშემომყოფებთან კონფლიქტს ასტროლოგები ნამდვილად არ გირჩევენ. სჯობს, მეგობრული ატმოსფერო შეინარჩუნოთ სამუშაო ადგილზეც და ოჯახშიც.

უნდა დაიწყოთ არა მხოლოდ ახლობლებისა და მეგობრების დაფასება, არამედ გაიცნოთ ახალი ადამიანებიც. ეს განწყობის ამაღლებაში, იღბლის მოზიდვაში და საზოგადოებაში სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. დეკემბერში არ ღირს რემონტის წამოწყება, ან რამე ძვირადღირებული ნივთის ყიდვა. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, შორ გზას არ დაადგეთ.

პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები

თხის რქა

მნიშვნელოვანი თვეა იმ თხის რქებისთვის, რომლებიც აქტიურ ურთიერთობებში არიან. კარგი იქნება, თუ დროს მთლიანად ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებსა და პარტნიორს დაუთმობთ. ასტროლოგები არ გირჩევენ ახალი ურთიერთობების დაწყებასა და ფუჭი დაპირებების მიცემას. საქმეებში აჯობებს, რომ ყველა გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონოთ, არ იჩქაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი.

ასტროლოგები აცხადებენ, რომ დეკემბერში, შესაძლოა, ენერგია მოგაკლდეთ და მოტივაცია დაკარგოთ. საჭიროა ენერგეტიკის გაძლიერება და ძალების აღდგენა. დეკემბრის ბოლოსთვის ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვანი მიმდინარე პრობლემების გადაჭრაზე, რათა 2019 წელი მშვიდად გაუშვათ. განწყობას წინასაახალწლოდ ახალი ნივთების შეძენა და გარემოს გამოცვლა აგიმაღლებთ.

მერწყული

მერწყულების ცხოვრება დეკემბერში ძლიერ შეიცვლება და თან, უპირატესად, დადებითად. ეს თვე შესანიშნავი პერიოდი იქნება ზომიერი და მშვიდი მუშაობისთვის. არ ღირს გადაღლა და ასევე, არც უსაქმოდ ჯდომა.

აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები

თუ სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევთ, არ ინერვიულოთ. ახლა მთავარია, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები როგორც სიყვარულის, ისე სამუშაო სფეროში, რომ უიღბლობა არ მოიზიდოთ. თუ შეატყეთ, რომ სიტუაცია იძაბება სამსახურში, ეცადეთ, შვებულება აიღოთ. ეს ნიშნავს, რომ დასვენება გჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თევზები

თითოეულ ადამიანს აქვს თავისი კომფორტის ზონა. თევზებმა ეს ზონა დეკემბერში არ უნდა დატოვოთ, რადგან მის ფარგლებს გარეთ განსაცდელი შეიძლება დაგხვდეთ. ეს თვე სიფრთხილის, გადაწყვეტილებების აწონ-დაწონის, ფხიზელი გონებისა და გარშემომყოფების მიმართ პატიოსანი დამოკიდებულების დროა. მხოლოდ ასე შეძლებთ ცხოვრებისგან კმაყოფილების მიღებას.

დეკემბრის ბოლო მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. ნუ განაწყენდებით სამყაროზე იმის გამო, რომ კაშკაშა ემოციები მოგაკლდებათ. ეს ემოციები მოგვიანებით მოვა, ახლა კი სჯობს, ყურადღება სამუშაოზე და საოჯახო საქმეებზე გაამახვილოთ. გუნდური მუშაობა დაგაახლოებთ მეგობრებთან და კოლეგებთან.

ყველა ახალი ამბავი
0